სამზარეულოს დიზაინი და გეგმარება | Property Georgia

სამზარეულოს დიზაინი და გეგმარება

Property Design - ის გაყიდვების აღმასრულებელი მენეჯერის ეკა ნაჭყებიას საინტერესო რჩევები სამზარეულოს გეგმარებაზე და დიზაინზე .

"განვაგრძობ თემას სამზარეულოს გეგმარებაზე,ამასთანავე, ცოტა რამ კერამიკულ დეკორზე,როგორც სამზარეულოს დიზაინისა და გეგმარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტზე.

დღეს გთავაზობთ მცირე კოლაჟს, როცა გვინდა თეთრი სამზარეულო, კუთხის გეგმარებით და გვიყვარს ზღვისა და ცის ფერები. სამზარეულოს სივრცე გვაძლევს საშუალებას რომ კუთხის მაღალ სათავსოებში (მაღალი კარადები) მოვათავსოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა და გამოვიყენოთ უამრავი საჭირო ნივთის შესანახად. მეორე კედელი არ გადავტვირთოთ სათავსოებით, ვეცადოთ გამოვიყენოთ დეკორისთვის და თუნდაც დიზაინის თვალსაზრისით თქვენი გემოვნებით შერჩეული გამწოვისთვის (თუმცა გამწოვზე უფრო დეტალურად შემდეგ ბლოგში ვისაუბრებთ).

 რაც შეეხება დეკორს,როგორც უკვე ზევით აღვნიშნე მათთვის, ვისაც უნდა თეთრი სამზარეულო და უყვარს ცის და ზღვის ფერი. საუკეთესო გადაწყვეტილებაა, უკვე ისტორიად ქცეული ლეგენდარული იტალიელი არქიტექტორის და დიზაინერის,Gio Ponti -ის კოლექცია "Blu Ponti"-33 დეკორატიული ფილა გეომეტრიულ და ბუნებრივ მოტივებზე შექმნილი,ლურჯისა და თეთრის შეხამებით. ეს დეკორატიული ფილა პირველად 1960-1962 წლებში იქნა გამოყენებული სხვადასხვა დეკორაციით, მსოფლიოში ნომერ პირველ დიზაინ სასტუმროში Parco die Principi Sorrento-ში.  დღეს ამ დეკორის "Blu Ponti" გამოყენების და რეალიზაციის უფლება აქვს მხოლოდ ერთ იტალიურ ბრენდს Francesco De Maio-ს. შენთვის ვისთვისაც მნიშვნელოვანია,კომფორტი,დიზაინი,დიზაინის ისტორია,საინტერესო იდეები, ერთად დავგეგმოთ და შევქმნათ შენთვის სასურველი გარემო შენს სამზარეულოში."

 

propertygeorgia.ge

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: