ევროპის ურბანული განვითარება: დანია, კოპენჰაგენი | Property Georgia

ევროპის ურბანული განვითარება: დანია, კოპენჰაგენი

მსოფლიოს ურბანიზაციის პროცესი ძალიან სწრაფად მიმდინარეობს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, საერთო მოსახლეობის 55%-ზე მეტი ქალაქებში ცხოვრობს, 2050 წლისთვის კი ივარაუდება, რომ კიდევ 2,5 მილიარდი ადამიანი გადავა ურბანულ სივრცეში საცხოვრებლად, რაც მოსახლეობის 68 პროცენტია. 

ჩვენ გვჭირდება, რომ ჩვენი ქალაქები მზად იყვნენ ამ ზრდის უზრუნველსაყოფად, თუმცა დაუშვებელია თანამედროვე ურბანული ზრდა მიმდინარეობდეს გარემოს დაბინძურების ხარჯზე. სახლების, სკოლების, მაღაზიებისა თუ საავადმყოფოების მშენებლობა საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს ბუნებას, პარკებსა და სხვა დაცულ ბუნებრივ სივრცეებს.

დანია ურბანიზაციის საკითხში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. კოპენჰაგენი მსოფლიოში უკვე ერთ-ერთი მდგრადი ურბანული ქალაქია. ქალაქის მოსახლეობის ნახევარზე მეტი სკოლასა თუ სამსახურში ველოსიპედით გადაადგილდება. მიმდინარე წლის კონტრაქტების მიხედვით ქალაქში არსებული ყველა ავტობუსი დიზელის საწვავის ნაცვლად ელექტროენერგიაზე მომუშავე იქნება. გარდა ამისა, 2010 წლიდან კოპენჰაგენში ყველა ახალ შენობას ეკოლოგიურად სუფთა სახურავები აქვს.

შედეგად, ქალაქმა „ევროპის მწვანე დედაქალაქის“ სტატუსი 2014 წელს მიიღო, 2025 წლისთვის კი პირველი ნახშირბადისგან ნეიტრალური ქალაქის სტატუსი მიენიჭება.

ბელაქვტართის ახალი სამეზობლო, რომელიც მდებარეობს ერესტადის გულში, თავად კოპენჰაგენის კუნძულზე მოქცეულ რაიონში, ერთ-ერთი გამორჩეულია - აქ მდებარეობს საცხოვრებელი და კომერციული პროექტები, სკოლები, კაფეები, სპორტული მოედანი, სპორტული დარბაზი, პარკები, გოლფის კლუბი, სასტუმრო და საკონფერენციო ცენტრი. ეს ყველაფერი მწვანე სივრცეშია მოქცეული.

ოსკარ კრონმა, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ბელაქვტართის განვითარებაში, განმარტა: „ჩვენ ვნახეთ დიდი შესაძლებლობა, რომ გაგვეხალისებინა ერთ დროს მიტოვებული ტერიტორია. მივხვდით, რომ ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ ახალი სამეზობლო ბელა ცენტრის გარშემო, გამოფენა, საკონფერენციო ცენტრი - და ბელა Sky Hotel - რომელიც უდიდესია სკანდინავიაში.“

ბელა ცენტრის უახლესი არქიტექტურა გადამუშავებული მასალის გამოყენებითაა შექმნილი. ბელაქვტართის არხების და ტბების წყლის მომარაგებაც მდგრადია, რასაც დახვეწილი წვიმის მართვის სისტემა უზრუნველყოფს.

კოპენჰაგენი ერთ-ერთი ცოცხალი მაგალითია იმისა, რომ ურბანული განვითარება შეიძლება ბუნების განადგურების გარეშეც მოხდეს. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი ყოველდღიურად იზრდება, გარემოზე ზემოქმედება დღითიდღე მცირდება. ევროპის სხვა ქალაქებს კოპენჰაგენისგან კარგი მაგალითის აღება შეუძლიათ.

Information provided by: https://www.neweurope.eu

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: