COVID-19 ის გავლენა ტურიზმის და უძრავი ქონების სექტორზე | Property Georgia

COVID-19 ის გავლენა ტურიზმის და უძრავი ქონების სექტორზე

REMAX CAPITAL ის მმართველი პარტნიორის მარიამ ასათიანის შეფასება:

COVID-19-მა მსოფლიო ეკონომიკაზე უკვე იქონია უარყოფითი გავლენა. საფონდო ბირჟაზე აქციების ღირებულება 2008 წლის კრიზისის შემდეგ ასე დაბალი ჯერ არ ყოფილა. ვარაუდობენ 1.1 ტრილიონი დოლარის ზარალს პირველ 6 თვეში. ეკონომიკის შემცირების საერთო მაჩვენებელი დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად სწრაფად მოხდება ვირუსის გავრცელების შემცირება და რამდენად ეყოფათ კომპანიებს რესურსი გაუძლონ კრიზისულ პერიოდს. პირველ რიგში კრიზისი შეეხება ტურიზმს და ჰოსფითალითი ბიზნესს, შემდეგ კი ყველა მომიჯნავე სექტორს. უძრავი ქონების სფეროში გაყიდვებზე დიდ გავლენას ახდენს ადამიანების განწყობა - რამდენად იმედიანად უყურებენ ისინი მომავალს, რამდენად აქვთ მზაობა დაიწყონ რაღაც ახალი. თუმცა, მიუხედავად ამისა, ნებისმიერი კრიზისი, რომელიც იწვევს საფონდო ბირჟაზე აქციების ვარდნას, უძრავი ქონების ბაზარზე ახალ შესაძლებლობებს ბადებს. მაშინ როდესაც აქციებით ვაჭრობის ამონაგები მცირდება, უძრავ ქონებაში ინვესტირება უფრო მომგებიანი ხდება, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ბანკები სწრაფად პასუხობენ ამ გამოწვევებს და ამცირებენ საპროცენტო განაკვეთებს.
ვფიქრობთ, საერთაშორისო დინამიკის კვალდაკვალ, COVID-19 საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზეც გამოიწვევს გარკვეული სეგმენტის კლებას, მაგალითად ჰორეკასა და ტურიზმის მიმართულებით, მაგრამ ამავე დროს გაააქტიურებს ქართველ და უცხოელ ინვესტორებს, რომელთაც საქართველოში უძრავ ქონებაში ინვესტირების ახალი შესაძლებლობები გაეხსნებათ.
რემაქს კაპიტალი უძრავი ქონების საერთაშორისო ბაზრის ლიდერის, რემაქსის ფრანჩაიზ ოფისია საქართველოში. ჩვენ სართაშორისო გამოწვევებსა და შესაძლებლობებს 100-ზე მეტ ქვეყანაში მოქმედი ოფისების საერთო გამოცდილებით ვხვდებით. რაც შეეხება COVID-19-ით გამოწვეული ახალი რეალობისადმი ჩვენს დამოკიდებულებას, ჩვენ პირველ რიგში ჯანმრთელობას ვუსურვებთ ჩვენს მომხმარებელს და ვურჩევთ მიიღონ ეს ახალი რეალობა ზედმეტი პანიკის გარეშე, რაც ეკონომიკისთვის ორმაგად დამანგრეველია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ  გამოიჩინონ სიფრთხილე, წინდახედულობა და ასევე, სწორი გადაწყვეტილებების მიღებისთვის გაითვალისწინონ მთავარი კომპონენტები- დროის შეგრძნება და ალღო. ჩვენ მოსალოდნელი მოთხოვნიდან გამომდინარე, გავაძლიერებთ საქართველოს უძრავი ქონების საინვესტიციო პოტენციალის საერთაშორისო ბაზარზე ჩვენი ოფისების მეშვეობით გატანას და დაინტერესებული ინვესტორებისთვის შეთავაზებას.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: