Property Georgia-ს პარტნიორებს გერმანული კომპანია RE RISE ინვესტიციების მოზიდვაში დაეხმარება | Property Georgia

Property Georgia-ს პარტნიორებს გერმანული კომპანია RE RISE ინვესტიციების მოზიდვაში დაეხმარება

Property Georgia, უძრავი ქონების პირველი გზამკვლევი საქართველოში 2020 წელს საერთაშორისო ბაზრებზე აქტივობების ზრდას გეგმავს. კომპანიაში აცხადებენ, რომ გლობალური პანდემიის პირობებში გამოიკვეთა კონკრეტული მიმართულებები რა მხრივაც ადგილობრივი ბაზრის მოთამაშეებს სჭირდებათ კონსულტაცია. Property Georgia ეტაპობრივად გაგაცნობთ ახალ უცხოელ პარტნიორებს, ვისთან ერთადაც ურთიერთშეთანხმების მემორანდუმების საფუძველზე ითანამშრომლებს. მიმდინარე სიახლეა პარტნირობა საერთაშორისო საინვესტიციო ფონდთან  RE RISE GmbH. კომპანიას 60 წელზე მეტი გამოცდილება აქვს უძრავი ქონების სფეროში, ინვესტიციების და ფონდების მართვაში, მის პორტფელშია უძრავი ქონების 40 ფონდი, საინვესტიციო ღირებულებით €10 მილიარდი; კაპიტალი- €3.5 მილიარდი.

პოსტ-კოვიდის ეტაპზე სამშენებლო-დეველოპერული კომპანიებისთვის ფინანსებზე წვდომის უზრუნველყოფა და ინვესტორების მოზიდვაში ხელშეწყობა განსაკუთრებით აქტუალურია. აღნიშნული სფერო მომიჯნავე დარგების მასტიმულირებელია და  მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ეკონომიკის მდგრადობაზე,” აღნიშნა ლიკა ქარდავამ, Property Georgia-ს მმართველმა პარტნიორმა. მისი თქმით, უძრავი ქონების და მშენებლობის სექტორის სიჯანსაღე ფინანსებზე წვდომის ხელშეწყობითა  და  ახალი დაფინანსების საშუალებების მოძიებით შეიძლება გაძლიერდეს. “ამ მიმართულებით აქტიურად Property Georgia -მთანამშრომლობა  დაიწყო საერთაშორისო მასშტაბით მოქმედ გერმანულ კომპანიასთან RE RISE, რომელიც უძრავი ქონების სექტორის და პროექტის განვითარებაში  ინვესტიციების მართვით არის დაკავებულიგანაცხადა ქარდავამ.

როგორც Property Georgia-ს მმართველი პარტნიორი, ქეთი ტაბატაძე განმარტავს, კომპანიის გადაწყვეტილება კონცენტრირდეს საერთაშორისო პარტნიორების ქართული უძრავი ქონების ბაზარზე მოზიდვაზე გარკვეულწილად განპირობებულია COVID-19-ის რეალობის გათვალისწინებით. “დღეს ყველას აქვს ერთი მთავარი შეკითხვა-როგორ განვაგრძოთ მუშაობა პანდემიის პირობებში თამაშის ახალი წესებით და რა არის “ახალი ნორმალური”? Property Georgia-მ საერთაშორისო მიმართულების გააქტიურება ჯერ კიდევ 2019 წლის დასაწყისში დაანონსა და ამ მხრივ გამორჩეული იყო გასული წელი. 2020 წელს, გამომდინარე გაუთვალისწინებელი მოვლენებიდან, რაც ახალი კორონავირუსის გლობალური გავრცელების ფონზე დადგა, დავინახეთ, რომ კიდევ უფრო მეტი მოთხოვნაა ექსპერტულ, სანდო, სწორ საკონსულტაციო მომსახურებაზე. Property Georgia, როგორც უძრავი ქონების გზამკვლევი, პარტნიორ კომპანიებს სწორედ ამას სთავაზობს. RE RISE GmbH თავისი მრავალწლიანი გამოცდილებით და მსხვილი საინვესტიციო ფინანსური რესურსებით კარგი შესაძლებლობაა ადგილობრივი კომპანიებისთვის, ვინც საერთაშორისო პარტნიორს ეძებს,” აღნიშნა ქეთი ტაბატაძემ. მისი თქმით, ცალკეული კომპანიების ხელის შეწყობა საერთო ჯამში სექტორის განჯანსაღებაზე აისახება.

RE RISE GmbH დამოუკიდებელი საერთაშორისო კომპანიაა, რომელოც მართავს ინოვაციურ ინვესტიციებს უძრავი ქონების სექტორში და პროექტების დეველოპმენტში. კომპანია ოპერირებს გერმანიაში და სხვა განვითარებულ და განვითარებად ბაზრებზე. RE RISE GmbH-ის წარმატება კონკრეტულ ციფრებზე დგას: 660-ზე მეტი ქონება და დეველოპერული პროექტი გერმანიაში, აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოში, ნიდერლანდებში, საფრანგეთში, შვედეთში, ჩინეთში, ბრაზილიაში, რუმინეთსი, ბილგარეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და მონტენეგროში. მის ბაზაშია 65 0000 ინვესტორი.

“პირველ რიგში, მინდა თქვენს ქვეყანას მივულოცო ვირუსთან ბრძოლაში დაფიქსირებული წარმატებები. საქართველო გერმანულ პრესაში მოიხსენიება, როგორც სამაგალითო ქვეყანა. თქვენ ყველაფერი იდეალურად გააკეთეთ, რაც სწორედ ინვესტორების გადმოსახედიდან სანდოობის შეგრძნებას ქმნის. გარედან ჩანს, რომ თქვენთან ყველაფერი ძალზედ წარმატებით წარიმართა,” განაცხადა იორგ ბეჰრენმა, RE RISE GmbH-ის პროექტების და ინვესტიციების დირექტორმა. ბატონი ბეჰრენის თქმით, არაერთი ინვესტორი ხედავს პოტენციალს საქართველოში, განსაკუთრებით კი მისი ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროებში. რაც შეეხება საცხოვრებელი ტიპის უძრავ ქონებას, მისი აზრით, ამ ბიზნესს ადგილობრივი ხასიათი გააჩნია. “საქართველო პატარა ქვეყანაა, სადაც სამშენებლო სივრცე საკმაოდ შეზღუდულია. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ არ გსურთ მთელი ამ სივრცის ბეტონის ნაგებობებით შევსება. შესაბამისად, საქართველოში მსხვილი საერთაშორისო ინვესტორებისთვის შესაძლებლობები საკმაოდ შეზღუდულია. მეორეს მხრივ, ადგილობრივ საინვესტიციო ფონდებს და მცირე ინვესტორებს შეუძლიათ ამ სექტორის ზრდის პროცესის დაჩქარება,” აღნიშნა იორგ ბეჰრენმა.

პანდემიის პირობებში და პოსტ-პანდემიურ ეტაპზე, ერთ-ერთი უმთავრესი სტრატეგიული უპირატესობა საქართველოსთვის “მწვანე ზონის სტატუსია”. ევროკავშირმა საქართველო იმ 15 არაწევრ ქვეყანას შორის დაასახელა, ვისთანაც გახსნა საზღვრები.  “აუცილებლია ჩვენმა ქვეყანამ სწორად გამოიყენოს მწვანე კორიდორის და პანდემიასთან გამკლავების წარმატებული გამოცდილება, ამ კუთხით საერთაშორისო პოზიციონირება  გაიმყაროსროგორც COVID-უსაფრთხო ზონამ  და გამოიყენოს მომენტუმი მცირე და საშუალო ზომის  ინვესტიციების მოსაზიდად,” აღნიშნა ლიკა ქარდავამ.

“როგორც ვიცი, საქართველო მალე ტურისტებისთვისაც გაიხსნება, რაც თქვენი ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება. ვფიქრობ, რომ თქვენთან დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდანაც მეტი ტურისტი ჩამოვა. გერმანიიდან საქართველომდე ფრენას მხოლოდ 3.5 საათი უნდა - დაახლოებით როგორც მალიორკამდე. ამის შედეგად, საქართველოს მიმართ ნდობა კიდევ უფრო გაიზრდება, ხოლო ტურისტები დადებითი შთაბეჭდილებებით დაბრუნდებიან სახლში,” განაცხადა  RE RISE GmbH-ის პროექტების და ინვესტიციების დირექტორმა.

ამ ეტაპზე საქართველომ ევროკავშირის მხოლოდ 5 ქვეყნისთვის გახსნა საზღვარი, კერძოდ: გერმანია, საფრანგეთი, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი.

იორგ ბაჰრეინი საქართველოში ვიზიტს უახლოეს მომავალში გეგმავს. გასულ წელს ის თბილისში გამართულ, Property Georgia-ს მიერ ორგანიზებულ საერთაშირისო ფორუმს “მდგრადი და მედეგი ქალაქების მშენებლობა” ესწრებოდა. ვიზიტის ფარგლებში ბატონი ბაჰრეინი ადგილზე გაეცნო ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებს. RE RISE GmbH საქართველოს უძრავი ქონების ბაზარს   კომპანიისთვის პრიორიტეტულად განიხილავს და გრძელვადიან პარტნიორობას გეგმავს Property Georgia-სთან.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: