Colliers International Georgia-ს მმართველი დირექტორი EEA REAL ESTATE FORUM-ის ჟიურიში მიიწვიეს | Property Georgia

Colliers International Georgia-ს მმართველი დირექტორი EEA REAL ESTATE FORUM-ის ჟიურიში მიიწვიეს

Colliers International Georgia-ს მმართველი დირექტორი ირაკლი კილაურიძე სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული ჟიურის 34 წევრთან ერთად აღმოსავლეთ ევროპასა და აზიაში მოქმედ უძრავი ქონების წამყვან კომპანიებს გამოავლენს. Property Georgia ირაკლი კილაურიძეს ნოემბრის ბოლოს კიევში დაგეგმილი უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმის შესახებ ესაუბრა.

ქეთი ტაბატაძე

EEA REAL ESTATE FORUM, რომელიც კიევში 23-24 ნოემბერს ჩატარდება უძრავი ქონების დეველოპერებს, ბანკების წამომადგენლებს და ინვესტორებს უმასპინძლებს სხვადასხვა ქვეყნებიდან. თქვენ ღონისძიების ჟიურიში ხართ. როგორ ჩაერთო Colliers International Georgia უძრავი ქონების ზემოთაღნიშნულ საერთაშორისო ფორუმში?

- EEA ფორუმზე ძირითადად წარმოდგენილია პროექტები უკრაინიდან, ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან. როგორც ამ ქვეყნებში წამყვანი უძრავი ქონების სერვისების კომპანია, Colliers-ი ყოველთვის სარგებლობს საპატიო სტუმრის სტატუსით და წარმოდგენილია ასევე ჟიურიშიც. ბოლო წლებში საქართველოს უძრავი ქონების მიმართ ინტერესმა იმატა, შესაბამისად, ინტერესი ჩვენს მიერ ჩატარებულ უძრავი ქონების ბაზრის კვლევაზე ძალიან დიდია. Colliers-ის საქართველოს ოფისი ამავე ფორუმზე გასულ წელსაც წარსდგა საქართველოს უძრავი ქონების ბაზარის მიმოხილვით, რამაც დიდ მოწონება და ინტერესი დაიმსახურა. წელსაც ფორუმის ფარგლებში მაშტაბურ პრეზენტაციას ვგეგმავთ.

რას ნიშნავს პირადად თქვენთვის და Colliers International Georgia-სთვის EEA REAL ESTATE FORUM-ში მონაწილეობა?

- ფორუმში მონაწილეობა არის ძალიან კარგი შესაძლებლობა პოტენციურ ინვესტორებს და დეველოპერებს გააცნო საქართველოში არსებული კონრეტული პროექტები და ასევე განიხილო ქვეყანაში ბოლო დროინდელი ტრენდები. აღსანიშნავია, რომ ფორუმს ესწრებიან კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც რეგიონს კარგად იცნობენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ გათვითცნობიერებული აქვთ გეოპოლიტიკური რისკები, ეს ფაქტორი ხშირად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბარიერია, იმ ინვესტორთან საუბრისას  რომლებიც  კარგად არ იცნობს ჩვენს რეგიონს და მის თავისებურებებს.

თქვენი პროექტები თუ იქნება წარდგენილი ფორუმზე?

- იმ პროექტების პრეზენტაცია, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ მოხდება მხოლოდ  კერძო შეხვედრების დროს. ფართო აუდიტორიას ფორუმზე ჩვენ მხოლოდ საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვას შევთავაზებთ. EEA ფორუმის ნომინაციებზე წარდგენილი პროექტების სია 10 ნოემბერს გახდება ცნობილი. 

საერთაშორისო ფორუმებში/გამოფენებში Colliers International Georgia აქტიურად მონაწილეობს. რამდენად ეფექტურად მოქმედებს ეს კომპანიის პოზიციონირების კიდევ უფრო გაძლიერებაზე და რეალურად რა ეფექტი აქვს გაყიდვების ხელშეწყობის კუთხით?

- საერთაშორისო ფორუმებზე და გამოფენებზე დასწრება ძალიან მნიშვნელოვანია ქევყნის ცნობადობის ასამაღლებლად იმ ინვესტორებთან, რომლებიც ახლო და საშუალო პერიოდში განიხილავენ განვითარებად ქვეყნებში უძრავ სექტორში ინვესტირებას. მსოფლიო საინვესტიციო ბაზარზე ძალიან დიდი კონკურენციაა, ამიტომ შენი ქვეყნის სწორედ წარდგენა ძალიან მნიშვნელოვანია. ამაში რასაკვირველია გვეხმარება Colliers-ის მაღალი ცნობადობა და ინვესტორების მხრიდან ჩვენი ბრენდის მიმართ მაღალი ნდობის ხარისხი. თუმცა გადამწყვეტი მაინც სწორად სტრუქტურიზებული საინვესტიციო წინადადება და ადგილობრივი მენეჯმენტის გამოცდილებაა, რომელიც უშუალოდ განახორციელებს პროექტს.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: