TBC Research-ის ანგარიში "COVID-19: აღდგენის დინამიკა" | Property Georgia

TBC Research-ის ანგარიში "COVID-19: აღდგენის დინამიკა"

TBC Reseach- მა გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც საქართველოს ეკონომიკის აღდგენას შეეხება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ თბილისში კოვიდ -19 - ის დაწყების შემდეგ უძრავი ქონების რაოდენობა 2019 წლის მაჩვენებელს არის მიახლოებული. 

თიბისი ბანკში გაცემული იპოთეკური სესხების წლიურმა ცვლილებამ 7% შეადგინა. სესხების გაცემა კი ისევ ინარჩუნებს ზრდის ტენდეციას. 6 ივლისიდან მოყოლებული დღევანდელ დღემდე იპოთეკური სესხების 30% სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციარია. თბილისში ბინების გაყიდვის რეგისტრაციის ზრდის 7 დღის მაჩვენებელი  ამჟამად წ/წ -6%-ს შეადგენს. 

"მიმდინარე ჯავშნებით ივლისში 4% დატვირთულობა ფიქსირდება თბილისში, 15% ბათუმში, 37% კახეთში და 19% სხვა რეგიონებში (ქუთაისის, ბორჯომის და ყაზბეგის ჩათვლით). დატვირთულობა უფრო დაბალია მცირე და საშუალო სასტუმროებში, სადაც კახეთი ლიდერობს 22%-ით. გაუმჯობესება შეინიშნება რესტორნებში უნაღდო ხარჯვაში, ცვლილება ივლისის მეოთხე კვირაში წ/წ  -23%-ს შეადგენს

საგარეო გადარიცხვების ზრდა თიბისი ბანკის არხების მეშვეობით დადებით მაჩვენებელზეა და 20-26 ივლისის კვირაში წ/წ 18%-ს შეადგენს. GOOGLE-ის მობილობის ინდექსი სამუშაო ადგილის და სამგზავრო სადგურების გარდა მეტწილად აღდგენილია" -აღნიშნულია TBC Reseach- ის ანგარიშში

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: