ოქტომბერში უცხოელ ტურისტთა რაოდენობა 7.8 პროცენტით გაიზარდა | Property Georgia

ოქტომბერში უცხოელ ტურისტთა რაოდენობა 7.8 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცის ინფორმაციით, 2019 წლის ოქტომბერში საქართველოში 782 670 ვიზიტორი შემოვიდა, საიდანაც 438 805 იყო ტურისტი (24 საათზე მეტ ხანს გაჩერდა საქართველოში). ორივე მაჩვენებელი ოქტომბრის თვის რეკორდული მაჩვენებელია. წინა წლებში, ოქტომბერში ასეთი რაოდენობის ან მეტი ტურისტი არასდროს შემოსულა.

2018 წლის ოქტომბერთან შედარებით, წელს ოქტომბერში 8.8%-ით (63 530 კაცით) მეტი ვიზიტორი შემოვიდა, ხოლო ტურისტების რაოდენობა 7.8%-ით (31 584 კაცით) არის გაზრდილი. ვიზიტორების რაოდენობა ყველაზე მეტად სომხეთდან, თურქეთიდან, ისრაელიდან, აზერბაიჯანიდანევროკავშირიდან  და ყაზახეთიდან გაიზარდა.

ოქტომბერში რუსეთიდან 118 252 ვიზიტორი შემოვიდა, რაც 15%-ით ნაკლებია 2018 წლის ოქტომბრის მაჩვენებელზე.

წინა თვესთან, 2019 წლის სექტემბერთან შედარებით, ოქტომბერში 134 374 ვიზიტორით ნაკლები შემოვიდა, კლება 15%-ია, რაც სეზონური ფაქტორითაა გამოწვეული.

10 თვის ჯამში, იანვარ-ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 6.2%-ით, ხოლო ვიზიტორების რაოდენობა 6.8%-ით გაიზარდა. საქართველოში უკვე ჩამოვიდა 8 მილიონზე მეტი ვიზიტორი, საიდანაც 4.4 მილიონი იყო ტურისტი.

დეტალური სტატისტიკა ასეთია:
ევროკავშირის ქვეყნები:
ესტონეთი +79.1%, საფრანგეთი +51.4%, გერმანია +43.6%, პოლონეთი +43%, გაერთიანებული სამეფო +31% და სხვა.

 

განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან:
ყაზახეთი +139.4%, ყირგიზეთი +66.7%, ჩინეთი +58.9%, ისრაელი +56.9%, საუდის არაბეთი +44.9% და სხვა.
ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი:
სომხეთი (+12.7%), აზერბაიჯანი (+7.7%), რუსეთი (-15.2%) და თურქეთი (+16.9%) განხორციელდა.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: