ექსპერტის რჩევა: სასარგებლო რჩევები სამზარეულოს დიზაინის დასაგეგმად | Property Georgia

ექსპერტის რჩევა: სასარგებლო რჩევები სამზარეულოს დიზაინის დასაგეგმად

სამზარეულოს დიზაინერს ეკა ნაჭყებიას მაღალი კლასის ავეჯის შოურუმებში გენერალურ მენეჯერად, ინტერიერის და სამზარეულოს დიზაინერად მუშობის 17 წლიანი წარმატებული პროფესიული გამოცდილება გააჩნია, არქიტექტურა და დიზაინი მისი უკიდეგანო გატაცებაა. ეკას განსაკუთრებულად დაკვირვებული, პროფესიონალური ხედვა და თვალი აქვს , რომელიც დამკვეთებისთვის სამზარეულოს ბრენდის, მასალების, ტექსტურების სწორად შერჩევაში და დახვეწილი სამზარეულოს დაგეგმარებაში ეხმარება, ისე რომ სივრცე ოპტიმალურად იქნეს ათვისებული.

ეკა ნაჭყებია - შოურუმი LifeStyle  - ის სამზარეულოს დიზაინერი/ მრჩეველი სამზარეულოს დიზაინის დასაგეგმად სასარგებლო რჩევებს გაგიზიარებთ.

სამზარეულო - რა არის მთავარი სამზარეულოს დაგეგმარების დროს და რა უნდა იცოდეს დამკვეთმა ვიდრე დაიწყებს მოდელის შერჩევას და დიზაინზე ზრუნვას.ერთია რაც წარმოდგენილია კატალოგში ან ინტერნეტში (ან თუნდაც ე.წ. რენდერში) და მეორე ის რომ სამზარეულო უნდა იყოს ტექნიკურად სწორი (იმის გათვალისწინებით რომ კომუნიკაცია სწორად იქნეს გაყვანილისათანადო ადგილამდე,რასაც აუცილებლად უნდა აკონტროლებდეს სამზარეულოს დიზაინერი და ამწყობი).

ამ ბლოგში სრულად ვერ წარმოგიდგენთ სამზარეულოს დაგეგმარების სრულ ასპექტს, პირველ ეტაპზე განვიხილავ ფასადებისა და ზედაპირების თავისებურებებს.

ლამინირებული ფასადი (დსპ ან ლამინირებული დსპ) ეს ფასადი დაბალბიუჯეტიანია,   დროებითი სარგებლობისთვისაა განკუთვნილი (გარეგნული სახე უბრალოა)

ფასადი  მდფ-ისგან (შეღებილი) - უმაღლესი სიმყარე,შესაძლებლობა მასალას მიეცეს სასურველი ფორმა.მისთვის დამახასიათებელია ნესტისა და ტემპერატურის ცვალებადობისადმი მდგრადობა.

მასიური ხის  ფასადი - მგრძნობიარეა ტემპერატურის ცვლილებისადმი  და მასალა განიცდის დეფორმაციას,ამიტომ მისი დამუშავება ხდება ძვირადღირებული ლაქის და ანტისეპტიკების საშუალებით,რაც უფრო აძვირებს ფასადის ღირებულებას.

მინის ფასადები ალუმინის ჩარჩოზე ან მდფ-ის  კარზე - მაქსიმალური გამძლეობის გარანტია.ასევე მინის ფასადი ნესტგამძლეა.ვიზუალური მხარე იძლევა სისადავისა და  სისუფთავის  შეგრძნებას.

ასევე მნიშვნელოვანი ასპექტია  სამზარეულოს ზედაპირის შერჩევა:

გრანიტი - მკვრივი ფაქტურა და სწორი მოვლის შემთხვევაში , მუდმივი მოხმარებაში (ბუნებრივ მასალას რაც შეეხება).  მარმარილო-ბუნებრივი ქვის ფოროვანი მასალა,წყლისა და ცხიმის შთანთქვის მაღალი თვისებით.საჭიროებს  დიდი სიფრთხილით  ჭუჭყისა და სითხის ზემოქმედებისგან დაცვას.

უჟანგავი მეტალი - ბუნებრივი მასალებისგან განსხვავებით (გრანიტი და მარმარილო) არ შედის ზემოქმედებაში პროდუქტებთან,და არ ისრუტავს ცხიმსა  და სითხეს.გამოირჩევა გამძლეობით.

დსპ - შედარებით დაბალბიუჯეტიანი და პრაქტიკული.დაფარულია თერმოგამზლე პლასტიკით.

მინის ზედაპირი - ეფექტურია დიზაინის თვალსაზრისით,მოსაფრთხილებელია სხვადასხვა ტიპის ზემოქმედებისგან (იკაწრება)

ხელოვნური ქვის ზედაპირი - იგივე აკრილის ფისი. ადვილად მოსავლელი და ბაქტერიებისთვის შეუღწევადი.მდგრადობა ნატურალურ მასალებზე უფრო მაღალი.

კვარცის ზედაპირი - ყველაზე მყარი  მასალა სამზარეულოს ზედაპირისთვის,ხანგრძლივ სრულყოფილ სახეს ინარჩუნებს დიდი ხნის განმავლობაში.

ამ ბლოგში  წარმოდგენილი ინფორმაცია გაძლევთ საშუალებას, სამზარეულოს შერჩევისას, ვიდრე   კონკრეტულ დიზაინერს ან  სამზარეულოს ავეჯის მომწოდებელს მიაკითხავთ, გაერკვეთ რომელი მასალაა  თქვენთვის მისაღები.

ასევე, შემდეგ ბლოგში განვიხილავ დაგეგმარების თავისებურებებს: რა ტიპის გეგმარება უნდა მოვარგოთ ამა თუ იმ სივრცეს (კუთხის იქნება თუ სწორხაზოვანი). 

ეკა ნაჭყებია

სამზარეულოს დიზაინერი/მრჩეველი

აბაშიძის 42, თბილისი

მობ :+995 599783871‬

LifeStyle

@lifestyleshowroom

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: