უძრავი ქონების გაქირავება - სად სჯობს ინვესტირება? | Property Georgia

უძრავი ქონების გაქირავება - სად სჯობს ინვესტირება?

უძრავი ქონების გაქირავება უამრავი ადამიანისთვის შემოსავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. მოქალაქეების გარკვეული ნაწილისთვის ინვესტირების ტრადიციული ხერხი უძრავი ქონების შეძენაა გაქირავების მიზნით. დედაქალაქში დიდი პოპულარულობით სარგებლობს სტუდიოს ტიპის ბინები. საინტერესოა რა ღირს ამ ტიპის უძრავი ქონების გაქირავება საქართველოში, სად სჯობს ინვესტირება და რამდენ ხანში შეძლებთ ინვესტიციაზე უკუგების მიღებას.

თბილისში ასეთი ტიპის უძრავი ქონების გაქირავების ფასები ბოლო პერიოდში სტაბილურია, ყველაზე პრესტიჟულ უბნებში, ახალაშენებული ბინის ფასები საშუალოდ 50,000-60,000$ ფარგლებში მერყეობს. თვეში საშუალოდ 400-500$-ად გაქირავების შემთხვევაში ინვესტიციაზე უკუგებას მფლობელი საშუალოდ 10-12 წელიწადში მიიღებს. თუმცა საინტერესოა, რა შედეგს მივიღებთ მაშინ, თუკი თავისუფალი ფულის დაბანდებას დედაქალაქის ნაცვლად აქტიურ ტურისტულ ზონებში გადავწყვეტთ.

თბილისის შემდეგ ყველაზე მოთხოვნად ქალაქად ძიების მიხედვით ბათუმი სახელდება. ეს გასაკვირი არაა, თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ ზაფხულის სეზონზე ბათუმი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საზღვაო კურორტია. ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოს მთავარ საზღვაო კურორტზე უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა 63%-ით გაიზარდა - ამის შესახებ „TBC კაპიტალის“ მიერ ჩატარებულ კვლევაში ვკითხულობთ.

ტრადიციულად ყველაზე ძვირადღირებულ ადგილად სანაპიროს პირველი ზოლი რჩება, სადაც 1კვ.მ საშუალო ფასია 1100$. თუმცა ბათუმი ჯერ კიდევ „ერთი სეზონის“ ქალაქია. ბინების დღიური გაქირავების საშუალო დატვირთულობა ყველაზე მაღალი ივნისში, ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერშია და დაახლოებით 60-80%-ს შეადგენს. ამის გათვალისწინებით, დღიური გაქირავება უფრო შემოსავლიანია, ვიდრე გრძელვადიანი. აქტიურ სეზონზე სტუდიოს ტიპის ბინის დღიური გაქირავების ფასი დაახლოებით 70-80$-ს შეადგენს. შედარებით ნაკლებად აქტიურ სეზონზე, როცა დატვირთულობის 20-30%-იანი მაჩვენებელი ფიქსირდება დღიური გაქირავების ფასი 20-30$-ით განისაზღვრება. ამ მონაცემების გათვალისწინებით ზაფხულის სეზონის 4 თვის 6700$-ს დაემატება ნაკლებად აქტიური პერიოდის 2 თვის (ოქტომბერი, ნოემბერი) 500$, ჯამური შემოსავალი დაახლოებით 7200$-ს შეადგენს. კომუნალური და სხვადასხვა ხარჯების გამოკლებით, 50000$-იან ინვესტიციაზე უკუგებას მფლობელი დაახლოებით 9-10 წელიწადში მიიღებს.

რაც შეეხება გუდაურს, ეს ზამთრის კურორტი საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარულია. თუკი აქ სტუდიოს ტიპის ახალაშენებული ბინის გაქირავებას გადაწყვეტთ, თქვენი დღიური შემოსავალი ზამთრის აქტიურ სეზონზე (დეკემბერი, იანვარი, თებერვალი, მარტი) დაახლოებით 70-80$ იქნება. ზაფხულის განმავლობაში (მაისი, ივნისი, ივლისი, აგვისტო) როცა დატვირთულობა 20-30%-ია, სტუდიოს ტიპის ბინების საშუალო დღიური ფასია 40-50$. თუკი ზამთრის აქტიურ სეზონზე მიღებულ შემოსავალს, დაახლოებით 7200$-ს დავუმატებთ შედარებით ნაკლებად აქტიური სეზონის შემოსავალს - დაახლოებით 1500$-ს, ჯამური წლიური შემოსავალი  8700$-ს შეადგენს. კომუნალური და სხვადასხვა ხარჯების გამოკლებით, 50000$-იან ინვესტიციაზე უკუგებას მფლობელი დაახლოებით 7-8 წელიწადში მიიღებს, რაც როგორც თბილისის, ასევე ბათუმის მაჩვენებელზე უკეთესი შედეგია.  

 

 

 

 

 

 

 

 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: