Axis Towers – წლის საუკეთესო მულტიფუნქციური პროექტი | Property Georgia

Axis Towers – წლის საუკეთესო მულტიფუნქციური პროექტი

EEA Real Estate Forum & Project Awards არის წლის მთავარი ღონისძიება, რეგიონში, რომელიც უძრავი ქონების ბაზარს ეძღვნება. მისი მიზანია, აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის ქვეყნების საუკეთესო დეველოპერული და სამშენებლო პროექტების გამოვლენა.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან, უკრაინის უძრავი ქონების კლუბი, (URE Club) და EuropaProperty.сom. ხმის მიცემის პროცესს ზედამხედველობა გაუწია, ღონისძიების მეთოდოლოგიურმა პარტნიორმა,  Ernst & Young-მა.

ყველაზე მასშტაბური, მრავალფუნქციური კომპლექსის Axis Towers –ის მშენებლობა 2015 წელს განახლდა კომპანია „აქსისისა“ და „ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის” პარტნიორობით.  კომპლექსი 41 სართულისგან შედგება , რომელთაგან 37 მიწის ზემოთ, ხოლო 4 -მიწის ქვეშ არის განთავსებული. მისი სიმაღლე 147 მეტრს აღწევს.

Axis Towers -ში გაერთიანებულია დეველოპმენტის 5 მიმართულება: საცხოვრებელი,საოფისე, 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო Pullman-ი, კომერციული, სარეკრეაციო და გასართობი ფუნქციები. აღსანიშნავია, რომ ეს ფუნქციები, არამც თუ უშლიან ხელს ერთმანეთს, არამედ ქმნიან ერთგვარი სინერგიის ეფექტს და უზრდიან თითოეულ ფუნქციას ღირებულებას.

Axis Towers -ის მშენებლობა დაგეგმილ ვადებში მიმდინარეობს. დღეისათვის დასრულებულია საცხოვრებელი, ქვის კოშკის კარკასი, რომლის ფასადის მოპირკეთებაც დაიწყება 2017 წლის იანვარში. ასევე დასრულდა კვარცხლბეკის 5 სართულიანი ნაწილი და აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს მინის კოშკის კარკასის მშენებლობა.  

მშენებლობა დასრულდება  2017 წლის დეკემბერში, მობინადრეები კი 2018 წლის გაზაფხულიდან შეძლებენ ბინებში გადასვლას.

 

 

 

 

 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: