როგორია ტურიზმის განვითარების ახალი ეტაპი რუსული ემბარგოს შემდეგ? | Property Georgia

როგორია ტურიზმის განვითარების ახალი ეტაპი რუსული ემბარგოს შემდეგ?

მოსაზრება 

მანანა უგულავა-პარტნიორი/Les Roches

ჩვენ ტურიზმის განვითარების ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეთ. ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, რათა შევქმნათ ადამიანური კაპიტალი, რომელიც ძალიან მაღალი სტანდარტების მომსახურებას შესთავაზებს სტუმარს.

ყველა სირთულეში შეიძლება შესაძლებლობის დანახვა და სწორედ ასე უნდა მოვიქცეთ.

სიტყვაკრიზისიჩინურად დაწერისას ორი ასო ბგერისაგან შედგება. პირველი მათგანი წარმოადგენს საფრთხეს, ხოლო მეორე - შესაძლებლობას. ჯონ კენედი.

ჩვენ უნდა გავიზიაროთ მთელ რიგ ქვეყნებ გამოცდილება. ისინი ადასტურებენ, რომ უნარებ  მჭიდროდაა დაკავშირებული ეკონომიკურ და სოციალურ შედეგებთან კონტექსტებისა და ინსტიტუტების ფართო სპექტრ. უნარ-ჩვევე უთანასწორობის აღმოფხვრისა და სოციალური მობილობის ხელშეწყობასაც კი უთანაბრდებ. ადამიანურ კაპიტალში ინვესტირება არის  ყველაზე ეფექტური გზა - არა მარტო მისი ზრდის ხელშეწყობისთვის, არამედ ზოგადად სარგებლის გაცილებით სამართლიანად გავრცელებისთვის.

დასახული მიზნის მისაღწევად საჭიროა, გაერთიანდეს კერძო სექტორი, რომელიც ძალიან დიდ რესურსს დებს ტურიზმის განვითარების საქმეში, სახელმწიფო ინსტიტუციები, რომელთა კონსოლიდირებულად ძალიან ბევრი საჭირო ინიციატივა და გეგმა გააჟღერეს, და საგანმანათლებლო დაწესებულებები.

ჩვენ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მზად ვართ, აღნიშნული მიზნის მისაღწევად ყველაფერი გავაკეთოთყველა ჩვენი პარტნიორი გამოთქვამს მზადყოფნას,  ჩაერთოს პროცესში და დაგვეხმაროს, ათა სწრაფად გადავდგათ ნაბიჯები ხარისხის გასაუმჯობესებლად და, რაც ყველაზე მთავარია, ახალი ბაზრების აქტიურად ასათვისებლად.

დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ბაზრების დივერსიფიკიცაია.

2018 წელს 8,7 მილიონი ტურისტიდან რუსი ტურისტების რიცხვი 1,404,757 იყო, რაც საერთო რაოდენობის დაახლოებით 20%-ია.

სავარაუდებელია, რომ შესაძლოა დაახლოებით 10%-ით შეგვიმცირდეს მათი  რაოდენობა, თუმცა ვფიქრობთ, ამ დანაკლის სხვა ბაზრებიდან შევავსებთ. ეს გარემოება მოგვცემს მეტ მოტივაციას, ვაკეთოთ ბევრად უკეთ ის, რასაც ვაკეთებდით.

მოცემული გარემოება მოგვცემს მეტ მოტივაციას, ვაკეთოთ ბევრად უკეთ ის, რასაც ვაკეთებდით და დაგვანახვებს, რომ ერთად დგომა, ერთად ბრძოლა და სისტემურად მოქმედება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ერთ გარემოებასაც მინდა  გავუსვა ხაზიჩვენ უნდა გავმიჯნოთ პილიტიკა ადამიანებისგან. ძალიან ბევრი რუსი მოქალაქის კომენტარი წავიკითხე თუ მოვისმინე. მათ საერთოდ არ მოსწონთ და გმობენ იმას, რაც ხდება. ამიტომ შეფასებებში ცოტა მეტი სიფრთხილე გვმართებს.

ერთად ყველაფერს შევძლებთ. გურამ დოჩანაშვილის სიტყვები მახსენდება:

,,სწორედ ესაა ადამიანისთვის ადამიანიშენ მარტო იყავი, სუსტი და უმწეო და ამიტომ შეგეშინდა. შენთვის ღამე იყო. ხომ ღამე იყო ამ ორიოდე წუთის წინ, ახლა კი, ჩემთან რომ ხარ, ახლა ხომ დღეა? სწორედ ესაა ადამიანისთვის ადამიანი

ადამიანი ადამიანისთვის დღეა…”

თითოეული მომენტი წარმოადგენს ორგანიზების შესაძლებლობას, თითოეული ადამიანი პოტენციურ აქტივისტს, თითოეული წუთი კი შანსს შეცვალო სამყარო.

მურმან ლებანიძის გენიალური ციტატით დავსრულებ:

ფეხზე დაგიდგები ჩემო საქართველო!

დიახ! ფეხზე უნდა დავუდგეთ ჩვენს არაჩვეულებრივ ქვეყანას და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ის სამაგილითო სახელმწიფოდ ვაქციო, რაც ძალიან რეალური მგონია.

 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: