ირაკლი ყაჭეიშვილი: უძრავი ქონების ბაზრის პოტენციალი საქართველოში | Property Georgia

ირაკლი ყაჭეიშვილი: უძრავი ქონების ბაზრის პოტენციალი საქართველოში

ირაკლი ყაჭეიშვილი, Property Management Group-ის CEO:

"ვფიქრობ, უძრავი ქონების ბაზარს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს საქართველოში. მინდა აღვნიშნო, რომ მისი მნიშვნელოვანი კომპონენტია როგორც საცხოვრებელი ფართების ყიდვა-გაყიდვა (რაც უძრავი ქონებისას პირველი ასოციაციაა ხოლმე), ასევე სასტუმრო ინდუსტრია და საოფისე ფართების და ბიზნეს ცენტრების მენეჯმენტიც. კონკრეტული ბაზარი საკმაოდ მზარდია, განსაკუთრებით კი ტურიზმის და სასტუმროების მხრივ. შესაბამისად, ძალიან საინტერესო პროდუქტია ინვესტირების მხრივ და შეგვიძლია სწორად მიწოდებული ინფორმაციის საკმაოდ დიდი ინვესტიციები მოვიზიდოთ საქართველოში თუნდაც ამ ერთ კონკრეტულ სეგმენტში. ამ პროცესებს ხელს უწყობს ზოგადად საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა და ბუნების სილამაზე. რაც შეეხება გამოწვევებს, ქვეყანასთან ერთად უძრავი ქონების ბაზარიც საკმაოდ დიდი გამოწვევების წინაშე დადგა ბოლო პერიოდში მიმდინარე პოლიტიკური თამაშების გამო. ასევე შემაფერხებელი ფაქტორია ბოლო წელს მიღებული საბანკო რეგულაციები და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი - არასტაბილური სავალუტო კურსი და ლარის ღირებულების სწრაფი ვარდნა. გამოწვევაა ასევე მასშტაბური დამოკიდებულება ერთ კონკრეტულ სეგმენტზე - უნდა მოხდეს მარკეტის დივერსიფიკაცია და სეგმენტის გამრავალფეროვნება, რაც საკმაოდ აქტიურ და მძიმე შრომას მოითხოვს.

სწორედ ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად არის სასარგებლო ფიაბცის წევრობა, რადგან ეს არის ინფორმაციის წყარო უძრავი ქონების გლობალური მარკეტის შესახებ და ასევე შესაძლებლობა ჩვენი ხმა მივაწვდინოთ სწორ სეგმენტს."

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: