სამთო-სათხილამურო ინვესტიციების სამყაროში ახალი სახელი იბადება! | Property Georgia

სამთო-სათხილამურო ინვესტიციების სამყაროში ახალი სახელი იბადება!

22 მაისს, თბილისში, გაიმართა გალა ვახშამი, სადაც ოფიციალურად წარადგინეს პროექტი „Caucasus Mandili“ („კავკასიის მანდილი“). ღონისძიებას ბიზნესის, დეველოპერული და საინვესტიციო სექტორის არაერთი წარმომადგენელი, ასევე სხვადასხვა სფეროს მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

იმის მიუხედავად, რომ საქართველოში არაერთი სამთო-სათხილამურო კურორტული ზონა არსებობს, ამ სამი კომპანიის გაერთიანებულმა ხედვამ არჩევანი გუდაურზე შეაჩერა:

  • NOA იტალიური არქიტექტურული ბიუროა, რომელსაც ალპებში მსგავსი მასშტაბისა და კონცეფციის პროექტებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 
  • Rotana არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაფუძნებული და დღეს უკვე მსოფლიოში ცნობილი ერთ-ერთი წამყვანი სასტუმრო ოპერატორია. 
  • Pontus-ი მასშტაბური დეველოპერული კომპანიაა საქართველოში, კერძოდ ბათუმში და არა მხოლოდ, რომელის პროექტს სახელწოდებით “Pontus Rotana Resort & Spa, Gonio” უკვე ბევრი იცნობს. 

ამ სამი სახელის შერწყმა ერთი კონკრეტული ხედვის ირგვლივ მოხდა - შეიქმინილიყო ისეთი მთის კურორტი, რომლის წარმატებული ფუნქციონირება მხოლოდ ზამთრის სეზონზე არ იქნებოდა დამოკიდებული. 

www.pg.ge
“Caucasus Mandili” ოთხივე სეზონზე გათვლილი პროექტია, რომლის მიზანია სტუმრებისა და ვიზიტორების მოზიდვა წელიწადის 365 დღის განმავლობაში, მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურის, საერთაშორისო სტანდარტებისა და უნიკალური გამოცდილების შეთავაზებით. “კავკასიის მანდილის” ვიზუალური კონცეფციის ჩამოყალიბება სწორედ NOA-ს უკავშირდება. მთავარი ავტორი კი ლუკას რუნგგერია, საერთაშორისო არქიტექტურული საზოგადოების აქტიური წარმომადგენელი, არაერთი პროფესიული კონკურსის ჟიურის წევრი და მრავალი ცნობილი არქიტექტურული პროექტისა და პუბლიკაციის ავტორი, რომლის ნამუშევრები გამოირჩევა ბუნებასა და თანამედროვე არქიტექტურას შორის ჰარმონიული კავშირის შექმნით. ეს ყოველივე კი იმის მანიშნებელია რომ გუნდმა მშვენივრად იცის:

  • მაღალმთიანი ტურიზმის სპეციფიკა;
  • სეზონურობის თავისებურებები;
  • თოვლისა და კლიმატურ დატვირთვებთან დაკავშირებულ მახასიათებლები;
  • პანორამული არქიტექტურის მოთხოვნები;
  • გარემოში არქიტექტურის ორგანული ინტეგრაციის მიდგომები.

შთაგონების მთავარი წყარო ქართული კულტურული მოტივები გახდა, კერძოდ კი მანდილი, იგივე თავსაბურავი, რომელიც ოდითგანვე კავკასიის იდენტობისა და კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლოა. შენობის არქიტექტურული ფორმა მის თანამედროვე ინტერპრეტაციას წარმოადგენს.

ეს იქნება საინვესტიციო პროექტი, რომლის ფარგლებში ინვესტორებს შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი კაპიტალი სასტუმროს ნომრებში დააბანდონ. მსგავსი ტიპის საინვესტიციო კონცეფცია კი გუდაურში პირველი იქნება. სასტუმროს მართვას Rotana პირდაპირი მართვის მოდელით განახორციელებს. ეს ნიშნავს, რომ პროექტს უშუალოდ საერთაშორისო სასტუმრო ოპერატორი მართავს საკუთარი სტანდარტებისა და გამოცდილების შესაბამისად, რაც გუდაურისთვის მსგავსი ტიპის მართვის ერთ-ერთი პირველი პრეცედენტი იქნება და საერთაშორისო დონის მომსახურების უზრუნველყოფას მოემსახურება.

www.pg.geიმის გარდა, რომ პროექტი ხელსაყრელ ადგილას მდებარეობს და გამოირჩევა ისეთი უპირატესობებით, როგორიცაა: ინფრასტრუქტურასთან სიახლოვე, მთის პანორამული ხედები, მოსახერხებელი წვდომა სათხილამურო ტრასებსა და საბაგირო სისტემებთან (სტუმრების მაქსიმალური კომფორტისთვის), 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო ასევე მოიცავს:

  • SPA & Wellness ცენტრს;
  • შიდა და გარე საცურაო აუზებს;
  • საერთაშორისო კონცეფციის რესტორნებსა და ბარებს;
  • ლაუნჯ ზონებსა და მრავალფეროვან დასასვენებელ სივრცეებს; 
  • სამთო ინვენტარის გაქირავების სივრცეები.

გუდაურისთვის „Caucasus Mandili“ კიდევ ერთი მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯია, როგორც ტურიზმის, ისე ქართული ეკონომიკის განვითარებისთვის. მისი შექმნა ავტომატურად გულისხმობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, საერთაშორისო ტურისტებისა და ინვესტორების მოზიდვას, გუდაურის საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდას, მიმდებარე ინფრასტრუქტურისა და ბიზნესგარემოს განვითარებას, კურორტზე მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასა და საერთო ხარისხის ამაღლებას.

თვალი ადევნეთ განახლებებს და გაიგეთ, როდის დაიწყება გაყიდვები

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: