არაყიშვილი რეზიდენსი - იცხოვრე საუკეთესო ადგილას | Property Georgia

არაყიშვილი რეზიდენსი - იცხოვრე საუკეთესო ადგილას

ქეთი ტაბატაძე

არაყიშვილი რეზიდენსი  - საცხოვრებელი კომპლექსი ცენტრალურ ვაკეში, გამორჩეული არქიტექტურა,  ხელმისაწვდომი ფასები და გადახდის მოქნილი პირობები. 

არაყიშვილი რეზიდენსის შესახებ Property Georgia ზაზა ბაიაძეს, Colliers International Georgia-საბროკერო სერვისების ხელმძღვანელს, ესაუბრა.

- რა კრიტერიუმით არჩევს Colliers International Georgia პროექტებს ?

პროექტების სელექციის დროს ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი პარტნიორებთან საერთო ინტერსების გაზიარება და პრიორიტეტების სწორედ განსაზღვრაა, თუ რამდენად  ხდება ხედვების თანხვედრა ისეთ მნიშვნელოვან  საკითხებში როგორებიც არის - პროდუქტის ხარისხი, ნდობის ფაქტორი, საერთაშორისო ბიზნეს სტანდარტებისა და ვადების დაცვა. ასევე, მნიშვნელოვანია გრძელვადიანი და ნაყოფიერი ბიზნეს ურთიერთობების ჩამოყალიბება.

Colliers International Georgia, როგორც წესი, სრულად ერთვება პროექტში. საცხოვრებელი კომპლექსის მართვის შემთხვევაში,  ჩვენი კომპანია მარკეტინგისა და გაყიდვების სერვისებს ითავსებს. ამ პროცესს წინ უსწრებს პროექტის დეველოპმენტი, რომელსაც ასევე ჩვენი კომპანია ახორციელებს. 

ზოგადად, Colliers International Georgia უძრავი ქონების სერვისების გლობალური კომპანიაა, რომელიც სრულ მომსახურებას სთავაზობს უძრავი ქონების მესაკუთრეებს, მოიჯარეებს დეველოპერებს და ინვესტორებს, როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო მასშტაბით. კომპანიის ძირითად მიმართულებებს უძრავი ქონების დეველოპმენტის სერვისი, კორპორატიული ბროქერიჯი, უძრავი ქონების კვლევა, ქონსალთინგი და შეფასება წარმოადგენს.

- რატომ შეაჩერეთ არჩევანი Arakishvili Residence-ზე და რით არის გამორჩეული ეს პროექტი?

Arakishvili Residence-ი, პირველ რიგში, საინტერესოა როგორც დეველოპერული პროდუქტი. ის ასევე  მომხიბლავია არქიტექტურული თვალსაზრისითაც; გარდა ამისა, გამორჩევა ძალიან კარგი ადგილმდებარობით.

პროექტის საქართველოს ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. რაც ავტომატურად მისი წარმატებული დასრულების გარანტიას იძლევა. სწორედ ამ ფაქტორმა ითამაშა განსაკუთრებული როლი კომპანია Colliers International-ის  მიერ პროექტში ჩართულობის დაინტერესების კუთხით.

- რომელი კომპანია აწარმოებს სამშენებლო და არქიტექტურულ სამუშაოებს ? რამდენად ხარისხიანი მშენებლობაა?

Arakishvili Residence-ის მშენებლობას კომპანია „ანაგი“, აწარმოებს, რომელიც ამ მიმართულებით ქართულ ბაზარზე დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოთამაშეა.  მის ანგარიშზე არაერთი მსხვილი მიმდინარე თუ დასრულებული პროექტია. ასევე, აღსანიშნავია მშენებელი კომპანიის მაღალი ხარისხის სტანდარტი და სამუშაო გრაფიკის სწრაფი ტემპი.

- რას მოიცავს საცხოვრებელი კომპლექსის ინფრასტრუქტურა?

Arakishvili Residence-ს გამორჩეული ლოკაცია აქვს, ის ვაკის ცენტრში მდებარეობს, საცხოვრებელი სახლი ადვილად მისადგომია კერძო და საზოგადეოებრივი ტრანსპორტით. Arakishvili Residence-ში მოხვედრა ქალაქის თითქმის ყველა წერტილიდან მოსახერხებელია.

4 ბლოკისგან შემდგარი 14 სართულიანი შენობა არაყიშვილის ქუჩის იერსახეს ბუნებრივად ამდიდრებს. შენობის პირველი სართული, საფეხმავლო გზით და მაღალი ვიტრაჟებით, ერთგვარ პასაჟს შექმნის.  კომპლექსში 84 საცხოვრებელი ბინაა. შენობის ქვედა დონეზე განთავსებულია 2 დონიანი ავტო და ველო სადგომები, ეზოში - სპორტული მოედანს,. გამწვანებულ და კეთილმოწყობილ ეზოს ქუჩისგან ელექტრონული შლაგბაუმი ყოფს.  ბინებს განსხვავებული ხედვისა და გემოვნებისთვის ოპტიმალური გეგმარება გააჩნია.

- რა სეგმენტზეა გათვლილი?

Arakishvili Residence-ის სამიზნე აუდიტორია ძირითადად საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე მომხმარებლები არიან-  ადამინები, რომლებიც აფასებენ ხარისხს და უპირატესობას ქალაქის ცენტრში, პრესტიჟულ ადგილას ცხოვრებას ანიჭებენ.

- გადახდის და დაფინანსების როგორ პირობას სთავაზობთ მომხმარებელს? 

მომხმარებელს  აქვს საშუალება ისარგებლოს უპროცენტო შიდა განვადებით პროექტის დასრულებამდე. ასევე, შესაძლებელია იპოთეკური სესხით სარგებლობაც, რომელსაც საქართველოს ბანკი მსურველებს მხოლოდ 6 %-ად სთავაზობს. -  როდის დასრულდება მშენებლობა და რა კონდიციაში ჩაბარდება ბინები? 

Arakishvili Residence-ის ფაქტობრივი ჩაბარება 2017 წლის 30 ნოემბერს მოხდება. მეპატრონეებს ე.წ. „თეთრი კარკასი“ ბარდებათ. - როგორია კომპანიის საფასო პოლიტიკა? თუ გაქვთ სეზონური აქციები?

საცხოვრებელ კომპლექსში 1 კვ.მ. ფასი საშუალოდ  $1200-დან $1400-მდე მერყეობს. თუმცა ამ ეტაპისთვის წამოვიწყეთ აქცია, რომლის ფარგლებშიც 1 კვ.მ. ფასი 1000$-მდე შემცირდა. სპეციალური ფასით სარგებლობას მოხმარებელი 15 სექტემბრამდე შეძლებს.

- რა გარანტიებს სთავაზობთ მომხმარებელს (ხარისხი, მშენებლობის დროულად დასრულება)?

მთავარ გარანტად შეიძლება ჩაითვალოს პროექტში ჩართული ისეთი წამყვანი კომპანიების კოლაბორაცია, როგორებიც არიან: “საქართველოს ბანკი”, სამშენებლო კომპანია “ანაგი” და უძრავი ქონების სერვისების მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი  კომპანია Colliers International.  

რაც შეეხება პროექტის მშენებლობის ხარისხს, ამ მიმართულებით პასუხიმსგებელი კომპანია „ანაგია“, რომელიც მაღალი სტანდარტებით და მშენებლობის სწრაფი ტემპით არის ცნობილი.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: