დირსის სტარტაპ სივრცე – ადგილი, სადაც წარმატება იწყება | Property Georgia

დირსის სტარტაპ სივრცე – ადგილი, სადაც წარმატება იწყება

დეველოპერულმა კომპანიამ "დირსი" სტარტაპებისთვის საერთო სამუშაო სივრცე შექმნა. ეს არის ადგილი, სადაც ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი იდეა რეალობად აქციონ. „ას ჯორჯია დირსი“- 2000 კვ. სივრცეში ქართული სტარტაპები ყოველდღიური საქმიანობის გაგრძელებას სიმბოლურ ფასად შეძლებენ.

1 კვადრატული მეტრის ღირებულება სამუშაო სივრცეში 1 ლარს შეადგენს. კომპანიის მიზანს მცირე ბიზნესისა და სტარტაპების მხარდაჭერა წარმოადგენს. „ას ჯორჯია-დირსისმიერ ახალი პროდუქტი დამწყები ანტრეპრენერებისთვის, სტარტაპებისა და მცირე მეწარმეებისთვის შეიქმნა.

დამწყები ბიზნესის წარმომადგენლებს, სტარტაპერებს, მეწარმეებს ინოვაციური წამოწყებებისთვის, „დირსიახალ სივრცეებს სთავაზობს როგორებიცაა co-working სივრცე, სახელოსნო სივრცე მეწარმეებისათვის და სხვ.

ახალმა სივრცემ სტარტაპერების პირველ ნაკადს უკვე უმასპინძლა, სადაც მცირე ბიზნესის წარმომადგენლებმა ერთმანეთს საქმიანობა გაუზიარეს. სამუშაო სივრცის ქირაობა სიმბოლური თანხა ჯდება, ეს ყოველივე კი სტარტაპებისთვის ხარჯების შემცირების საუკეთესო შესაძლებლობაა.

დირსის სივრცეში 30-მა ბიზნესმა აიღო სტარტი:

  • სამხატვრო,
  • სარესტავრაციო სახელოსნოები
  • არასამთავრობო ორგანიზაციები
  • სარეკლამო სააგენტოები
  • ტურისტული კომპანიები
  • არტ სივრცეები
  • ფოტო სტუდიები
  • სამკერვალოები 

დირსის სტარტაპ სივრცეადგილი, წარმატებული სტარტისთვის!

 

Property Georgia

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: