King David-ში წამახალისებელი შეთავაზებების სეზონი იხსნება | Property Georgia

King David-ში წამახალისებელი შეთავაზებების სეზონი იხსნება

იპოთეკური სესხი, ერთწლიანი შიდა უპროცენტო განვადება, სპეციალური ფასდაკლება მეორე და მესამე კატეგორიის ფართებზე-მრავალფუნქციური კომპლექსი King David გაყიდვების გააქტიურების ეტაპს ახალი, მოქნილი კონკურენტული შეთევაზებებით იწყებს. Property Georgia აქციის დეტალებზე და კომპანიაში მიმდინარე სხვა სიახლეებზე King David-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხემძღვანელს ნინი მარიამიძეს და გაყიდვების და მარკეტინგის მენეჯერს თინი კაპანაძეს ესაუბრა. 

ქეთი ტაბატაძე

  • King David მომხმარებელზე ორიენტირებული განახლებული პირობებით ხსნის საშემოდგომო სეზონს. რას სთავაზობთ პოტენციურ მობინადრეებს? 

ნინი მარიამიძე : "წამახალისებელი შეთავაზება, პირველ რიგში, მომხარებელზე ზრუნვის ნაწილია. ჩვენი სეგმენტი წარმატებული მაღალშემოსვლიანი ადამიანები არიან. Kind David Residence-ში, შესაბამისად, ყველაზე მოთხოვნადი პირველი კატეგორიის დიდი მოცულობის ფართებია - 200-250 კვ.მ. რაც შეეხება მეორე კატეგორიის პატარა ფართებს (მინიმალური საცხოვრებელი ფართი - 54 მ2), ამ ტიპის შენაძენს უფრო საინვესტიციო მიზნით აკეთებენ. მოგეხსენებათ, უძრავ ქონებაზე ფასი გამუდმებით იზრდება, ელიტარულ კომპლექსში ბინის საკუთრებაში ქონა კი, გაქირავების პერსპექტივით საუკეთესო კაპიტალია. გვაქვს ასევე მესამე კატეგორიის ფართები, რომლებიც უფრო საოჯახო ტიპის საცხოვრებლებია.

გამომდინარე იქიდან, რომ ძირითადი დატვირთვა მოდის პირველი კატეგორიის ფართებზე, მივიღეთ გადაწყვეტილება გაგვეკეთებინა წამახალისებელი ფასდაკლების შეთავაზება მეორე და მესამე კატეგორიაზე, რომელიც გადახდის სისტემაზეა მიბმულია. აქციის თანახმად 1კვ.მ-ის ფასი იწყება $1500-დან. გვაქვს ერთიანი გადახდის და შიდა მოკლევადიანი განვადების პრაქტიკა. იპოთეურ სესხზე მოთხოვნა ჩვენთან ამ ეტაპამდე არ დაფიქსირებულა, თუმცა, ამ შეთავაზების დამატებასაც ვგეგმავთ, ისევ და ისევ ზემოთაღნიშნული ორი კატეგორიისთვის. სურვილის შემთხვევაში, ეს პირობა, რა თქმა უნდა, პირველი კატეგორიასაც შეეხება. მოლაპარაკებებს საქართველოს წამყვან ბანკებთან ვაწარმოებთ, რომლებიც  ჩვენ მომხმარებლებს განსაკუთრებულ პირობებს შესთავაზებენ.  აღსანიშნავია, რომ ჩვენი სტანდარტული გადახდის სქემა  შიდა ერთწლიან უპროცენტო განვადებას ითვალისწინებს, მიუხედავად იმისა რომ პროექტი ექსპლუატაციაში 4 თვეში შედის. მომხმარებელი წინასწარ ფარავს ფართის ღირებულების 50%-ს (5% შეძენამდე, 45% შესყიდვიდან პირველი ორი თვის განმავლობაში), მეორე ნახევარს კი  1 წლის შემდეგ."

  • International Property Awards-ის ოფიციალური მოწვევით King David ყოველწლიური კონკურსის European Property Awards 2016 მონაწილეა. ორგანიზაციამ საქართველოში მიმდინარე მრავალი მშენებლობიდან არჩევანი თქვენს პროექტზე შეაჩერა. რა კრიტერიუმებით მოხვდით რჩეულთა შორის?

ნინი მარიამიძე:  "ეს ყველაფერი ჩვენთვის მოულოდნელი იყო, International Property Awards-იდან დაგვიკავშირდნენ და შემოგვთავაზეს, რომ King David მონაწილეობას იღებს European Property Awards-ში. რაც შეეხება შეფასების კრიტერიუმებს, ჩვენი კომპლექსი აღმოჩნდა ერთადერთი მშენებლობა საქართველოში, რომელიც მათ მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს. King David აერთიანებს ორ დამოუკიდებელ შენობას 31 და 19 სართულიან კოშკებს. მაღალ კოშკში  King David Residences განთავსდება მხოლოდ საცხოვრებელი ფართები, დაბალ კოშკში King David Business Center კი A კლასის ბიზნეს ცენტრი. ეს არის ჩვენს ქვეყანაში პირველი კონდომინიუმის ტიპის კომპლექსი სრული მომსახურების სპექტრით, რომელიც მაცხოვრებლებს საშუალებას აძლევს იმუშავონ, გაერთონ და განიტვირთონ შენობიდან გაუსვლელად. ნომინაციაში “საუკეთესო მრავალფუნქციური კომპლექსი” წლევანდელ კონკურსში საქართველოს King David წარადგენს. არქიტექტურულ ნომინაციაში მონაწილეობაზეც გვქონდა შემოთავაზება, თუმცა ამჯერად მხოლოდ მრავალფუნქციურ მიმართულებაზე შევჯერდით."

  • რა დატვირთვა და სარგებელი ექნება თქვენთვის კონკურსში გამარჯვებას?

ნინი მარიამიძე: "მოხვდე ასეთი მაღალი დონის საერთაშორისო კონკურის მონაწილეთა შორის ეს პირველი მნიშვნელოვანი მიღწევაა. ქართული კომპანიისთვის ევროპელ დეველოპერებთან კონკურენცია დიდი გამოწვევაა. გამარჯვებულ კომპანიებს 27 ოქტომბერს დააჯილდოვებენ. ევროპული ეტაპის წარმატებულად გავლის შემთხვევაში, მსოფლიო უძრავი ქონების კონკურში მივიღებთ მონაწილეობას.

International Property Awards საერთაშორისო ცნობადობის ასამაღლებლად ერთერთი საუკეთესო საშუალებაა, გამარჯვებულ კომპანიას ენიჭება უფლება მათი ლოგო სხვადასხვა მარკეტინგულ აქტივობებში ერთი წლის განმავლობაში გამოიყენოს."    

  • მრავალფუნქციური კომპლექსის King David ექსპლუატაციაში მიღება წლის ბოლოს იგეგმება. როგორია მიმდინარე გაყიდვების აქტივობა?

თინი კაპანაძე: "ამ ეტაპზე დასრულებულია სამშენებლო სამუშაოების 85% და საინჟინრო სამუაოების 75%. კომპლექსი 2016 წლის ბოლოს შედის ექსპლუატაციაში, უშუალოდ ინფრასტრუქტურული ნაწილის ჩაბარების ვადა კი 2017 წლის შემოდგომაა. დღევანდელი მდგომარეობით, ფართების 30% უკვე გაყიდულია. აღსანიშნავია, რომ ამ კუთხით აქტიურ მუშაობას პროექტის დასრულების შემდეგ ვგეგმავთ, თუმცა, დიდი ძალისხმევის გარეშეც კი, გაყიდვების მიმდინარე სტატისტიკის მიხედვით, შთამბეჭდავი შედეგი გვაქვს."

  • რა უპირატესობებით გამოირჩევა მრავალფუნქციური კომპლექსი King David? რატომ უნდა შევიძინოთ ბინა King David Residences-ში ან ვიქირაოთ საოფისე ფართი King David Business Center-ში?

თინი კაპანაძე: " King David Residences მობინადრეებს ფართის შეძენასთან ინფრასტრუქტურის და მომსახურების სრულ კომფორტს სთავაზობს. რეცეფცია, შვეიცარი, კონსიერჟი, “ოთახში მომსახურება”, დასუფთავება, მუდმივი დაცვა და ტექნიკური მხარდაჭერა, პირადი ექიმის კაბინეტი, სამრეცხაო/ქიმწმენდა, შინაური ცხოველების მოვლა, ფლორისტი -ეს სრული ჩამონათვალი არაა იმ ყველა მომსახურების, რითაც King Davide Residences-ის მაცხოვრებლები სარგებლობენ. მაქსიმალური კომფორტისთვის კომპლექსის ინფრასტრუქტურა მოიცავს შემდეგ ობიექტებს: აუზი, სპა და ფიტნეს ცენტრები, ტერასაზე გაშენებულ ბაღი - საბავშვო მოედნით და ჯანსაღი კვების კაფით, სილამაზის სალონი, რესტორნები, ღვინის მარანი,  შეხვედრების ოთახები, ლობი, ყვავილების ბუტიკი,  ბავშვთა კუთხე და მიწისქვეშა ავტოსადგომი.

რაც შეეხება King David Business Center-ს, ინფრასტრუქტურის ზემოთჩამოთვლილი ყველა სარგებელი ბიზნეს ცენტრზეც ვრცელდება. სეგმენტი ამ შემთხვევაშიც ელიტარულია. შესაბამისად ჩვენთან წარმოდგენილი იქნებიან მსხვილი ადგილობრივი კომპანიები და საერთაშორისო კორპორაციების ლოკალური წარმომადგენლობები, კონკრეტული შეთანხმებები რამდენიმე მათგანთან უკვე მიღწეულია. King David Business Center-ში ფართების გაქირავებაზე Colliers International Georgia-სთან წარმატებულად ვთანამშრომლობთ.

King David Residences და King David Business Center-ეს ორი დამოუკიდებელი შენობაა, რომელთაც აერთიანებს კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა და ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თბილისის საუკეთესო პანორამული ხედები. "

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID:

#propertyleaders: ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების და გაწევრიანების პერსპექტივის გავლენა საქართველოს უძრავი ქონების სექტორზე

ADs