კიევში 2016 წლის საუკეთესო უძრავი ქონების პროექტები დასახელდა | Property Georgia

კიევში 2016 წლის საუკეთესო უძრავი ქონების პროექტები დასახელდა

ჯაბა შავიშვილი

23-24 ნოემბერს, 2016 წლის მეორე წლიური EEA უძრავი ქონების ფორუმი და პროექტების დაჯილდოვების ღონისძება გაიმართა სასტუმრო Fairmont Grand-ში, კიევი. ეს იყო რეგიონში უძრავი ქონების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღონისძიება.

ფორუმი უკრაინის უძრავი ქონების კლუბის და EuropaPropert.Com-ის მიერ იყო ორგანიზებული. ხმის მიცემის პროცესს პარტნიორი კომპანია, Ernst & Young უწევდა ზედამხედველობას თავისი მეთოდოლოგიით.

ამ წლის ღონისძიებაზე 19 ჯილდო იქნა გადაცემული - მათ შორის 11 უძრავი ქონების პროექტებზე, 8 - პროფესიონალური ჯილდო. გამარჯვებულები კი დამოუკიდებელი სფეროს საერთაშორისო ექსპერტების მიერ იქნა გამოვლენილი.

ქართული კომპანიებიდან გამარჯევებული „აქსის თაუერსი“ გახდა, კატეგორიაში - შერეული კონცეფციის პროექტი, საცხოვრებელი, საოფისე, კომერციული და სასტუმროს მიმართულებით.

სპეციალური EEA ჯილდო ასევე მიიღო ქართულმა Alliance Group - მა.

აღსაღნიშნავია, რომ Colliers International Georgia-ს მმართველი დირექტორი, ირაკლი კილაურიძე ჟიურის წევრი იყო, ხოლო PropertyGeorgia.Ge საერთაშორისო ღონისძიების ერთ-ერთი მხარდამჭერი და მედიაპარტნიორი.

  • K.A.N. Development წლის დეველოპერულ კომპანიად დასახელდა. სპეციალური EEA ჯილდოები მიიღეს ქართულმა Alliance Group-მა და ყახაზურმა BI Group-მა.
  • წლის იურიდიულ კომპანიად კი DLA Piper დასახელდა.
  • წლის არქიტექტურულ კომპანიად architectural bureau Archimatika.
  • DTZ Ukraine წლის ბროკერულ და საკონსულტაციო კომპანიად დაასახელეს
  • Esta Property Management წლის უძრავი ქონების მართვის კომპანიის წოდება მიიღო
  • კერძო პერსონებთან დაკავშირებულმა გამოკითხვამ კი მთელი ფორუმი მოიცვა. მიხაილ მერკულოვი, Arricano Real Estate plc-ის გენერალური დირექტორი ამ ნომინაციის გამარჯვებული გახდა.
სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: