“სოლის რეზიდენსი”- მომგებიანი ინვესტიცია პრემიუმ კომპლექსში ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე | Property Georgia

“სოლის რეზიდენსი”- მომგებიანი ინვესტიცია პრემიუმ კომპლექსში ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე

მსოფლიო ტურიზმის გამოცოცხლებას 2021 წლის გაზაფხულიდან ელოდება. დასვენების ინდუსტრია და უძრავი ქონება რომ მომიჯნავე სექტორებია, საქართველოში ეს კარგად ჩანს ბათუმის მაგალითზე, სადაც ბოლო წლებში სასტუმრო-აპარტამენტების ბიზნესი სწრაფი ტემპებით ვითარდება. ტურიზმის გაჯანსაღების პროცესის მოლოდინით, შავიზღვისპირეთის ამ საერთაშორისო კურორტზე გრძელდება ახალი დეველოპერული პროექტების მშენებლობა. პოსტ-პანდემიურ პერიოდში ბათუმის საინვესტიციო შესაძლებლობებს ოპტიმისტურად აფასებენ “სოლის რეზიდენსში”. “ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესების და საერთაშორისო ფრენების აღდგენის პარალელურად, ბათუმში ბინებზე მოთხოვნა გაიზრდება და უძრავი ქონება მიმზიდველ საინვესტიციო აქტივად დარჩება,” აღნიშნა არჩილ ვანაძემ, ,,სოლის რეზიდენსის” გენერალურმა დირექტორმა. მისი თქმით,  აქტიური მარკეტინგული აქტივობების საშუალებით და არსებული გაიდლაინების დაცვით, შესაძლებელი გახდება ბიზნესის ახალ რეალობაში ადაპტირება და სწორი პოზიციონირებით მართვა.

26-სართულიან კომპლექსს, “სოლის რეზიდენსს” დეველოპერული კომპანია “ელიტ ჰაუსი”  ბათუმის ახალ ბულვარში, სანაპირო ზოლის მიმდებარედ აშენებს.

აღსანიშნავია თავად პროექტის სახელწოდება: “სოლის”-ლათინურად მზე. ,,სოლის რეზიდენსი” ეს არის პროექტი ზღვისა და ბათუმის ახალი ბულვარის უნიკალური ხედებით, რომელიც სავსეა მზის ენერგიით,” განაცხადა “სოლის რეზიდენსის” გენერალურმა დირექტორმა. გამომდინარე იქიდან, რომ ჯანსაღი გარემო დღევანდელი ურბანული განვითარების მთავარი გამოწვევაა, მნიშვნელოვანია პროექტის ლოკაცია. კომპლექსიდან 10 მეტრში ბათუმის ახალი ბულვარია - 12 ჰექტარი სარეკრეაციო სივრცე, რაც ცხოვრებას და დასვენებას განსაკუთრებით კომფორტულს ხდის. გარემოზე ზრუნვის ნაწილია პროექტის ენერგოეფექტური მხარეც, რაც მნიშვნელოვანია ტურისტულად აქტიურ ქალაქებში. ,,ჩვენი მიზანი იყო აგვეგო სახლი თანამედროვე ტექნოლოგიებით ბათუმში, ქალაქში, რომელიც ასოცირდება მზესთან, ზღვასთან, ბულვართან და დასვენებასთან; ამავდროულად არის საქმიანი ცენტრი,” განმარტა “სოლის რეზიდენსის” გენერალურმა დირექტორმა.

მთავარი გზავნილი, რაც “სოლის რეზიდენსის” დეველოპერს აქვს პოტენციური მესაკუთრეებისთვის, ეს არის გონივრული ინვესტიცია. გარდა იმისა, რომ ბათუმში უძრავი ქონების ღირებულება ყოველწლიურად მზარდია, აპარტამენტების გაქირავების სერვისი საშუალებას აძლევს მესაკუთრეს მიიღოს საშუალო წლიური 10 %-მდე უკუგება და შეიქმნას მუდმივი შემოსავლის წყარო. სურვილის შემთხვევაში კომპანია თავად უზრუნველყოფს აპარტამენტების გაქირავების სრულ მენეჯმენტს.  

,,სოლის რეზიდენსი” მომავლის ხედვით შენდება. პროექტში გათვალისწინებულია ყველა ის ტექნოლოგიური სიახლე, რაც თანამედროვე ადამიანს ჭირდება მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში. ჭკვიანი სახლის სისტემების და სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით მესაკუთრეს შეეძლება დისტანციურად მართოს აპარტამენტის გაქირავების და დაჯავშნის, ასევე უსაფრთხოების სისტემების კონტროლი.

აპარტამენტის შეძენა შესაძლებელია იპოთეკური სესხით 20 წლამდე ვადით, 4%-იანი სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამით. ხელმისაწვდომია ,,თიბისი კონცეპტის” ექსკლუზიური შეთავაზება, რაც 5%-დან 9%-მდე დამატებით ფასდაკლებას ითვალისწინებს. აპარტამენტების ფართი იწყება 30 კვ.მ-დან, პირველადი შენატანი ღირებულების  მოლოდ 10 %-ია, დარჩენილ ნაწილზე მოქმედებს შიდა უპროცენტო განვადება 36 თვეზე.

პროექტი ბარდება როგორც თეთრი კარკასის ასევე სრულად გარემონტებულ მდგომარეობაში. ამჟამად მიმდინარეობს მშენებლობის პირველი ეტაპი, რაც გულისხმობს სამშენებლო ობიექტზე ხიმინჯების მოწყობის სამუშაოებს. მშენებლობას აწარმოებს საქართველოში უმსხვილესი სამშენებლო კომპანია ,,ანაგი.” ,, ყველაფერი რასაც ვაკეთებთ, ხარისხთანაა კავშირში. „ანაგი“ ქვეყანაში სამშენებლო სექტორის ლიდერია და პოტენციური მყიდველებისთვის გარანტია იმისა რომ დამკვეთის წინაშე აღებული ვალდებულებების პირნათლად შესრულდება და აპარტამენტების მშენებლობა დათქმულ ვადაში დასრულდება, “ აღნიშნა ბატონმა ვანაძემ. “სოლის რეზიდენსის” დასრულების თარიღი 2023 წლის დეკემბერია.

აღსანიშნავია, რომ პროექტის დეველოპერი კომპანია „ელიტ ჰაუსი“ დაფუძნებულია კოპანია „ნოვას“ მმართველი ჯგუფის მიერ, რომელსაც საქართველოში სამშენებლო მასალების იმპორტის და წარმოების 15 წლიანი გამოცდილება აქვს.  

“სოლის რეზიდენსის” განვითარების პარალელურად, 2021 წელს  კომპანიის დღის წესრიგში ახალი პროექტების განხორცილების საკითხიც დგას.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: