ბილ გეითსის თქმით, კორონავირუსი ჩვენს ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის. როგორ მოვერგოთ ახალ რეალობას? | Property Georgia

ბილ გეითსის თქმით, კორონავირუსი ჩვენს ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის. როგორ მოვერგოთ ახალ რეალობას?

გასულ კვირაში, კომპანია Microsoft-ის თანადამფუძნებელმა ბილ გეითსმა LinkedIn-ზე პირდაპირ ეთერში უპასუხა შეკითხვებს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით. მან ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორი იქნება ცხოვრება შემდეგი თვეებისა და წლების მანძილზე. მისი თქმით, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ბევრი ასპექტი კიდევ დიდ ხანს ვერ დაუბრუნდება ნორმალობას, ზოგიერთი ასპექტი კი სამუდამოდ შეიცვლება.

გეითსის აზრით, ამერიკა ივნისის დასაწყისში ნაწილობრივ „გაიხსნება“, თუმცა ხალხი მალევე ვერ დაუბრუნდება იმ ცხოვრებას, რომელსაც ის მიჩვეული იყო. „ლაპარაკი არ იქნება ხალხმრავალ საზოგადოებრივ შეკრებებზე, ან თუნდაც სავსე რესტორნებზე. მეორეს მხრივ, შესაძლებელი იქნება ქარხნების ამუშავება, სამშენებლო პროცესების გაგრძელება, სკოლების გახსნა“, ამბობს გეითსი.

რაც შეეხება სხვა სფეროებს, როგორიცაა სასტუმროები, სპორტული ღონისძიებები და თუნდაც უძრავი ქონება, გეითსის აზრით მათ ბევრად მეტი დრო შეიძლება დასჭირდეთ აღდგენისთვის.

„მოინდომებს თუ არა ხალხი მოგზაურობას? რესტორნებში სიარულს? ან თუნდაც ახალი სახლის ყიდვაზე ფიქრს? მთავრობამ რომც მოხსნას ამ ყველაფერზე შეზღუდვები, მოთხოვნა ერთ დღეში ვერ აღდგება“.  

გეითსის აზრით, აღნიშნული ცვლილებები მოხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ფართოდ ხელმისაწვდომი გახდება ეფექტური ვაქცინა - ამას კი მისი თქმით კიდევ 18 თვე დასჭირდება.

რა შეიცვლება გრძელვადიან პერსპექტივაში?

გარდა ყოველივე ზემოაღნიშნულისა, გეითსს მიაჩნია, რომ კორონავირუსის ეპიდემია ჩვენ მომავალშიც გვაიძულებს საკითხების ციფრული გზით მოგვარებას: „არის ისეთი რაღაცეები, რაც სავარაუდოდ აღარასდროს დაბრუნდება. მაგალითად, სამუშაო მივლინებები. მე არ ვამბობ, რომ ისინი მთლიანად გაქრება, თუმცა მათი რაოდენობა საგრძნობლად შემცირდება“.

გეითსის აზრით, ცხოვრების სხვა ასპექტებიც სამუდამოდ შეიცვლება. მას მოჰყავს Microsoft-ის მაგალითი, სადაც აქციონერთა ვირტუალური შეხვედრები პანდემიამდეც იყო დამკვიდრებული. ახლა კი სხვა კომპანიებმაც გადაიღეს ეს მოდელი, და გეითსს ეჭვი ეპარება, რომ ისინი მომავალში დაუბრუნდებიან აქციონერებთან პირისპირ შეხვედრებს.

გეითსი ასევე საუბრობს იმ ინოვაციურ პროგრამებზე, რომლებიც დამატებით შეცვლიან ყველაფერს. „რა არის ვირტუალური სასამართლო? რა არის ვირტუალური კანონმდებლობა? როგორ შეიძლება ლოგიკის შექმნა? ყოველთვის შეიძლება ისეთი რაღაცის შექმნა, რაც უკეთესია და უფრო ეფექტურია, ვიდრე ის, რაც აქამდე იყო“.

როგორ შეიძლება მოერგონ ბიზნესის მფლობელები გეითსის მიერ აღწერილ ახალ ნორმალობას?

დავუშვათ, თქვენ გაქვთ რესტორანი. სოციალურ დისტანცირებასთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქებამდე თქვენ უნდა უზრუნველყოთ გატანისა და ადგილზე მიტანის ეფექტური მომსახურება.

ნუღარ კითხულობთ, გსურთ თუ არა დაადგეთ ამ გზას - ერთადერთი სხვა ვარიანტი არის დახურვა. ამავდროულად, მომსახურების შექმნა არ ნიშნავს იმას, რომ ხალხი თავისით მოვა. აუცილებლად განაახლეთ თქვენი ვებ-გვერდი და გარკვევით აცნობეთ ხალხს გატანისა და ადგილზე მიტანის ვარიანტების შესახებ.

ნუ დაივიწყებთ კონტენტ-მარკეტინგის ძალას: შექმენით YouTube-ის ვიდეორგოლები, სადაც წარმოაჩენთ თქვენს ყველაზე პოპულარულ კერძებს და მათი მომზადების მეთოდებს. წარმოაჩინეთ თქვენი პიროვნული თვისებებიც. ნუ იდარდებთ იმაზე, რომ შეკვეთის განთავსების ნაცვლად ხალხი მოიპარავს თქვენს რეცეპტებს: ზოგი ასეც მოიქცევა, ზოგი არა. ეს უკანასკნელები წარმოადგენენ თქვენს ბაზარს. სოციალურ მედიაში გაზიარებულ რამდენიმე მაღალხარისხიან ვიდეორგოლს შეუძლია თქვენი ბიზნესის გამოცოცხლება.

როგორც ახალი მაგალითი, ავიღოთ კონფერენციეფი და ღონისძიებები. თქვენი სიტყვით გამოსვლები ჩაიშალა? თქვენი კომპანია პასუხისმგებელია ღონისძიებების ორგანიზებაზე?

მართალია, ახლა ყველაფერი ვირტუალურად ხდება. თუმცა, ყველას არ შეუძლია მაღალხარისხიანი შოუს დადგმა. მიუხედავად იმისა, რომ ვირტუალური კონფერენციების ლოჯისტიკა მნიშვნელოვნად განსხვავდება ფიზიკური ღონისძიებებისგან, მათ ასევე ესაჭიროებათ კულისებს მიღმა ბევრი სამუშაოს გაწევა.

აითვისეთ ის ტექნოლოგიები, მახასიათებლები და ეფექტები, რომლებიც თქვენს კონფერენციას გამოარჩევენ სხვებისგან. შემდეგ ჩაატარეთ რამდენიმე უფასო ღონისძიება, რათა დახვეწოთ თქვენი უნარები და შექმნათ პორტფელი, რომლის მეშვეობითაც თქვენ გაყიდით თქვენს საკონფერენციო მომსახურებებს უზარმაზარ ახალ ბაზარზე. ეს არის ის ბაზარი, რომელსაც უცებ მოუწევს ონლაინ-ტრენინგებისა და ღონისძიებების მოძიება.

ტურიზმი ერთ-ერთი ის სფეროა, რომელიც ყველაზე მეტად იზარალებს პანდემიის შედეგად. თუმცა, თქვენ შეგიძლიათ მაგალითი აიღოთ საბერძნეთის ეროვნული ტურისტული ორგანიზაციისგან, რომელმაც Google-თან ერთად შესანიშნავი ინიციატივა წამოიწყო, სახელად „საბერძნეთი სახლიდან“.

აღნიშნული ვებ-გვერდი ასევე აგებულია კონტენტ-მარკეტინგის პრინციპზე: ჩინებული ონლაინ-კონტენტით იქმნება ურთიერთობა პოტენციურ კლიენტებთან. YouTube-ის ვედეორგოლებისა და სხვა კონტენტის მეშვეობით მომხმარებელს ეძლევა საშუალება, დაათვალიეროს არქეოლოგიური ძეგლები და მუზეუმები, დატკბეს ბუნებით, განახორციელოს „საფეხმავლო“ ტურები ან მოინახულეს რესტორნები - ეს ყველაფერი, ბუნებრივია, ვირტუალურად.

სათანადოდ შექმნილი კონტენტით თქვენ შეგიძლიათ რეკლამისა და პროდუქტების გაყიდვებისგან მიიღოთ შემოსავალი. სულ მცირე, თქვენ შეძლებთ თქვენს აუდიტორიასთან კონტაქტის დაჭერას, სანამ მათ კვლავ ექნებათ მოგზაურობის სურვილი (და საშუალება).

თქვენი ბიზნესი რომც არ მიეკუთვნებოდეს ერთ-ერთ ზემოაღნიშნულ სფეროს, იმედია ამ სტატიამ თქვენში წარმოქმნა გარკვეული იდეები. მთავარია, სწორად გადაანაწილოთ თქვენი ძალისხმევები და გონივრულად გამოიყენოთ თქვენი დრო.

ახალი ნორმალობა შესაძლებელია მუდმივი გახდეს. რაც უფრო სწრაფად მოერგებით თქვენ ამ ფაქტს, მით უფრო დიდი შანსია იმის, რომ თქვენი ბიზნესი გადარჩება და აყვავდება კიდევაც.

 

წყარო: www.inc.com

ავტორი: Justin Bariso

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: