Dreamland Park არის ახალი საცხოვრებელი და საინვესტიციო პროექტი, რომელიც eco-lifestyle კონცეფციაზეა დაფუძნებული. პროექტის მთავარი იდეა ბუნებასთან ჰარმონიული ცხოვრებაა — გამწვანებული გარემო, ევკალიპტების ტყე და გააზრებულად დაგეგმილი ინფრასტრუქტურა ქმნის სივრცეს, სადაც ყოველდღიური ცხოვრება, დასვენება და ინვესტიცია ერთიანდება.
Dreamland Park აგრძელებს იმ სტანდარტს, რომელიც Dreamland Oasis-მა უკვე დაამკვიდრა — მასშტაბური ინფრასტრუქტურა, გამწვანებული გარემო და ცხოვრების თანამედროვე პირობები. ამ პროექტით Dreamland Development კიდევ უფრო ავითარებს საკუთარ კონცეფციას და ქმნის თანამედროვე, ბაზარზე მოთხოვნად და მომავალზე ორიენტირებულ პროდუქტს, რომელიც თანაბრად საინტერესოა როგორც საცხოვრებლად, ისე საინვესტიციოდ.
პროექტის მშენებლობასთან ერთად იწყება 4 დონიანი პარკინგის მშენებლობაც, რაც მომავალ მფლობელებსა და ინვესტორებს დამატებით კომფორტს შესთავაზებს.
„Dreamland Development-ის საქმიანობა მხოლოდ კონკრეტული პროექტების მშენებლობით არ შემოიფარგლება. ჩვენი მიზანია ისეთი სივრცეების შექმნა, რომლებიც ხელს უწყობს ლოკაციის განვითარებას და ზრდის მისმნიშვნელობას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე,“ — ამბობს ნინო ბუჟგულაშვილი, აღმასრულებელი დირექტორი უძრავი ქონების მიმართულებით.

Dreamland Oasis-ის განვითარებით ჩაქვმა ახალი სიცოცხლე შეიძინა. ადგილი, რომელიც ადრე ბევრისთვის მხოლოდ მშვიდ ზღვისპირა დასახლებად აღიქმებოდა, დღეს უკვე აქტიურად განიხილება როგორც ტურისტულად მიმზიდველი, საინვესტიციოდ საინტერესო და ცხოვრების ხარისხზე ორიენტირებული მიმართულება.
Dreamland Park ამ პროცესის ბუნებრივი გაგრძელებაა. ახალი პროექტით კომპანია კიდევ უფრო აძლიერებს ჩაქვის პოტენციალს და პასუხობს ბაზრის ახალ მოთხოვნებს — eco-lifestyle-ს, თანამედროვე დაგეგმარებას, მრავალფეროვან ინფრასტრუქტურასა და გრძელვადიან საინვესტიციო ღირებულებას.

თუმცა Dreamland Development-ის ხედვა მხოლოდ Dreamland Oasis და Park-ით არ შემოიფარგლება. კომპანია მომავალშიც გააგრძელებს საკუთარი კონცეფციისა და სტანდარტის განვითარებას და მომხმარებელს ახალ პროექტებს შესთავაზებს გამორჩეულ ლოკაციებზე, მათ შორის — ბოტანიკურ ბაღთან, ზღვის პირველ ზოლში.








