კალაძე უცხოელებისთვის ბინადრობის უფლების გაცემის წესის გამკაცრებას ითხოვს

თბილისის მერი კახა კალაძის ინიციატივით უახლოეს მომავალში უნდა გამკაცრდეს უცხოელებისთვის ბინადრობის უფლების გაცემის წესი. ამასთან დაკავშირებით განცხადება მან მთავრობის სხდომაზე გააკეთა. ერის თქმით, წესის გამკაცრება საქართველოს ინტერესებიდან და უაფრთხოებიდან გამომდინარეობს.

კანონის ხარვეზი მდგომარეობს იმაში, რომ თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე შეიძენს საქართველოში 35 ათასი დოლარის ღირებულების უძრავ ქონებას, ის ღებულობს 1-წლიან ბინადრობის უფლებას, მაგრამ თუ ამ საკუთრებას ის გადასცემს სხვას, ისიც მოიპოვებს ბინადრობის უფლებას. ბევრია შემთხვევა, როდესაც ერთი ადამიანი ყიდულობს ბინას, შემდეგ ფიქტიურად გადააფორმებს სხვა პიროვნებებზე და ისინიც ანალოგიურად იღებენ ბინადრობის უფლებას საქართველოში, ანუ ატრიალებენ კარუსელს, რაც კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის.

ჩვენ არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო იმისა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები ჩამოვიდნენ, აწარმოონ ეკონომიკური საქმიანობა კანონის ფარგლებში, მიიღონ განათლება, მაგრამ კანონი და წესი უნდა იყოს ისეთი, რომელიც შესაბამისობაში იქნება ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან.

Property Georgia

მისი თქმით, ამ საკითხზე უკვე საუბარი ჰქონდა როგორც პარლამენტის თავმჯდომარე - ირაკლი კობახიძესთან, ასევე ამ კანონის ინიციატორ ილია წულაიას და გოჩა ენუქიძესთან. მერი პარლამენტარე მიმართავს თხოვნით, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს ამ ცვლილებების გატარება.

ასევე 35 ათასი დოლარის ნაცვლად ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად მოთხოვნილი იქნება 100 ათასი დოლარის ღირებულების უძრავი ქონება. ასევე იმ შემთხვევაში თუ პირი, რომელმაც მიიღო ერთწლიანი ბინადრობის უფლება და გადასცა უძრავი ქონება სხვას, დაკარგავს ბინადრობის უფლებას. ანუ შეუძლებელი იქნება ერთი უძრავი ქონებით რამდენიმე ადამიანმა ისარგებლოს.

რაც შეეხება ინვესტიციის საფუძველზე ბინადრობის უფლების მიღებას, მოქმედი წესით თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე განახორციელებს 300 ათასი ლარის ინვესტციას, მას ენიჭება განუსაღვრელი ვადით ბინადრობის უფლება. აქაც გარკვეული ცვლილებები განხორციელდება. ჩვენი ინიციატივაა, რომ 300 ატასი ლარი შეიცვალოს 300 ათასი დოლარით და მუდმივი ბინადრობა შეიცვალოს 5-წლიანი ბინადრობით“,- აცხადებს კალაძე.

Subscribe
Subscribe to Our Newsletter to get
important News, Amazing Offers & Inside Scoops: