#CEOOUTLOOK | ლაშა პაპაშვილი | Property Georgia

#CEOOUTLOOK | ლაშა პაპაშვილი

ქეთი ტაბატაძე

რით არის გამორჩეული  კომპანია "რედიქსი"?


“რედიქსი” უძრავი ქონების ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა, კომპანიამ განვლილი 9 წლის განმავლობაში ძალიან დიდი გამოცდილება დააგროვა. დღეს ჩვენ გვაქვს ურთიერთობა წამყვან საერთაშორისო ექსპერტებთან, არქიტექტორებთან, მენეჯერებთან. “რედიქსის” უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ღრმად ვართ ჩახედული სექტორში მიმდინარე პროცესებში მსოფლიოს მაშტაბით.

სამწუხაროდ, საქართველოში მოშლილია ყველანაირი სტანდარტი. აქ არც საბჭოეთის დროინდელი, ეგრეთწოდებული "სნიპები" მუშაობს და ახალიც არაფერი დანერგილა. ამ გამოწვევას თამამად შევეჭიდეთ და საკუთარი ძალებით შევეცადეთ დაგვეკავებია ჩვენი ნიშა ბაზარზე, ზედმიწევნით ვაკონტროლებთ და ვნერგავთ დასავლურ სტანდარტებს ამ ინდუსტიაში უკვე თითქმის მეათე წელია.

რამდენად მიმზიდველია დღეს უძრავი ქონების სექტორში ინვესტირება და რა გამოწვევების წინაშე დგას ეს სფერო?


დღეს არცერთი, სერიოზული, უცხოელი ინვესტორი არ ჩადებს საქართველოში უკვე შექმნილ უძრავ ქონებაში ფულს (თითებზე ჩამოსათვლელი პროექტების გარდა). სამაგიეროდ დიდი პოტენციალი არსებობს ახალი ობიექტების შექმნისა, მაგრამ უმკაცრესი რეგულაციების გარეშე ვერაფერს მნიშვნელოვანს ვერ მიაღწევთ ამ მიმართულებით. უკონტროლობის შედეგი ათწლეულების მანძილზე სახეზეა - დამახინჯებული ქალაქები და არამზარდი, გაყინული ფასები. მაგალითად, ვაკეში, მეორად ბაზარზე, 1კვ.მ საცხოვრებელი ფართის ფასი 30 წელია 1000$ ვერ ასცდა, როცა მიწის ფასი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და ხარისხიანი განვითარებისთვის თითქმის აღარ არსებობს (ანუ უძვირფასეს მიწაზე ქართველებმა ვერაფერი სახარბიელო ვერ ავაშენეთ).

განვითარებულ ქვეყნებში ფინანსურ სექტორზე არანაკლები ფული ტრიალებს უძრავ ქონებაში. ნორმალურ ქვეყანაში ხარისხიანი ქონების შეძენით დაინტერესებული უამრავი ფონდის თუ მდიდარი კერძო პირის მოზიდვა შეიძლება და ეს შესაძლებლობა აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ჩვენც, მთავრობასთან ერთიანი ძალისხმევით.                                                                 

საყურადღებოა, განვითარებული (აშენებული) უძრავი ქონების მოვლა-პატონობის საკითხი. ამ მიმართულებითაც , სამწუხაროდ, ყამირია ჩვენთან. არადა ეს ცალკე ინდუსტრიაა, სადაც უამრავი სამუშაო ადგილის შექმნაა შესაძლებელი. დასავლეთში თითოელული კვადრატული მეტრის "ფორმაში ქონა" ინგლისურად maintenance, საკანონმდებლო დონეზეა მოთხოვნილი, შესაბამისად ყველა მონაწილის უფლება დაცული. 

თვალსაჩინოებისთვის ერთ სიტუაციას აღვწერ. გერმანიაში, პატარა, არამდიდართა, დასახლებაში, სადაც მობინადრეთა ამხანაგობას არ ააქვს საშუალება კერძო კომპანია დაიქირაოს მოვლა-პატრონობისთვის, თითოეული წევრი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს საკუთარი შრომით ამ საქმეში. ვთქვათ რომელიმე მეზობლმა,  ზამთრის პერიოდში, თავისი მორიგეობის დღეს, არ გაასუფთავა სადარბაზოსთან მისასვლელი გზა ყინულისა თუ თოვლისაგან, ხოლო სხვამ ფეხის დაცურებით დაიზიანა ჯანმრთელობა, მთელი მკურნალობის ხარჯებს კანონმდებელი აკისრებს იმ დღის მორიგეს.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ კანონი ჩვენთანაც არსებობს, მაგრამ დასახვეწია და რაც მთავარია პრაქტიკულად ასამუშავებელი. “რედიქსის” კიდევ ერთი უპირატესობა არის სწორედ ის, რომ ჩვენ ჩვენი ჯგუფის შიგნით მოვახერხეთ და შევქმენით ქონების მოვლის სისტემა.

რამდენად მნიშვნლოვანია დედაქალაქისთვის და ზოგადად ქვეყნისთვის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის არსებობა?   


რათქმაუნდა გენგეგმა ნებისმიერი დასახლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა იგი თბილისის ზომის ქალაქისთვის მყისიერ ეფექტს ვერ მოიტანს. საგრძნობი, ხილვადი შედეგის მისაღწევად დიდი დრო და თითოეული ჩვენთაგანის უკიდურესი ძალისხმევაა საჭირო. ინვესტორებისთვის კი პირიქით, უდაოდ მიმზიდველი დოკუმენტია დადგინებისთანავე. 

ურბანული დაგეგმარებით ერთ-ერთ სამაგალითო ქალაქად მსოფლიოში გაერთიანებული ბერლინი მახსენდება. როგორც  ვიცი იქ ქალაქის თავებმა მთავარ ამოცანად დაისახეს "ქუჩები საცობების გარეშე" და მიზანს ბრწყინვალე საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნით მიაღწიეს. უმდიდრესი ადამიანებიც კი არ თაკილობენ ავტობუსით თუ მეტროთი მგზავრობას იმდენად სუფთა და ხარიხიანია მომსახურება. ჩვენც გვჭირდება იგივე, გამართული სატრანსპორტო სისტემა, კარგი მეტრო, დიდ ავტობუსები ( არა მცირე და ბევრი) და ალტერნატიულ ტრანსპორტი - ველოსოპედი, მოტოციკლეტი, კარგი საფეხმავლო გზა.

რას ურჩევდით უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს ?


ქონების შეძენით დაინტერესებული პირი აუცილებელია დეტალურად გაეცნოს პროექტს, თუ ვინ არის ავტორი, რა საინჟინრო გადაწყვეტილებები აქვს მიღებული და სხვა ბევრი წვრილმანი, რისი კითხვის აუცილებლობაც, უფრო ხშირად,   ევროპაში ან ამერიკაში მცხოვრებ ადამიანს არ ექნებოდა. დასავლეთში ბიზნესთან ერთად პასუხს აგებს სახელწიფოც, ჩვენთან კი შესაბამისი დაცულობა ჯერ-ჯერობით არ არის უზრუნველყოფილი.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: