განაშენიანებული გარემოს მორგება განახლებულ საკომუნიკაციო საჭიროებებზე | Property Georgia

განაშენიანებული გარემოს მორგება განახლებულ საკომუნიკაციო საჭიროებებზე

ლიკა ქარდავა

Property Georgia, დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი

უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციია FIABCI, დამფუძნებელი

 

მშენებლობისა და უძრავი ქონების სექტორი   საქართველოს  ეკონომიკის მნიშვნელოვან საყრდენს წარმოადგენს - 2019 წელს მათი ჯამური წილი ქვეყნის მშპ-ში  20% -მდე იყო. სხვა სექტორების მსგავსად, უძრავი ქონება დამოკიდებულია  მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე, რომლებიც ფუნდამენტურად შეიცვალა სამედიცინო კრიზისის რეალობაში. შემცირდა ინვესტიციები და გარიგებების რაოდენობა/მოცულობა. „ფროფერთი ჯორჯიას“ და „ფიაბცი ჯორჯიას“ ორგანიზებით  ჩავატარეთ ონლაინ კონფერენცია Colliers Georgia- სა და Galt & Taggart- ის მონაწილეობით, სადაც განხილული იყო უძრავი ქონების ბაზრის კვლევის უახლესი შედეგები. Colliers Georgia- კვლევების თანახმად, თბილისში ბინების ტრანზაქციების რაოდენობა აპრილის თვის განმავლობაში შემცირდა 92% –ით გასული წლის იგივე პერიოდთან  შედარებით. ეს ლოგიკურია, რადგან ამ პერიოდში ჩვენ  ეკონომიკური შეჩერების და კარანტინის პერიოდი გვქონდა. მაისის თვეში, შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად, თბილისის ბინების ბაზრის ტრანზაქციების მესამედი აღდგა.

ეს მონაცემი რასაკვირველია არ გვაძლევს საშუალებას  გრძელვადიანი პროგნოზები გავაკეთოთ, თუმცა სექტორის დროებით დაპაუზების  და ეტაპობრივი აღდგენის მანიშნებელია.


ცხადია, რომ კრიზისი გავლენას ახდენს მიწოდების მთელ ჯაჭვზე, რადგან ზოგადად მშენებლობა და უძრავი ქონების სექტორი  მომიჯნავე სექტორების მასტიმულირებელია ( მაგ: სამშენებლო მასალის წარმოება, სავაჭრო ოპერაციები, მომსახურების სფეროები და ა.შ). 

უძრავი ქონების და მშენებლობის სექტორის მდგრადობა  საბანკო სექტორის, მისი პროდუქტებისა და  დაფინანსების საშუალებებით შეიძლება გაძლიერდეს.. ამ პროცესში  მნიშვნელოვანია, რომ  სექტორის წახალისების ყველა ინსტრუმენტი, მათ შორის რაც სახელმწიფოს მხრიდან იქნება შეთავაზებული   მოიცავდეს  გავლენის ეფექტის შეფასების ანალიზს, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში. ასევე, აუცილებელია   წარედგინოს  საზოგადოებას გამჭვირვალე  და გასაგები ფორმით. მნიშვნელოვანია იმის გათვლა და უზრუნველყოფა, რომ ამ პროდუქტის შექმნის პროცესი მოიცავდეს მთელს სექტორს - მშენებლებს , სამშენებლო მასალის მწარმოებლებს, დეველოპერებს, ბროკერებს, შემფასებლებს და ა.შ.

უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოს უახლეს ისტორიაში არაფერს ისე არ დაუჩქარებია ცხოვრების წესის თუ საქმიანობის ტრანსფორმაცია, როგორც COVID-19 პანდემიას. განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა  ახალი ტენდენციების გათვალისწინებით განახლებულ საკომუნიკაციო საჭიროებებზე მორგებამ. 


ობიექტების, სივრცეებისა და ქალაქების დაგეგმვაში, მშენებლობაში, მართვასა და დაფინანსებაში ჩართულ ადამიანთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ პანდემიამდე არსებული „ნორმალობა“ აღარასდროს დაბრუნდება. ბიზნესებს უწევთ იმაზე ფიქრი და გადაწყობა, თუ როგორ შეძლებენ კომუნიკაციის მეშვეობით თავისი მიზნების, ღირებულებებისა და დანიშნულების ხელახლა, უფრო ეფექტურად დაკალიბრებას.


განაშენიანებული გარემო დღესაც მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან სფეროს წარმოადგენს. ადამიანები ახლა მეტად აცნობიერებენ იმ საკვანძო როლს, რომელსაც ეს სექტორი ახალ რეალობაში ითამაშებს, რაც ერთის მხრივ დადებითია, მეორეს მხრივ კი ორგანიზაციებს, ბრენდებსა და ქალაქებს მეტად აქცევს ყურადღების ცენტრში.  

ამ ყოველივეს გათვალისწინებით ვხედავთ, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა  ახალი ტენდენციების გათვალისწინებით განახლებულ საკომუნიკაციო საჭიროებებზე მორგებამ. 
ჩვენ უკვე დავინახეთ, რომ შესაძლებელია საქმიანობის სხვაგვარად წარმოება და ხელახლა შევიგრძენით ყველაფრის კომერციული და ადამიანური ფასი; ახალი რეალობა ნამდვილად სხვანაირი იქნება ძველებურთან შედარებით.


ყოველივე ზემოაღნიშნული ეხება პიარსა და კომუნიკაციასაც. ბიზნესები ნელ-ნელა უბრუნდებიან თავის საქმიანობას, მაგრამ აღდგენისკენ მიმავალი გზა ჯერ კიდევ ბუნდოვანია. ჩვენ , როგორც უძრავი ქონების #1 ჰაბმა და საერთაშორისო გზამკვლევმა უახლეს საერთაშორისო პრაქტიკებზე დაყრდნობით შევიმუშავეთ განაშენიანებული გარემოს პიარისა და კომუნიკაციის ადაპტაციის საკონსულტაციო პროგრამა რათა დავეხმაროთ ბრენდებსა და ორგანიზაციებს ამ მიმართულებით ცვლილებების მართვაში.


მნიშვნელოვანია, რომ საკომუნიკაციო სტრატეგიები სამომავლოდ  მოერგოს ახალ გარემოს. ადაპტაციის პროგრამა ჩვენი სექტორის მასშტაბით კომპანიებს დაეხმარება არა მხოლოდ ცვლილებებზე მორგებაში, არამედ წარმატების მიღწევაშიც.


გლობალური ბაზრების რეკაპიტალიზაციის პროცესში ჩვენმა სექტორმა უნდა იფიქროს, როგორ გაზარდოს პროდუქტიულობა ძველი სამუშაო მოდელების ტრანსფორმაციის, ხარჯების ლოკალიზაციისა და კულტურული ცვლილებების ფონზე.


ახალი სამუშაო მოდელები ჩვენ გვაიძულებენ ოფისის ფუნქციის გადახედვას. აშკარა ხდება, რომ ოფისი პირველ რიგში როგორც კომპანიის კულტურისა და ღირებულებების კატალიზატორი არის მნიშვნელოვანი, არა როგორც შესაკრები და სამუშაო ადგილი. საჭიროა შიდა კომუნიკაციის ახალი და შემოქმედებითი გზების შემუშავება, რათა შესაძლებელი იყოს ერთობის შეგრძნების კულტივირება, რაც ხელს შეუწყობს პროდუქტიულობის გაზრდას.


ინფრასტრუქტურა, მომსახურებები, სოციალური ვალდებულებები, მფლობელობა და ინტენსიფიკაცია წარმოადგენენ იმ საკითხთა არასრულ ჩამონათვალს, რომელთა მართვაც მეტი მონდომებითა და გარკვევით იქნება საჭირო.


მუშაობის, შოპინგის, სწავლისა და დასვენების პროცესები აუცილებლად შეიცვლება, რასაც გრძელვადიანი შედეგები მოჰყვება. საჭირო გახდება მიწოდების ჯაჭვებისა და სატრანსპორტო ქსელების რეორგანიზაცია. მეიჯარეებსა და მოიჯარეებს შორის ურთიერთობა უკვე გადახედვის პროცესშია.


ჩვეულებრივი და ალტერნატიული ტიპის საცხოვრებელ ფართზე მოთხოვნის ტენდენციები შეიცვლება ახალი შიდა და საერთაშორისო პრეფერენციების კვალობაზე. იმისი პერსპექტივა, რომ გლობალური პანდემიები მომავალშიც განმეორდება, გაზრდის ტექნოლოგიაზე დამყარებული მედეგობის საჭიროებას. ადამიანებს სურთ დარწმუნებული იყვნენ, რომ განაშენიანებული გარემო მათთვის საცხოვრებლად უსაფრთხოა.


დიგიტალიზაციის ზემოქმედება კულტურაზე კიდევ უფრო დაჩქარდება, ვინაიდან ჩვენი უამრავი აქტივობა ონლაინ-რეჟიმზე გადადის. ამავდროულად სულ უფრო რთული ხდება გამოჩენა და ფართო მასებისთვის საკუთარი აზრის მიწოდება. 


დიგიტალური პლატფორმები სულ უფრო მეტად განსაზღვრავენ დღის წესრიგს და მიღწევებს. საკომუნიკაციო „ხმაურმა“ და ყალბმა ახალმა ამბებმა მომხმარებელი უფრო კრიტიკული გახადა. როგორც კომპანია "აი-ენ-ჯი" აღნიშნავს,  ორგანიზაციებს, ბრენდებსა და ქალაქებს ახლა განსაკუთრებით ესაჭიროებათ მარტივი და გულახდილი კომუნიკაციის წარმოება, რათა გაამყარონ თავისი პოზიციები არსებულ აუდიტორიებს შორის და ნელ-ნელა გაზარდონ თავისი ცნობადობა ახალ ბაზრებზე. აქვე, აუცილებლია ჩვენმა ქვეყანამ სწორი საკომუნიკაციო კამპანია აწარმოოს . წამოწიოს პანდემიასთან გამკლავების წარმატებული გამოცდილება, ამ კუთხით საერთაშორისო პოზიციონირება  გაიმყაროს,  როგორც COVID-უსაფრთხო ზონამ  და გამოიყენოს ეს მომენტუმი მცირე და საშუალო ზომის  ინვესტიციების მოსაზიდად. 


ამ წუთას არსებობს ბევრად მეტი კითხვა, ვიდრე პასუხი. თუმცა, უკვე ცხადია, რომ ტრანსფორმაცია გარდაუვალია და  ადაპტაცია უნდა გაიაროს ყველამ, ვისაც გააჩნია უძრავი აქტივები ან მართავს მათ...
 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: