საქართველოში უძრავი ქონების და ტურიზმის საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა | Property Georgia

საქართველოში უძრავი ქონების და ტურიზმის საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა

პირველად საქართველოში უძრავი ქონების და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ყოველწლიური ფორუმიმდგრადი და მედეგი ქალაქების მშენებლობაგაიმართა.  15 ოქტომრის ფორუმის მთავარი მიზანია მსოფლიო რუკაზე, საქართველოს, როგორც უძრავი ქონებისა და ტურიზმის, საერთაშორისო მიმზიდველობის ცენტრად პოზიციონირება

Property Georgia-, FIABCI Georgia- ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს ბანკის პარტნიორობით, გამართულ ფორუმს დაესწრო 300-ზე მეტი დელეგატი მსოფლიოს 15-ზე მეტი ქვეყნიდან.  პანელური დისკუსიების და პრეზენტაციების ფორმატში განხილულ იქნა ისეთი  მნიშვნელოვანი საკითხები როგორებიცაა: მდგრადი ქალაქების მშენებლობის ეკონომიკური შედეგები, ურბანული ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის  განვითარება,  არქიტექტურა მდგრადი განვითარებით ცნობილ წამყვან ქალაქებში, ფინანსებზე წვდომა და ქვეყნების  საინვესტიციო შესაძლებლობები. 

“მდგრადი და მედეგი ქალაქების განვითარების” ფორუმი წამყვანმა გავლენიანმა არქიტექტურული საერთაშორისო მედია საშუალებამ Archdaily გააშუქა. ფორუმის საერთაშორისო პარტნიორები: Dow Jones, Mansion Global, , Financial News, FORBES Georgia, FORBES Woman Georgia, Business Media Georgia,  Busines Partner.  

ფორუმის პანელურ დისკუსიებში მონაწილეობა მიიღო 25-ზე მეტმა საერთასორისო და ადგილობრივმა პრეზენტატორმა და პანელისტმა, მათ შორის: FIABCI-ის უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის მსოფლიო პრეზიდენტს ვალიდ მუსას, “ზაჰა ჰადიდის არქიტექტურული ბიუროს” ასოცირებული დირექტორი კრის ლეპინი, “მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის” პროგრამების მენეჯერი, სონია  ფიგუერასი და სხვები. ღონისძიებას დაესწრნენ სამთავრობო სექტორისა და ბიზნესის, ასევე დიპლომატიური კორპუსუს წარმომადგენლები.  

16-17 ოქტომბერს  50-ზე მეტი ინვესტორისთვის  გაიმართაა უძრავი ქონების საინვესტიციო ტურები თბილისში და რეგიონებში. ტურების მიზანია ინვესტორები გაეცნონ უძრავი ქონების და ტურიზმის საუკეთესო შეთავაზებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ღონისძიების მთავარი პარტნიორები: საქართველოს ბანკი, “გალტ ენდ თაგარტი”, „არეა,”. ფორუმის მხარდამჭერები: საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო,” “საქართველოს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო,” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია,“ “აწარმოე საქართველოში”, “ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია”, “საპარტნიორო ფონდი”, “გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია,“ (UNWTO), “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი,” “საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია” (IFC),  ქოლიერს საქართველო”,   “ფრაის უოთერ ჰაუს კუპერსი საქართველო”, „ალიანს ჯგუფი,“ „ლისი დეველოპმენტი,“  „ბლუ სქაი,“ „არქი“ „შუხმან ვაინს ჯორჯია“,  „ჯეპრა,“ „რემაქს კაპიტალი,“ „ლადუღე,“ „ექსპო ჯორჯია,“ “გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV),”პოლონეთის საინვესტიციო და სავაჭრო სააგენტო  (PAIH).

 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: