რა ბენეფიტებს სთავაზობს “აქსის თაურესი” მოიჯარეებს? | Property Georgia

რა ბენეფიტებს სთავაზობს “აქსის თაურესი” მოიჯარეებს?

თანამედროვე არქიტექტურით გამორჩეული და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით განვითარებული პროექტი პოტენციური მოიჯარეებისთვის სასურველი სამუშაო სივრცეა. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანია თუ რა დამატებით ბენეფიტებს სთავაზობს მათ ბიზნეს ცენტრი. “აქსის თაუერსის” შემთხვევაში ჩამონათვალი ვრცელია:

“აქსის თაუერსის” ბიზნეს ცენტრის მოიჯარეებს შეუძლიათ ისარგებლონ:

 

  • 5-ვარსკვლავიანი  სასტუმრო “პულმანის” მენეჯმენტში არსებული ყველაზე დიდი საკონფერენციო დარბაზით დედაქალაქის ცენტრში, თავისივე სათათბირო ოთახებით.  ეს ძალიან კომფორტულია  საოპერაციო კუთხით - რადგან კონფერენციების თუ საქმიანი შეხვედრების ერთ შენობაში ჩატარების შესაძლებლობას იძლევა და ოფისებსაც ათავისუფლებს საკონფერენციო ოთახების საჭიროებისაგან.
  • ბიზნესტურიზმზე ორიენტირებულ სასტუმრო “პულმანის”კორპორატიული შეთავაზებებით სტუმრებისთვის.
  • ლობით, კონსიერჟის მომსახურებით და შეხვედრების სივრცეებით.
  • სპეციალური პირობებით და ფასებით ყველა იმ ფუნქციაზე რომლებიც განთავსებულია კომპლექსში, იქნება ეს საკონფერენციო თუ საგამოფენო სივრცე,  სპორტული დარბაზი, აუზი თუ სპა ცენტრი.

ბოლოს, და არანაკლებ მნიშვნელოვანი, თანამედროვე მენეჯმენტისთვის არაფერია ისეთი საამაყო და ამავდროულად ეფექტიანი, როგორც კმაყოფილი და დაფასებული თანამშრომელი.  სივრცე, სადაც ადამიანი კვირაში 40 საათს ატარებს უნდა იყოს არამხოლოდ კომფორტული და კეთილმოწყობილი, იგი უნდა ქმნიდეს თანამედროვე ცხოვრებისთვის შესაბამის განწყობას - ეს კი პირდაპირ აისახება შესრულებული სამუშაოს ხარისხზე. “აქსის თაუერსის” ბიზნეს ცენტრში ამისთვის ყველა პირობაა შექმნილი.

რაც შეეხება კომპლექსის გარე ინფრასტურქტურას, აღსანიშნავია, რომ კომპლექსში განთავსდება საფეხმავლო ქუჩა კაფე ბარებით და რესტორნებით. ეს სივრცე ოფისების თანამშრომლებს საშუალებას მისცემს დაზოგონ დრო და ხარჯები. “აქსისის” მხრიდან ეს  მოიჯარეებისთვის  შექმნილი მორიგი დამატებითი კომფორტია.

 

სამშენებლო-დეველოპერული კომპანია აქსისი 22 წელია ასოცირდება ინოვაციასა და პირველობასთან. სწორედ მან შემოიტანა საქართველოში სიტყვა „დეველოპმენტის“ ცნება, დაიწყო პირველი „პალასების“ სერია უნიკალური მომსახურებით და პირველმა ააშენა ტყუპი ცათამბჯენი „აქსის თაუერსის“ საქართველოში.

 

 

 

 

 

 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: