Colliers International Georgia და Cushman & Wakefield Georgia ოფისების კლასიფიკაციას ერთობლივად გეგმავენ | Property Georgia

Colliers International Georgia და Cushman & Wakefield Georgia ოფისების კლასიფიკაციას ერთობლივად გეგმავენ

უძრავი ქონების სერვისების საერთაშორისო კომპანიები Colliers International Georgia და Cushman & Wakefield Georgia ერთობლივად გეგმავენ ოფისების კლასიფიკაციას თბილისში.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს კრიტერიუმების შემუშავება, რომლის მიხედვითაც შეფასდება თბილისის მასშტაბით არსებული თანამედროვე ბიზნეს ცენტრები.

პროექტის ფარგლებში განახლებული კრიტერიუმებით შეფასდება შენობის სტრუქტურა, ადგილმდებარეობა, პარკინგი, ქონების მართვისა და მოიჯარეთა მომსახურების სერვისები.

Colliers International Georgia-სა და Cushman & Wakefield Georgia-ს ახალი ინიციატივის მთავარი მიზანია ობიექტურად შეფასდებს თბილისის საოფისე ბაზარზე არსებული მდგომარეობა.

“აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს საქართველოს საოფისე უძრავი ქონების სექტორში სწორი ინვესტიციების განხორციელებასა და საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებას“ - აღნიშნა Colliers International Georgia-ს შეფასებისა და კვლევის დეპარტამენტის დირექტორმა ნიკოლოზ ქევხიშვილმა.

“საოფისე ცენრების კლასიფიცირების პროცესი არა მხოლოდ დაარეგულირებს ბაზარზე სწორ საფასე პოლიტიკას, არამედ ხელს შეუწყობს არსებულ შენობებში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას“ - აცხადებს Cushman & Wakefield Georgia-ს მმართველი პარტნიორი გიორგი ჯაფარიძე. 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: