“აქსის თაუერსი”- ბიზნეს ცენტრი ბიზნეს უბანში | Property Georgia

“აქსის თაუერსი”- ბიზნეს ცენტრი ბიზნეს უბანში

ლოკაცია პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია როგორც დეველოპერისთვის, ასევე საბოლოო მომხმარებლისთვის. A-კლასის ბიზნესცენტრის ერთ-ერთი განსაზღვრელი კრიტერიუმიც სწორედ ადგილმდებარეობაა, რამდენად ცენტრალურ და პრესტიჟულ უბანში მდებარეობს იგი. ბიზნეს ცენტრის მოიჯარეებისთვის პრიორიტეტულია, რომ ის იყოს განთავსებული საქმიან უბანში. თბილისში, ასეთად დღესდღეობით მიიჩნევა ვაკე, უფრო კონკრეტულად კი მისი ცენტრალური გამზირი. სწორედ აქ, ი.ჭავჭავაძის 37-ზე გააკეთა არჩევანი კომპანია “აქსისმა”. აღნიშნულ მისამართზე მსხვილი მულტიფუნქციური კომპლექსის "აქსის თაუერსის"  განვითარებამ თავისი მხრივ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ვაკის ამ ნაწილის ბიზნეს უბნად ჩამოყალიბებაში. კომპელქსში განთავსებული 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო “პულმანი” სწორედ ბიზნეს ტურიზმზეა ორიენტირებული, რაც დედაქალაქში ბიზნეს ტურიზმის მიზიდულობის ახალ ცენტრს ქმნის.

ლოკაციის შერჩევისას დიდი ყურადღება ეთმობა მიმდებარე ტერიტორიას. “აქსის თაუერსი” ამ მხრივაც აკმაყოფილებს პოტენციური მოიჯარეების შესაძლო მოთხოვნებს, რაც ხშირ შემთხვევაში ახლომდებარე სკვერებს ან პარკებს უკავშირდება. კომპლექსიდან ფეხით სავალ მანძილზე მდებარეობს ტაბიძის სკვერი და თბილისის ცენტრალური პარკი - ვაკის პარკი.

სამშენებლო-დეველოპერული კომპანია აქსისი 22 წელია ასოცირდება ინოვაციასა და პირველობასთან. სწორედ მან შემოიტანა საქართველოში სიტყვა „დეველოპმენტის“ ცნება, დაიწყო პირველი „პალასების“ სერია უნიკალური მომსახურებით და პირველმა ააშენა ტყუპი ცათამბჯენი „აქსის თაუერსის“ საქართველოში.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: