როგორ იზრდება უძრავ ქონებაზე ფასები ძველ თბილისში ტურიზმის ზრდასთან ერთად | Property Georgia

როგორ იზრდება უძრავ ქონებაზე ფასები ძველ თბილისში ტურიზმის ზრდასთან ერთად

ძველ თბილისში, დედაქალაქის მთავარ ტურისტულ უბანში, უძრავი ქონების ფასები იზრდება, რაც უცხოელი ვიზიტორების რაოდენობის მატებით არის განპირობებული. ტურიზმის ზრდა თბილისის ძველ უბნებში კომერციული და სავაჭრო ობიექტების ფასებზე შესაბამისად აისახა.

საცხოვრებელი ფართები

ფასების ზრდა განსაკუთრებით შესამჩნევია საცხოვრებელ ფართებზე. ამ მხრივ გამორჩეულია მთაწმინდა. 2019 წლის პირველ კვარტალში მთაწმინდა ყველაზე ძვირ უბნად დასახელდა, 1 კვ.მ-ზე საშუალო ფასით- 1079 აშშ დოლარი, რაც წინა წელთან შედარებით 7.5%იანი ზრდაა.

 “რემაქს კაპიტალის” ინფორმაციით, მთაწმინდაზე ძველი სახლები უფრო მიმზიდველი გახდა. უძრავი ქონების საერთაშორისო საბროკერო კომპანიის თბილისის ოფისში აცხადებენ, რომ ტენდენცია შეიცვალა და დღეს ბინებმა მთაწმინდაზე კომერციული დატვირთვა შეიძინა, რამაც ფასების ზრდა განაპირობა. შესაბამისად, ძველი აშენებული სახლები რთულ გასაყიდ ობიექტებად აღარ მიიჩნევა.

კომერციული ფართები

ძველ თბილისში კომერციული ფართებზე ფასები გაზრდილია. მოთხოვნა იზრდება ტურიზმის განვითარებასთან ერთად. 2019 წლის მონაცემებით, 1 წლის განმავლობაში ტურისტული ვიზიტები 6 პროცენტითაა გაზრდილი. კომერციული ფართის გასაყიდი ფასები 3000-6000 აშშ დოლარია 1 კვ.მ-ზე. მიწოდება ლიმიტირებულია, ლესელიძესა და მიმდებარე ტერიტორიაზე თავისუფალი ფართები პრაქტიკულად არ არის.

კაფე-ბარები და რესტორნები

Realtors.ge-ის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მოთხოვნაა დიდ ფართებზე 100 კვ.მ-დან. კლიენტებს ძირითადად სურთ ღია სივრცე, რადგან საკუთარი საჭიროებების მიხედვით შეძლონ გარემონტება. ძველი თბილისის ცენტრალურ არეალში კი ძირითადი მოთხოვნა კაფე-ბარის ტიპის ფართებზეა .

საოფისე ფართები

საოფისე ფართებზე, განსხვავებით ყველა სხვა ტიპის უძრავი ქონებისა, ფასები კლებადია და ბოლო 2-3 წლის მანძილზე შემცირებულია, რაც გამოწვეულია ქალაქში ახალი ბიზნეს ცენტრების და საერთო სამუშაო სივრცეების შექმნით.

საცალო ბაზარი

რაც შეეხება სავაჭრო ცენტრებს, შოპინგი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული აქტივობაა, განსაკუთრებით მეზობელი ქვეყნებიდან შემომავალი ტურისტებისთვის, როგორებიცაა აზერბაიჯანი და სომხეთი. საცალო ვაჭრობა ტურისტული ხარჯების 67%-ს შეადგენს. კომპანია "რენტალსის" ინფორმაციით, შეიმჩნევა სავაჭრო მოლებისკენ გადანაცვლების ტენდენცია, თუმცა ტრადიციულ ქუჩის საცალო ვაჭრობასაც ჰყავს თავისი მომხმარებელი, ძირითადად კვების მიმართულებით.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: