მომავლის ახალი ხედვა | Property Georgia

მომავლის ახალი ხედვა

პანდემიის კვალობაზე ჩვენ სხვანაირად გვიწევს იმაზე ფიქრი, თუ როგორ ვცხოვრობთ, როგორ ვმუშაობთ, და როგორი იქნება პოსტკრიზისული რეალობა. ამ ცვალებადი გარემოსადმი ადაპტაცია განსაზღვრავს იმას, შევძლებთ თუ არა კრიზისის გადალახვას და გრძელვადიან პერსპექტივაში გაძლიერებას.

აღნიშნული ჩარჩოს ფარგლებში, FIABCI-ის ლიდერობის ონლაინ-სამიტი მიზნად ისახავს უძრავი ქონების სექტორში მოღვაწე პროფესიონალებისთვის იმ ინსტრუმენტებისა და აზროვნების წესის უზრუნველყოფას, რომლებიც საჭიროა არსებულ გაურკვევლობასთან გასამკლავებლად და მომავალში კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად.

სამიტზე წარმოდგენილი იქნება უძრავი ქონების ბაზრის უახლესი ტენდენციები და საინვესტიციო შესაძლებლობები, ჩატარდება ლიდერობის სემინარები, საპროგრამო სიტყვით გამოვლენ სფეროს ლიდერები. ყოველივე აღნიშნულის მეშვეობით, სამიტი გარდაქმნის ჩვენს მომავლის ხედვას.

გასული წლებისგან განსხვავებით, FIABCI-ის ლიდერობის სამიტი ახალი ინოვაციური ფორმატით გაიმართება, რაც პანდემიის შედეგებით არის გამოწვეული. ამის მიუხედავად, მონაწილეებისთვის უზრუნველყოფილი იქნება დინამიური პროგრამა, რომელიც წარმოქმნის ფიზიკური ღონისძიების მსგავს გარემოს.

რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიროთ მოცემულ ბმულზე: https://fiabci.org/

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: