"ტერასა ბათუმის" პრეზენტაცია | Property Georgia

"ტერასა ბათუმის" პრეზენტაცია

ციხისძირში, სასტუმრო “კასტელო მარე”-ში გა­მარ­თულ პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე „ტე­რა­სა ჯგუფ­მა“ პარტნი­ო­რებს,  სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ისა და მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს  პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და. ღონისძიებას უძრავი ქონების პირველი ჰაბის Property Georgia- ს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

„ტე­რა­სა ბა­თუ­მი“ 29 სარ­თუ­ლი­ა­ნი კომ­პლექ­სია და ჯამ­ში, 525 აპარ­ტა­მენტს მო­ი­ცავს. მისი ნა­წი­ლი სას­ტუმ­როს ტი­პის იქ­ნე­ბა, ნა­წი­ლი კი სხვა­დას­ხვა ობი­ექტს მო­ი­ცავს.

პრო­ექ­ტი ბარ­დე­ბა დას­რუ­ლე­ბუ­ლი რე­მონ­ტით, ავე­ჯი­თა და ტექ­ნი­კით, რაც ნიშ­ნავს იმას, რომ ინ­ვეს­ტო­რებს და­მა­ტე­ბი­თი ინ­ვეს­ტი­ცი­ის­თვის ზრუნ­ვა არ მო­უ­წევთ.მა­ღა­ლი კლა­სის აპარ­ტა­მენ­ტე­ბი, სა­ცუ­რაო აუზი, სპორტდარ­ბა­ზი, კაფე - ეს იმ ობი­ექ­ტე­ბი­სა და სერ­ვი­სე­ბის არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რა­საც „ტე­რა­სა ბა­თუ­მი“ ერთ კომ­პლექსში მო­უყ­რის თავს.

კომ­პლექ­სის მშე­ნებ­ლო­ბა უკვე და­ი­წყო და ზღვის­პი­რა ქა­ლაქ ბა­თუმ­ში 2021 წლის აგ­ვის­ტო­ში დას­რულ­დე­ბა.

"ტერასაჯგუფი"  2015 წელს დაარსდა, 2017 წლის რებრენდინგის შედეგად კი სამშენებლო დეველოპერულ ბაზარზე თავი დაიმკვიდრა "ტერასა ჯგუფის" სახელით.  კომპანიამ შეიმუშავა კონცეფცია, რომლითაც ყველა მის არსებულ და დაგეგმილ მშენებლობაზე, ზედა სართულის სრული სივრცე დაეთმობა დამატებით გამწვანების ზონას.  მწვანე სახურავი  მრავალფეროვანი მცენარეებით და გამწვანების შერწყმა არქიტექტურაში, მობინადრეებისთვის მრავალ ბენეფიტთან არის დაკავშირებული.  აღსანიშნავია, რომ გასული 2 წლის მანძილზე "ტერასა ჯგუფმა" თბილისში 5 მშენებლობა დაასრულა, ექვსს კი ამ დროისთვის ახორციელებს.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: