109 გაყიდული ბინა 4 თვეში - რით არის განსაკუთრებული “სეუ დეველოპმენტის” “მწვანე ეზო”? | Property Georgia

109 გაყიდული ბინა 4 თვეში - რით არის განსაკუთრებული “სეუ დეველოპმენტის” “მწვანე ეზო”?

მაისში დაწყებული გაყიდვები და ოთხი თვის თავზე თითქმის 100%-იანი შედეგი. “მწვანე ეზოს” მშენებლობას “სეუ დეველოპმენტი”  3 თვეზე ნაკლებ დროში დაასრულებს. თუ რით არის გამორჩეული საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც საბურთალოზე, პოლიტკოვსკაიას 32-ში შენდება, ამის შესახებ Property Georgia “სეუ დეველოპმენტის” მარკეტინგის და გაყიდვების სამსახურის ხელმძღვანელს, ქეთი არველაძეს ესაუბრა.

ქეთი ტაბატაძე

  • “მწვანე ეზოს” საცხოვრებელ კომპლექში ფართების გაყიდვა მაისში დაიწყეთ და ოთხ თვეში, ფაქტობრივად, დაასრულეთ. რამ განაპირობა გაყიდვების ასეთი შთამბეჭდავი დინამიკა? 

გაყიდვების ასეთი კარგი შედეგი ჩვენთვის ძალიან საამაყო და მნიშვნელოვანია. ვერ ვიტყვით, რომ მასშტაბური მარკეტინგული კამპანია ვაწარმოეთ, ვთვლით, რომ ეს უფრო გადახდის მოქნილი პირობების, პროექტის ადგილმდებარეობისა და სამშენებლო მასალის ხარისხთანაა დაკავშირებული. აქვე, დიდ მადლობას გადავუხდი ჩვენი კორპუსის თითოეულ მომავალ მაცხოვრებელს, ვინც გვენდო და არჩევანი სწორედ “მწვანე ეზოს” პროექტზე გააკეთა. ამჟამად, მხოლოდ 7 ბინაა გაყიდვაში 116 ბინიდან. თქვენს მკითხველს ჯერ კიდევ აქვს  შანსი გახდეს ჩვენი კორპუსის მაცხოვრებელი.

  • პრესტიჟულ, მშვიდ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში - “მწვანე ეზოს” მშენებლობას “სეუ დეველოპმენტი” საბურთალოზე, პოლიტკოვსკაიას 32-ში, 2017 წლის ბოლოს ასრულებს. რა ეტაპზეა ამჟამად სამშენებლო პროცესი?

დასრულებულია კარკასის მშენებლობა, ასევე სრულდება ბინებში შიდა ტიხრების ამოყვანა. დავიწყეთ სამუშაოები ფასადის მოპირკეთებაზე,  სულ რამდენიმე დღეში დაიწყება კარ-ფანჯრის ჩასმის სამუშაოები, ელექტოოების დაქსელვა და ა.შ. ყველა სამუშაო დაგეგმილ ვადაში მიმდინარეობს.

  • როგორც Property Georgia-სთან წინა ინტერვიუში აღნიშნა თქვენმა დირექტორმა, „მწვანე ეზოს“ რეკრეაციული ზონის დაგეგმვაზე მუშაობდნენ პროფესიონალი    დეკორატორი და ფლორისტი. რას შემოგვთავაზებს განსხვავებულს და ღირებულს თქვენი კომპლექსი ამ მხრივ?

ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამშენებლო პროცესი, ეზოს გამწვანებითი სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა. მომზადებულია გეგმა, რის მიხედვითაც პროექტის დასრულების შემდგომ გალამაზდება ჩვენი ეზო, დაახლოებით 1500 კვადრატულ მეტრამდე. აღნიშნულ ფართობზე დღეს უკვე მრავალწლიანი ნარგავების განაშენიანებაა, რაც თავის მხრივ დამატებით მიმზიდველს ხდის საცხოვრებელ გარემოს.

  • რით იქნება გამორჩეული “მწვანე ეზოს” შიდა ინფრასტრუქტურა? საინტერესოა, მათ შორის, საერთო ფართების მოწყობა.

"მწვანე ეზო" 19-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსია, აქ იქნება როგორც კომერციული, ასევე საოფისე ფართები. შენობაში მოეწყობა ფიტნეს ცენტრი, გვაქვს 4 დონიანი ავტოსადგომი. კოპლექსს აქვს ლობი და და ეყოლება დაცვის სამსახური.

  • თქვენმა დირექტორმა, ჩვენთან საუბარში ასევე აღნიშნა, რომ “სეუ დეველოპმენტი” ძველი თბილისის უბანში პრემიუმ ხაზის საცხოვრებელი კომპლექსის აშენებას გეგმავს, რომელშიც 5-ვარსკვლავიანი საერთაშორისო სასტუმრო ბრენდის შემოყვანასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები. უფრო ვრცლად რომ მოგვიყვეთ პროექტზე. 

დიდი მოლოდინი და გეგმა გვაქვს ამ პროექტთან დაკავშირებით, ვფიქრობთ, წელიწადნახევარში უკვე დაიწყება აღნიშნული საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა. ინვესტიციის მოცულობა 26 მილიონი დოლარია, რაც თავისთავად მიუთითებს პროექტის მასშტაბურობაზე. ამ ეტაპზე არქიტექტურის სამსახურთან მიმდინარეობს პროექტის შეთანხმება. დამატებითი დეტალების მოწოდებისგან თავს შევიკავებ, რადგან მოლაპარაკების რეჟიმში ვართ.

  • საცხოვრებელი ფართების მიმართულებითაც თუ გაქვთ სიახლეები?

სულ მალე დავიწყებთ ახალ პროექტს "მწვანე ეზოს" გვერდით. უკვე შევიძნეთ 2814 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, სადაც იქნება 3 საცხოვრებელი კორპუსი, სათამაშო და სპორული მოედანი და სკვერი. ძალიან მალე უფრო ბევრს დეტალს გაგაცნობთ ჩვენს ახალ პროეტზე.

  • სამშენებლო-დეველოპერულ ბაზარზე 2013 წლიდან ხართ წარმოდგენილები. რას ნიშნავს იყო წაყვანი დეველოპერი ბაზარზე, რომელიც საკმაოდ გაჯერებულია მოთამაშეებით და რას აკეთებს ამისთვის “სეუ დეველოპმენტი”?

კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა გახლავთ გუნდის თითოეული წევრის მაღალი პროფესიონალიზმი და გამოცდილება ამ სფეროში.  მომხმარებელთან კეთილსინდისიერი დამოკიდებულება და მათი ნდობის გამართლება კომპანიის ძირითადი ღირებულებაა. მოხარულები ვართ, რომ სამშენებლო-დეველოპერული ბაზარი სულ უფრო და უფრო ვითარდება და ახალი მოთამაშეებიც ხშირად გამოდიან ასპარესზე. ვთვლით, რომ ჯანსაღი კონკურენცია, პირველ რიგში, მომხმარებლისათვის არის მომგებიანი. ჩვენი მიზანია, თბილისის ბევრი უბანი მოვიცვათ და ბაზარზე მაქსიმალური დატვირთვით ვიყოთ წარმოდგენილნი.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: