King David-ის განცხადება | Property Georgia

King David-ის განცხადება

KING DAVID - ის ფერდობის მიმართ არსებული მაღალი ინტერესის გამო, „Rezid Holding GmbH” (მრავალფუნქციური კომპლექს KING DAVID - ის მფლობელი) ეხმაურება მედიაში გამოთქმულ მოსაზრებებს და პასუხობს საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს.

 

კითხვა #1: არის თუ არა საფრთხის შემცველი KING DAVID - ის ფერდობი და ჩატარდა თუ არა მშენებლობის დაწყების წინ კლდის აღნიშნულ მონაკვეთზე გეოლოგიური კვლევა?

 

კითხვას პასუხობს KING DAVID - ის სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის, შპს „ინოვაციური სამშენებლო კომპანიის“ დირექტორი ემზარ ასპანიძე:

 

„KING DAVID - ის მშენებლობის დაწყების წინ კლდეს ჩაუტარდა გეოლოგიური (შპს „გენგეო“-ს მიერ) და გეოფიზიკური (მ. ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის მიერ) კვლევები. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ საძირკვლის ძირის საპროექტო ნიშნულს შეესაბამება მე-7 კატეგორიის კლდოვანი ქანი არგელიტების სახით. გეოლოგიურ და გეოფიზიკურ დასკვნებთან გაცნობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

 

მინდა ხაზი გავუსვა, რომ KING DAVID - ს კონსტრუქციული კავშირი აღნიშნულ ფერდობის ნაწილთან არ აქვს. კლდის გარე კონტურიდან შენობის საძირკვლამდე და ფუძის კედლებამდე დაშორება 16-18 მეტრს შეადგენს.  საძირკველი წარმოადგენს რკინა-ბეტონის ფილას სიმაღლით 1.8 მეტრი, რომელიც დასმულია მე-7 კატეგორიის კლდოვან გრუნტზე და ნაანგარიშებია მაღალი კვალიფიციური კონსტრუქტორების მიერ 1,4 კოეფიციენტით, რაც ნიშნავს რომ საპროექტო მოთხოვნაზე 50%-ით მეტი რეზერვი არის გათვალისწინებული და შესაბამისად საძირკველი გათვლილია არა 8, არამედ 9 ბალიან მიწისძვრაზე.  შენობასა და კლდის ნაწილს შორის მოწყობილია სადრენაჟო სისტემები და რკინა-ბეტონის ფილა, რაც გარანტირებულად იცავს აღნიშნული კლდის მასივს და შენობას ნალექების ზემოქმედებისგან. ინტენსიური წვიმების დროს ნალექების ზემოქმედება ვრცელდება მხოლოდ კლდის გარე ზედაპირზე. ზემოქმედების შედეგად ხდება გარე ზედაპირის ჩამოფურცვლა. სწორედ ამიტომ რეკომედებულია კლდოვან ზედაპირზე  ბადეების მოწყობა და თხელ კედლიანი ტორპრედის გაკეთება, რაც მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკაა ნებისმიერი სახის კლდოვანი ზედაპირის გარე ზემოქმედებისგან დასაცავად. ასეთი სისტემები ეწყობა გზების მიმდებარე კლდოვან ზედაპირზე, ჰესებზე და ა.შ.

მოგეხსენებათ რომ მე-20 საუკუნის 60-იან წლებში მოხდა საავტომობილო პანდუსით მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დაკავშირება გმირთა მოედანთან. ამავე დროს მოხდა აღნიშნულ მონაკვეთზე ბუნებრივად არსებული ფერდობის ჩამოთლა. მას შემდეგ აღნიშნული ფერდობი მუდმივად განიცდიდა გარე ზემოქმედებას როგორც ნალექისგან, ასევე მზისგან, რაც განაპირობებდა არგელიტების ზედაპირის ჩამოფურცვლას. თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში აღნიშნულ ქანობს  მნიშვნელოვანი დაზიანება არ განუცდია, მიუხედავად რამდენიმე მძლავრი მიწისძვრისა. ზედაპირიდან ხდება მხოლოდ მცირედი ნაყარის ჩამოფურცვლა, რაც წლიურად შეადგენს დაახლოებით 22 კუბურ მეტრს. თუ გავითვალისწინებთ აღნიშნული კლდის მთლიანი მასივის მოცულობას, რაც შეადგენს 85 000 კუბურ მეტრს, გამოდის რომ საუბარია წელიწადში მხოლოდ 0,025%-ზე. აქედან გამომდინარე ელემენტარული არითმეტიკული გამოთვლებით ფერდობის დაშლას, იმ შემთხვევაშიც კი თუ არ მოხდება მისი გარე ზემოქმედებისგან დაცვა, დასჭირდება თითქმის 39 საუკუნე“.

კითხვა #2: ჩაატარა თუ არა თბილისის მერიამ 2018 წლის 27 ივლისს ტენდერი თამარ მეფის ხიდამდე კლდოვანი ფერდობების, კერძოდ  KING DAVID - ის ქვედა ფერდობის  ჩამოწმენდა-გამაგრებაზე?

დაზუსტებული ინფორმაციით აღნიშნული ტენდერი თბილისის მერიამ ჩაატარა და კლდოვანი ფერდობის ჩამოწმენდა-გამაგრების სამუშაოებიც განახორციელა. თუმცა აღნიშნული ტენდერი ეხებოდა არა უშუალოდ KING DAVID - ის ქვედა ფერდობს, არამედ მის მიმდებარედ (დაახლოებით 300 მეტრის დაშორებით) არსებულ მონაკვეთს. იხილეთ დამადასტურებელი ფოტო-მასალა.

 

P.S „Rezid Holding GmbH” გამოთქვამს მზადყოფნას უპასუხოს KING DAVID - თან დაკავშირებულ ყველა კითხვას. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ კომპანიას ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტით. ტელ: 032 200 17 18 E-mail: [email protected]

 

 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: