ხვალ “ანაკლიის ქალაქგეგმარებითი კონცეფცია” განიხილება | Property Georgia

ხვალ “ანაკლიის ქალაქგეგმარებითი კონცეფცია” განიხილება

23 თებერვალს, 10:30 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში", “ანაკლია სითის” კვლევის - “ანაკლიის ქალაქგეგმარებითი კონცეფციის” პროცესი და მისი სამომავლო შედეგები განიხილება.

შეხვედრაზე მოწვეულნი არიან მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები. შეხვედრის ფარგლებში მოხდება ტენდერში გამარჯვებული წამყვანი ბრიტანული კომპანიის „BuroHappold Engineering-ის“ გაცნობა, რომლის წარმომადგენლებიც კომპანიის გამოცდილებას და განხორციელებულ პროექტებს წარმოადგენენ.

ხვალინდელ ღონისძიებაზე ასევე შეჯამდება „ანაკლია სითის“ განვლილი საქმიანობა. შეხვედრას „ანაკლია სითის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე და „ანაკლია სითის“ აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ბოჭორიშვილი გახსნიან.

„ანაკლია სითისა“ და BuroHappold Engineering-ს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულებას უკვე მოეწერა ხელი. კომპანია „ანაკლია სითიმ“ საერთაშორისო ტენდერში გამოავლინა, რომელიც “ანაკლიის ქალაქგეგმარებითი კონცეფციის” შესადგენად მიმდინარეობდა. 

BuroHappold Engineering-ის წარმომადგენლები უკვე საქართველოში არიან და წინასწარ მოკვლევას აწარმოებენ. სამთავრობო უწყებებთან და ეკონომიკურ ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ, კომპანიის წარმომადგენლები ანაკლიას ესტუმრნენ. „ანაკლია სითის“ მენეჯმენტთან ერთად, ექსპერტებმა ანაკლიის პორტის სამშენებლო ტერიტორია, მიმდინარე სამუშოები და და ქალაქ ანაკლიის ტერიტორია მოინახულეს.

„დღეს გვქონდა უნიკალური შანსი, დავრწმუნებულიყავით იმ მასშტაბებსა და ტემპში, რასაც ეს შესანიშნავი პროექტი მოიცავს. ვფიქრობთ ის უდიდეს წვლილს შეიტანს რეგიონის განვითარებასა და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაში. ჩვენ ვმუშაობთ პროექტის ეკონომიკური ზონის კვლევაზე, ინდუსტრიული და ლოგისტიკური მიმართლებებით. ასევე ვკონცენტრირდებით ქალაქის ინტეგრირებულ გენერალურ გეგმაზე რომელშიც ჩართული იქნება ტურიზმი, ბიზნესთა გარემოსა და სხვა დამატებითი ღირებულების მომტანი ფაქტორები", - განაცხადა პროექტის დირექტორმა რობერტ ვინტერჰეგერმა, ადგილობრივი ქალაქების პროექტების ჯგუფის დირექტორმა.

„ ქალაქი ანაკლია თანამედროვე ტექნოლოგიებითა და მწვანე ეკონომიკის პრინციპებით განვითარდება და ის რეგიონში მნიშვნელოვან ბიზნეს ცენტრი გახდება. აქ განვითარდება ინდუსტრიული პარკი და სხვადასხვა მიმართლება. მოხარული ვართ რომ მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან კომპანიასთან გვექნება მუშაობის საშუალება. აღნიშნული კვლევა 6 თვეში უნდა მომზადდეს და პერიოდულად „ანაკლია სითი“ სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფთან განაგრძობს შეხვედრებს და კონცეფციის განხილვას“, - განაცხადა "ანაკლია სითის" აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ბოჭორიშვილმა. 

BuroHappold Engineering-ი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც ურბანულ დაგეგმარებაზე, სამშენებლო პროექტებზე, გენერალური გეგმის შედგენასა და ქალაქის განვითარებაზე მუშაობს. კომპანიას განხორციელებული აქვს 600-ზე მეტი პროექტი ბრიტანეთში, ევროპისა და აზიის ქვეყნებში და ამერიკის შეერთებულ შტატებში. BuroHappold Engineering-ი სხვადასხვა დროს მუშაობდა მუმბაის პორტის კომპლექსის, ლონდონის ჰაიდ პარკის, კალიფორნიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის და სხვადასხვა მიმართულების პროექტებზე.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: