KD4US-ინოვაციური სამუშაო სივრცე შენი წარმატებისთვის | Property Georgia

KD4US-ინოვაციური სამუშაო სივრცე შენი წარმატებისთვის

www.propertygeorgia.ge

მეგი კავთუაშვილი

თბილისის, როგორც ქვეყნის მთავარი ბიზნეს-ჰაბის, განვითარების პარალელურად, დედაქალაქში ახალი საოფისე სივრცეები ჩნდება. ამ მხრივ ერთ-ერთი გამორჩეულია A-კლასის ბიზნეს-ცენტრი King David-ი, სადაც წლის დასაწყისში ახალი, ინოვაციური საოფისე ზონა შეიქმნა-KD4US. ეს არის 700 კვ.მ. ფართობზე მოწყობილი ერთიანი სივრცის კონცეფციით შექმნილი სამუშაო გარემო, რომელიც ერთდროულად 110 პირს მოემსახურება. KD4US მოქნილი საპროდუქტო პოლიტიკის გარდა, მომხმარებელს King David -ის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობასაც აძლევს. საერთო სამუშაო სივრცის მოდელზე და მის ბენეფიტებზე, Property Georgia პროექტის ხელმძღვანელს ზურა ყენიას ესაუბრა.  

Property Georgia

ბატონო ზურა, რა იყო საერთო სარგებლობის სამუშაო სივრცის გახსნის საფუძველი? საიდან გაჩნდა იდეა? 

- იდეის წინაპირობა ბაზრის მდგომარეობა გახლდათ. ასეთი ტიპის სივრცეები მსოფლიოს ბაზარს იპყრობს და საქართველოშიც სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ეს რა თქმა უნდა, საინტერესოა, ჩვენთვისაც. KD4US -ს განვიხილავთ, როგორც დამოუკიდებელ ერთეულად, ისე King David- ის სერვისის ნაწილად. როგორც მოგეხსენებათ, King David-ი აერთიანებს რეზიდენციებს, ბიზნეს ცენტრს, კვებისა თუ დასვენების ობიექტებს-სხვადასხვა ინფრასტრუქტურას. საერთო სარგებლობის სამუშაო სივრცე იყო აუთვისებელი სეგმენტი.გამომდინარე აქედან, მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება. ინფრასტრუქტურული ნაწილის გარეშე, სამუშაო ფართი 700 კვ.მ-ია და 110 სამუშაო ადგილზეა გათვლილი.  

ვინ არის KD4US-ის მომხმარებელი?    

- მოქნილი საპროდუქტო და საფასო პოლიტიკა გვაქვს.  არ ვაწესებთ შეზღუდვას ინტერესების სფეროს მიხედვით. ისეთი პირობები შევქმენით, რომ ყველა იპოვის თავის სასურველ კუთხეს და საჭიროებაზე მორგებულ სერვისებს. KD4US-ში ხდება პაკეტების დიფერენციაცია, იქნება ეს თავისუფალი გრაფიკი თუ შეზღუდული საათები, ასევე იზოლირებული ბოქს ოფისი ან ერთჯერადი სამუშაო სივრცე; ჩვენი სივრცე მორგებულია მათზეც, ვისაც მოკლევადიანი პროექტებისთვის ჭირდება სამუშაო გარემო. KD4US გათვლილია სტუდენტებზეც, რომლებიც საღამოს იკრიბებიან და ჯგუფში ერთად მეცადინეობენ. ფაქტობრივად, ყველა პროდუქტი მოთხოვნების შესაბამისად არის დიფერენცირებული.

რა ტიპის მომსახურებას სთავაზობთ მომხმარებლებს?

- სერვისები საკმაოდ მრავალფეროვანია: სამუშაო სივრცეები, სხვადასხვა ზომის შეხვედრების ოთახები, საკონფერენციო დარბაზები, ასევე სარელაქსაციო ზონები, საერთო სარგებლობის სამზარეულო. ეს ყველაფერი ჩვენს ტერიტორიაზეა.  გარდა ამისა, კომპლექსში უკვე ფუნქციონირებს იტალიური რესტორანი XVII • Seventeen, ბუფეტის ტიპის კაფეტერია - KD Café, სადაც რამდენიმე დღის წინ გაიხსნა იაპონური სამზარეულოს კუთხე, საკონფერენციო დარბაზი და შეხვედრების ოთახი Sky Hall. წლის ბოლომდე კი დაგეგმილია სასტუმროს, ივენთ ჰოლის, აუზის, ფიტნეს  და სპა ცენტრების გახსნა.მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს სახანძრო უსაფრთხოების სისტემა, შესაძლებელია ინდივიდუალური კლიმატური ზონების შექმნაც.

უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რამდენ ადამიანზეა გათვლილიKD4US-ის საკონფერენციო დარბაზები და შეხვედრების ოთახები?  

- შეხვედრების ოთახები  2, 4 და 8 ადამიანზეა გათვლილი. ფასები ხელმისაწვდომია და ფართის მიხედვით განისაზღვრება 15, 20 და 40 ლარით. საქმიანი ოთახებით სარგებლობა  შეუძლია არა მხოლოდ KD4USის წევრებს, არამედ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ონლაინ დაჯავშნის მათ ჩვენი ვებგვერდის საშუალებით. საკონფერენციო დარბაზი 140 ადამიანზეა გათვლილი, გვაქვს VIP შეხვედრების ოთახი 12 ადამიანზე და მაისის თვეში იხსნება სამი საკონფერენციო დარბაზი 150, 100 და 30 ადამიანზე. 

შესაძლებელია თუ არა, მომხმარებელმა მოთხოვნის შემთხვევაში დაჯავშნოს ერთი კონკრეტული მაგიდა, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობს? 

- გვაქვს სპეციალური პაკეტი- გარანტირებული ადგილი, სადაც ადამიანს საშუალება აქვს სასურველი მაგიდა 24-საათის განმავლობაში იყოს მისთვის ხელმისაწვდომი. ამ პაკეტის ყიდვის შემთხვევაში, შესაძლებელია პირადი ნივთების დატოვება. ამავე თანხაში შედის „მითინგ რუმების“ გამოყენების დამატებითი საათები, აიტი მხარდაჭერა, გაფართოებული საკომუნიკაციო სერვისები, ტელეფონის დადგმა და ა.შ. აღნიშნული პაკეტის ღირებულებაა 600 ლარი. დარბაზის სრული დატვირთვის შემთვევაშიც კი ეს კონკრეტული მაგიდა ყოველთვის იქნება ხელმისაწვდომი.

პროცედურულად რამდენად მარტივია გახდე KD4US გუნდის წევრი? 

- დაჯავშვნა ხდება ონლაინ, სწრაფად და მარტივად. აქ არ არის ბიუროკრატია. მხოლოდ 2-3 წუთია საჭირო იმისთვის, რომ გაიაროთ რეგისტრაცია ჩვენს საიტზე KD4US, შეიძინოთ ონლაინ პაკეტი და შეუდგეთ მუშაობას. 

რა არის საერთო სარგებლობის სამუშაო სივრცის უპირატესობები ოფისთან შედარებით, რის გამოც მოთხოვნა მასზე მუდმივად იზრდება? 

- ვიტყოდი, რომ საერთო სამუშაო სივრცეს ოფისისგან ორი პრინციპული განსხვავება გამოარჩევს. პირველი, ეს არის, რომ სამუშაო გარემოს მომზადების დრო -  პრაქტიკულად რამდენიმე წუთი. ადამიანს არ სჭირდება კაპიტალის ჩადება ოფისში, ავეჯით მოწყობაზე, კომუნიკაციაზე, სანიტარულ ნაწილზე ზრუნვა. მეორე ძლიერი მხარე მუდმივად არის ის, რომ საინტერესო ხალხთან ურთიერთობაა, ვის გვერდითაც გიწევთ მუშაობა. ხშირია შემთხვევები, რომ მათი ინტერესები იკვეთება და შესაძლებელია საინტერესო კავშირების დამყარება.KD4US-ის შემთხვევაში მესამე უპირატესობასაც დავამატებ -  ჩვენი მომხმარებელი ავტომატურად ხდება King David-ის,როგორც  ცოცხალი ორგანიზმის ნაწილი, რაც საშუალებას გვაძლევს შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივების დაგეგმვა-განხორციელებაზე ერთობლივად ვიმუშაოთ. 

შეიძლება თუ არა ვთქავ, რომ თქვენი წევრები ავტომატურად მოიაზრებიან King David-ის ნაწილად? 

- რა თქმა უნდა. როგორც აღვნიშნე, ჩვენს წევრებს თავისუფალი წვდომა აქვთ კომპლექსის ყველა სერვისზე. ასევე, რაც უახლოეს მომავალში დაგეგმილია, მაგალითად, სპორტულ-გამაჯანსაღებელი დარბაზი და სხვა შეთავაზებები, ჩვენი წევრები შეძლებენ ამ ახალი  სერვისებით სარგებლობას. 

 

 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: