“მწვანე ეზო” საბურთალოზე - ურბანული ცხოვრების ჯანსაღი გარემო “სეუ დეველოპმენტისგან” | Property Georgia

“მწვანე ეზო” საბურთალოზე - ურბანული ცხოვრების ჯანსაღი გარემო “სეუ დეველოპმენტისგან”

საცხოვრებელი კომპლექსი პრესტიჟულ, მშვიდ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში- “მწვანე ეზოს” მშენებლობას “სეუ დეველოპმენტისაბურთალოზე, პოლიტკოვსკაიას 32-ში, 2017 წლის ბოლოს ასრულებს. Property Georgia კომპანიის კომპანიის გენერალურ დირექტორს ზურა მექვაბიშვილს ესაუბრა. 

  • სეუ დეველოპმენტი უძრავი ქონების შეძენის მსურველებს საბურთალოზე, პოლიტკოვსკაიას 32-ში , სახთან ერთად მშვიდ, ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. რა ეტაპზეა მშენებლობა?

კომპლექსის „მწვანე ეზო“ კარკასული მშენებლობა უკვე დასკვნით ეტაპზე გადადის. შენობაში საცხოვრებელი სართულების ორი დონეა 16 და 18 სართული, მეჩვიდმეტე და მეცხრამეტე სართულებზე ეწყობა ტერასა ბაღები. საცხოვრებელი კომპლექსის დაგეგმვა და ინფრასტქუქტურის მოწყობა ყველა იმ დეტალის გათვალისწინებით შედგა, რაც საუკეთესო ცხოვრების პირობებს შეეფერება. რეკრეაციული ზონა 1500-მდე კვადრატულ მეტრზეა განაშენიანებული. კომპლექსი მოიცავს საბავშვო მოედანს, 24 საათიან ფიტნეს ცენტრს, ლობის, კომერციულ და საოფისე ზონას, ოთხ დონიან მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომს.

ამჟამად, მიმდინარეობს მეთოთხმეტე სართულის მშენებლობა. წლის ბოლოს ბინები მესაკუთრეებს მწვანე კარკასის მდგომარეობით ჩაბარდებათ. პროექტის ექსპლოატაციაში მიღების მაქსიმალური ვადა 2018 წლის მარტია.

  • სამშენებლო დეველოპერული პროექტისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ლოკაციაა. რა უპირატესობები აქვს ამ მხრივ თქვენს პროექტს,თუ გავითვალისწინებებთ იმ ფაქტსაც, რომ საბურთალო ახალი მშენებლობებით დატვირთული უბანია?

სწორედ ლოკაცია გახლავთ ერთ-ერთი ის დიდი უპირატესობა, რაც ჩვენს კომპლექს გამოარჩევს არსებული მშენებლობებისგან. „მწვანე ეზო“-ს პროექტის განსახორციელებლად შეირჩა ქალაქის ცენტრში, ურბანული ხმაურისგან შორს, პრესტიჟული, მშვიდი და ეკოლოგიურად სუფთა გარემო.

„მწვანე ეზოს“ რეკრეაციული ზონის დაგეგმვაზე მუშაობდნენ პროფესიონალი    დეკორატორი და ფლორისტი; დაგეგმარების პროცესში გათვალისწინებულია ხეების განსაკუთრებული ჯიშები. წლის ნებისმიერ დროს საცხოვრებელი კომპლექსის ეზოში ყოველთვის სიმწვანე, სიმშვიდე და სიწყნარე იქნება, ბავშვებისათვის კი მხიარული და უსაფრთხო გარემო.

  • შენობა, სადაც პოტენციური მყიდველი საცხოვრებელი ფართის შეძენას აპირებს, უნდა იყოს მყარად ნაგები. რა სამშენებლო მასალებს გამოიყენებს "სეუ დეველოპმენტი" პროექტში და რამდენად დაცულია უსაფრთხოების ზომები?

სავსებით გააზრებული გვაქვს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მომხმარებლის გადაწყვეტილება ახალი ბინის შეძენის თაობაზე. ამ საკითხს განსაკუთრებით დიდი პასუხისმგებლობით უყურებს კომპანიის გუნდი. მყიდველს ვთავაზობთ ოპტიმალურ გეგმარებას, თითოეული კვადრატი მაქსიმალურად სწორად არის გამოყენებული.

კომპანიის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, მშენებლობაზე გამოიყენება მხოლოდ ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალა. მშენებლობაში ვიყენებთ ავსტრიული წარმოების Doka-ს ბრენდის საყალიბე მასალას, რაც გვაძლევს საშუალებას სამშენებლო პროცესი ორჯერ უფრო სწრაფად წავრმართოთ და ხელი შევუწყოთ შრომით უსაფრთხოებას. ევროპის რიგ ქვეყნებში ამ მასალით მუშაობა ჯერ კიდევ დიდ ფუფუნებას წარმოადგენს. მშენებლობაზე მომუშავე პერსონალს რამდენიმე კვირიანი სწავლება და გადამზადება სწორედ ბრენდის წარმომადგენლების მიერ ჩაუტარდათ.

ფასადების მოსაწყობად ვიყენებთ ბელგიურ საფასადე მასალას. კომლექსში იქნება OTIS-ის ბრენდის 2 ლიფტი. ჩვენს მიერ მშენებლობის დროს გამოყენებულ ყველა მასალას აქვს ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

  • სასურველი საცხოვრებელი ფართის შეძენისთვის საბოლოო გადაწყვეტლების განმსაზღვრელი ფასი და გადახდის პირობებია. რას გვთავაზობს ამ მხრივ "სეუ დეველოპმენტი"?

საკმაოდ მოქნილი გადახდის პირობები გვაქვს. ჩვენი მიზანია რომ სტაბილური შემოსავლის მქონე ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ბინის შეძენა სურს, მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობები შევთავაზოთ, რათა ჩვენი კომპლექსის მობინადრეები გახდნენ, პირველადი შენატანი -მხოლოდ $1000. გვაქვს როგორც უპროცენტო შიდა განვადება, ასევე გრძელვადიანი განვადება პარტნიორი ბანკების დახმარებით. გარდა ამისა, ამ ეტაპზე გვაქვს სააქციო ფასები რაც გულისხმობს კვადრატულზე $25-დან $50-მდე ფასდაკლებას, ერთიანი გადახდის შემთხვევაში კი დამატებით 5%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ სარგებლობას. მუდმივად ვმუშაობთ გავაუმჯობესოთ და შევიმუშავოთ გადახდის მოქნილი პირობები, რადგან, როგორც აღნიშნეთ, ბინის შეძენის დროს მომხმარებლისთვის ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

  • “სეუ დეველოპენტისთვის” ეს პირველი საცხოვრებელი კომპლექსია. რა პროექტები აქვს დეველოპერს განხორციელებული დღემდე და სამომავლოდ უძრავი ქონების ბაზარზე სხვავ მიმართულებებითაც თუ გეგმავთ გაფართოებას?

“სეუ დეველოპმენტი” საქართველოს დეველოპერულ ბაზარზე 2013 წლიდან შემოვიდა. დღემდე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობაში დაახლოებით $23 მილიონამდე ინვესტიცია გვაქვს განხორციელებული, როგორებიცააა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ძველი და ახალი, თანამედროვე სტანდარტებს მორგებული სასწავლო და საგამოფენო შენობები. უნივერსიტეტის ახალი შენობა რეგიონში უნიკალური იქნება მასშტაბით და ფუნქციური დატვირთვით.

კომპანიის მენეჯმენტის ცოდნამ და გამოცდილებამ განაპირობა 2016 წელს  ახალი მიმართულების განვითარება და საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის დაწყება. ვგეგმავთ სამშენებლო მიმართულების კიდევ უფრო გაფართოვებას და დედაქალაქის მეტი უბნის მოცვას. სულ მალე ძველი თბილისის უბანში მომხმარებელს შევთავაზებთ პრემიუმ ხაზის საცხოვრებელ კომპლექს, რომლის საინვესტიციო ღირებულება $26 მილიონია. ამ ეტაპზე მოლაპარაკებას ვაწარმოებთ ხუთ ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს შემოყვანაზე, რომელიც ამ კომპლექსში განთავსდება. ჩვენი მიზანია დროის მოკლე პერიოდში დეველოპერული ბაზრის მოწინავე პოზიციები დავიკავოთ.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: