რატომ უნდა იქირაოთ ოფისი ვაკის ბიზნესს ცენტრში? | Property Georgia

რატომ უნდა იქირაოთ ოფისი ვაკის ბიზნესს ცენტრში?

ვაკის ბიზნესს ცენტრი მდებარეობს ქალაქის საქმიან ნაწილში, რაც წარმოადგენს დამატებით ბენეფიტს მოიჯარეებისთვის როგორც პრესტიჟის, ასევე ინფრასტრუქტურის კუთხით.

ვაკის ბიზნესს ცენტრი განთავსებულია პრემიუმ კლასის ახლადაშენებულ მრავალფუნქციურ შენობაში. შენობის მეორე სართულზე სრული საოფისე ფართი შეადგენს 500 კვ.მ-ს. ბიზნეს ცენტრი დაპროექტებულია და აშენებულია უახლესი სამშენებლო სტანდარტების შესაბამისად. მისი ფასადი მოპირკეთებულია ბეტონის ენერგოეფექტური ფილებით და მაღალი ხარისხის ხის ფაქტურის პანელებით, რაც გამოარჩევს შენობას და ხაზს უსვამს მის თანამედროვეობას. ბიზნეს ცენტრს აქვს დამოუკიდებელი მისაღები, რომელიც უზრუნველყოფს ქუჩიდან საოფისე სივრცეზე წვდომას. შენობას ემსახურება Kleemann-ის უმაღლესი ხარისხის სამგზავრო ლიფტი.

საოფისე სივრცის გეგმარება და აღჭურვილობა მაქსიმალურად პასუხობს დამქირავებლის საჭიროებებს. დამონტაჟებულია ცენტრალური გათბობა - კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა ჭკვიანი ოფისის ელემენტებით. ბიზნესს ცენტრის მიმდებარედ არის 90 ავტომობილზე გათვლილი გარე პარკინგი, დამატებით შენობაში კი 5 მიწისქვეშა პარკინგია, რომელსაც Kleemann-ის სამანქანე ლიფტი ემსახურება.

ვაკის ბიზნესს ცენტრის ადმინისტრაცია გთავაზობთ თანამშრომლობის მოქნილ და თქვენს კომპანიაზე მორგებულ პირობებს:

  • გაქირავება თეთრი კარკასის მდგომარეობით

  • გაქირავება პრემიუმ ხარისხის რემონტით

აღნიშნული პირობები, საშუალებას გაძლევთ შექმნათ კომფორტული, სასიამოვნო და რაც მთავარია, თქვენი კომპანიის საჭიროებებზე მორგებული გარემო.

დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით თანდართულ პრეზენტაციას.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: