უძრავი ქონების სექტორის სამოქმედო გეგმა 2020-2021: FIABCI-Georgia მზად არის დაეხმაროს სახელმწიფოს სფეროს გაჯანსაღებაში | Property Georgia

უძრავი ქონების სექტორის სამოქმედო გეგმა 2020-2021: FIABCI-Georgia მზად არის დაეხმაროს სახელმწიფოს სფეროს გაჯანსაღებაში

უძრავი ქონების პროფესიონალთა ფედერაცია, FIABCI-Georgia სექტორის მედეგობის შენარჩუნებასა და COVID-19-ის პოსტ-კრიზისულ პერიოდში,  ეკონომიკური სფეროს გაჯანსაღების  სტრატეგიულ მიმართულებებზე აქტიურ მუშაობას განაგრძობს და გამოთქვამს მზადყოფნას დაეხმაროს სახელმწიფოს და საზოგადოებას ქმედითი ღონისძიებებით, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით.

წარმოგიდგენთ FIABCI-Georgia-ს მმართველების და ფედერაციაში ჩამოყალიბებული 9 კომიტეტის ხელმძღვანელის ხედვას.

propertygeorgia.ge

ქეთი ტაბატაძე, FIABCI-Georgia-ს პრეზიდენტი, Property Georgia-ს მმართველი პარტნიორი

FIABCI-Georgia მზადყოფნას გამოთქვამს სექტორულ ასოციაციებთან, ფედერაციის წევრებთან და შესაბამის კომიტეტებთან ერთად, აქტიურად ჩაერთოს ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესებში უძრავი ქონების სექტორის კუთხით. ჩვენი მიზანია მოსალოდნელი ნეგატიური გავლენების შესამსუბუქებლად და  ცვლილებებზე დროული ადაპტირებისთვისთვის სექტორის ხმა  მივაწოდოთ სახელმწიფო უწყებებს რელევანტური საკანონმდებლო ინიციატივების თუ სფეროს წამახალისებელი პროგრამების შესამუშავებლად. FIABCI-ის მხარდაჭერით და ფედერაციის ადგილობრივი წევრების ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ ვაძლიერებთ საქართველოს პოზიციონირებას უძრავი ქონების საერთაშორისო რუკაზე.

პოსტ-პანდემიურ პერიოდში FIABCI-Georgia-ს მთავარი ამოცანაა საქართველო დარჩეს კონკურენტუნარიანი ქვეყანა და სექტორი იყოს კვლავ მიმზიდველი უცხოელი ინვესტორებისთვის, დამატებით გამოვკვეთოთ ახალი შესაძლებლობები როგორც უძრავი ქონების, ასევე მის მომიჯნავე სტუმარპასპინძლობის სფეროში.

 

propertygeorgia.ge

ნუცა აბრამიშვილი, FIABCI-Georgia-ს ვიცე-პრეზიდენტი, Schuchmann Wines Georgia-ს გენერალური დირექტორი

2020 წელი იქნება ახალგაზრდა ტურისტების და ბიზნესმოგზაურების წელი. გაჩნდება შესაძლებლობა, რომ ქვეყანამ ახალი ნაკადები მოიზიდოსუძრავი ქონების და ტურიზმის სექტორისთვის მნიშვნელოვანია “უსაფრთხო კორიდორისარსებობა და მისი უსაფრთხო განსაზღვრება. 2020 ში ჩვენ ზომიერი ტურისტების ნაკადები გვექნება და ტურისტების ასაკი იქნება გაახალგაზრდავებული. ბიზნეს მოგზაურებისთვის ჩვენი ფედერაცია თემატურ კომიტეტებთან ერთად მუშაობს სტრატეგიულ მიმართულებებზე. ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის ამაღლება, ქვეყნის საინვესტიციო პერსპექტივების შეხსენება მსოფლიოსთვის. სწორედ ამ მიზნით, უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოსაზიდად, მზადდება საერთაშორისო კამპანია, სადაც ჩართულნი არიან ქვეყნის წამყვანი დეველოპერები, FIABCI-Georgia- წევრები

 

propertygeorgia.ge

იკა ქარდავა, FIABCI-Georgia-ს დამფუძნებელი, Property Georgia-ს მმართველი პარტნიორი.

COVID-19- ის პანდემიამ უდავოდ შეცვლა ჩვენი ცხოვრების და მუშაობის წესი, რაც ახლებურად ისახება უძრავი ქონების სექტორზე, მომხმარებლების და ინვესტორების განწყობებზე. თავს იჩენს ახალი ტენდენციები, რომლებიც ჩვენი ახლებური ნორმის ნაწილი ხდება. ბოლო 10 წლის განმავლობაში უძრავი ქონების სექტორის ჩამოყალიბებაზე  გავლენას ახდენს რამოდენიმე მეგა ტრენდი - ურბანიზაცია, ტექნოლოგიები, მდგრადობა, ინვესტიციების და კორპორაციული აუთსორსინგის ზრდა.   FIABCI-Georgia, უძრავი ქონების უმსხვილესი საერთშორისო ფედერაციის წარმომადგენლობა და Property Georgia - სექტორის პირველი ექსპერტული გზამკვლევი  აქტიურად მუშაობს ყველა აღნიშნულ მიმართულებაზე.

FIABCI-Georgia-ს ახლად შექმნილი კომიტეტების მიზანია  ერთიანი გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება უძრავი ქონების სექტორისთვის ადგილობრივი და საერთაშორისო საინვესტიცო პოტენციალის ამაღლების და განვითარებისთვის, ასევე ეკოსისტემის გასაუმჯობესებლად.

 

FIABCI-Georgia-ს კომიტეტების სამოქმედო გეგმა 2020-2021

საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტი

propertygeorgia.ge

თემურ ბიწაძე, ბიზნესის განვითარების და საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი - “ალიანს ჯგუფი”

FIABCI-Georgia-ს  უშუალო ინიციატივით, შევქმენით საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტი, სახელწოდებით Economic Ambassador, რომლის მთავარი მიზანია უძრავი ქონების სფეროს ეკონომიკური ასპექტების წამოწევა და ამ სექტორის, როგორც საინვესტიციოდ მიმზიდველი დარგის, პოზიციონირება საერთაშორისო ბაზარზე.

ჩვენი კომიტეტი უახლოესი 1 თვის განმავლობაში გეგმავს FIABCI-ის ქსელის გამოყენებას, ისევე როგორც დამატებითი არხების მოძიებას კომიტეტის წევრი კომპანიების წარმომადგენლების შუამდგომლობით, რათა მოხდეს პოტენციური ინვესტორების მოძიება და მათზე სპეციალურად მორგებული წერილის გაგზავნა. ამ წერილში საქართველო წარმოჩენილი იქნება როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა პანდემიასთან ბრძოლის კუთხითა და საინვესტიციო მიმართულებით, ხელისუფლების ეფექტური რეფორმებისა დ ეკონომიკური მაჩვენებლების პრეზენტაციის გზით. ამ წერილით დაინტერესებულ პირებს კი მოვიწვევთ სპეციალურად გამართულ ვებინარზე, რომელიც ივნისის პირველ ნახევარში გაიმართება. დელეგატების სახით აქტიურ ჩართულობას ველოდებით ევროპიდან, ამერიკიდან, აზიიდან დაახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან, რომელთაც უკვე გამოავლინეს მაღალი ინტერესი.

 

რეგულაციების გავლენის შეფასება და საკანონმდებლო ინიციატივები

propertgeorgia.ge

ნიკა ნანუაშვილი, იურიდიული  დირექტორი - “საქართველოს ბიზნეს ასოციაცია”

საკანონმდებლო ინიციატივების კომიტეტის მიზანია საქართველოში უძრავი ქონების სექტორის მარეგულირებელი ჩარჩო კანონმდებლობის განვითარებისა და დახვეწის ხელშეწყობა, რათა ერთის მხრივ საკანონმდებლო ბაზა დაუახლოვდეს საერთაშორისო, თანამედროვე მოთხოვნებს, მეორეს მხრივ კი შენარჩუნებული იქნეს სიმარტივე და მოქნილობა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოსტ-პანდემიურ, კრიზისულ პერიოდში გამოწვევებთან გასამკლავებლად.

უძრავი ქონების ბაზარი, როგორც ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მოცულობითი დარგი, მჭიდროდაა დაკავშირებული და დიდწილად განაპირობებს ეკონომიკის სხვა სფეროების წარმატებას; სწორედ ამიტომაა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ამ სფეროში ხელსაყრელი რეგულატორული პოლიტიკის გატარებით და მარტივი ადმინისტრირებით ინვესტიციების მაქსიმალური ხელშეწყობა და წახალისება.

 

ინოვაციური მდგრადი და მედეგი მშენებლობისა და ურბანისტიკის კომიტეტი

propertygeorgia.ge

მამუკა სალუქვაძე, აღმასრულებელი დირექტორი - “სითი ინსტიტუტი საქართველო.”

პოსტ-პანდემიურ პერიოდში ვმუშაობთ 3 ძირითადი მიმართულებით:

ქალაქის კეთილდღეობის ინდექსის განსაზღვრის მიზნით, გაეროს ჰაბიტატის პროგრამისა და FIABCI-ის თანამშრომლობის ფარგლებში, კომიტეტი, საქართველოს თვითმმართველობის ორგანოებთან, FIABCI-Georgia-ს წევრი ორგანიზაციების, შესაბამისი პროფილის უმაღლესი სასწავლებლების, სპეციალისტებისა და Colliers Georgia-ს ექსპერტების ჩართულობით, მოახდენს ე.წ. „ურბანული ობსერვატორიის“ შექმნის  ინიცირებას, რომელიც ურბანული ინდიკატორებით ქალაქების სისტემატურ კვლევასა და  შეფასებას, აგრეთვე ურბანული განვითარების მონიტორინგს განახორციელებს.

ურბანული მოწყობა მიჩნეულია საქალაქო გარემოს მართვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინსტრუმენტად.  კომიტეტმა, თავის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანად დაისახა, პოსტპანდემიურ პერიოდში, მდგრადი და მედეგი ქალაქგეგმარებითი ღონისძიებების ინიცირება და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება ყველა მნიშვნელოვან ინტერეს-ჯგუფთან/ სტეიკჰოლდერებთან.

მდგრადი და სტაბილური საცხოვრისის საკითხი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია კომიტეტისათვის, რაზეც თავის მხრივ მუშაობს  FIABCI-იც. საქართველოში USAID-ს მხარდაჭერით  ხორციელდება პროექტი საქართველოში საცხოვრისის სტრატეგიისა და პოლიტიკის დოკუმენტის შესამუშავებლად, შექმნილია სამთავრობო კომისია და სამუშაო ჯგუფი.  კომიტეტის ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს აქტიური მონაწილეობა სამუშაო ჯგუფში, რაც გაამარტივებს  რეკომენდაციებისა/შენიშვნების მიწოდებას მთავრობისათვის.

 

განათლება მასპინძლობის სფეროში

propertygeorgia.ge

მანანა უგულავა, მმართველი პარტნიორი - მასპინძლობის სკოლა Les Roches

კომიტეტის მიზანია,მონაწილეობა მიიღოს საქართველოში მასპინძლობის - ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორის განათლების კუთხით განვითარებაში. გაეროს მსოფიო ტურიზმის ორგანიზაციის ყველა რეკომენდაციაში მთავარი ადგილი უკავია ადამიანურ კაპიტალს და ადამიანების უნარების განვითარებას. სწორედ ეს არის სექტორის წარმატების მთავარი ინსტრუმენტი. ჩვენს მიერ დაგეგმილი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში ჩაერთვებიან ისეთი ორგანიზაციები, როგორებიცაა - გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აკადემია და შვეიცარიული მასპინძლობის მოწინავე სკოლები Les Roches და SHL.

 

ინოვაციური ტექნოლოგიები და ციფრული ტრანსფორმაცია უძრავ ქონებაში

propertygeorgia.ge

თამარ რამიშვილი, დეველოპმენტის პროდუქტების განვითარების განყოფილების უფროსი-m2

კომიტეტის მიზანია უძრავი ქონების სექტორში მოღვაწე კომპანიებში ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობა, ადგილობრივი IT კომპანიებისა და სტარტაპებისთვის უძრავი ქონების სექტორის ინოვაციური საჭიროებების გაცნობა და ადგილობრივი IT რესურსებით ინოვაციური გადაწყვეტების შეთავაზება საქართველოში არსებული სამშენებლო-დეველოპერული კომპანიებისთვის თუ უძრავი ქონების სააგენტოებისთვის და, შემდგომში, მსოფლიო ბაზარზე მათი პროდუქტების გატანის ხელშეწყობა.

არანაკლებ საყურადღებოა ინოვაციების გამოყენების როლის ზრდა ეკოლოგიაზე ზრუნვის თვალსაზრისით. ამ მხრივ მნიშვნელოვანია მოხდეს მსოფლიოში აპრობირებული და ახალი პრაქტიკების გაცნობა და დანერგვა საქართველოში სამშენებლო სექტორის მხრიდან გარემოზე ზემოქმედების შემცირების მიზნით.

 

რეალტორთა საქმიანობა

propertygeorgia.ge

მარიამ დემურია, თავმჯდომარე - "საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია"

კომიტეტის მიზანია რეალტორთა საქმიანობის განვითარება. ეს ნიშნავს ხელი რეალტორის პოპულარიზაციის ხელის შეწყობას და ცნობადობის ამაღლებას საქართველოში. ასევე, რეალტორთა კომიტეტი სხვა დანარჩენ კომიტეტებში საბროკერო საქმიანობის ინტერესების გატვალისწინებით წამოაყენებს შესაბამის ინიციატივებს და პრიორიტეტებს.

 

მომავალი პროფესიონალების მხარდაჭერა

propertygeorgia.ge

ქეთევან ფაჩულია, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი -“დირსი”

FIABCI Georgia-ში შეიქმნა ახალგაზრდა პროფესიონალთა მხარდაჭერის კომიტეტი, რომლის მიზანია უძრავი ქონების სფეროს, მისი პერსპექტივების ახალგაზრდებისთვის გაცნობა და მათ შემდგომი სტაჟირების/დასაქმების პერსპექტივით. 

კომიტეტის ამოცანაა ახალგაზრდებისთვის უზრუნველყოს წვდომა და შესაძლებლობები უძრავი ქონების სფეროზე სხვადასხვა მიმართულებით, მუშავდება კონკრეტული პროექტები, რომელიც გაითვალისწინებს არსებულ რეალობას და ფოკუსირებული იქნება ურთიერთსასარგებლო პრაქტიკის დანერგვაზე. 

 

განათლება უძრავ ქონებაში

propertygeorgia.geნატო ბოჭორიშვილი, საქართველოს უძრავი ქონების მართვის ჯგუფის აღმასრულებელი დირქტორი 

კომიტეტის მიზანია უძრავი ქონების შესახებ სხვადასხვა საინტერესო ონლაინ შეხვედრების და სასწავლო კურსების ორგანიზება, რომელიც დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს აიმაღლონ კვალიფიკაცია და მიიღონ სასარგებლო რჩევები და რეკომენდაციები. კომიტეტი მოიცავს როგორც უძრავი ქონების სექტორში დასაქმებული პირებისთვის საინტერესო აქტივობების დაგეგმვას, ასევე სტუდენტებისა და სხვადასხვა სექტორში დასაქმებული, მაგრამ უძრავი ქონების მიმართულებით დაინტერესებული პირებისთვის სხვადასხვა პროექტების შეთავაზებას.

 

FIABCI-ის შესახებ

FIABCI, უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაცია 69 წელია მსოფლიო ბაზარზე  (70-მდე ქვეყანაში) უძრავი ქონების პროფესიონალთა ყველაზე მსხვილი გაერთიანებაა და მოიცავს სექტორს 360 გრადუსით: არქიტექტორები, პროფილური ასოციაციები და აკადემიური ინსტიტუტები, ბროკერები, სამშენებლო-დეველოპერები, ზოგადი ბიზნეს მომსახურების  პროვაიდერები, ინვესტორები და საფინანსო ინსტიტუტები, ადგილობრივი და საჯარო მმართველობები და სხვა. ფედერაცია აქტიურად თანამშრომლობს გაეროს დასახლებების პროგრამასთან (UN Habitat) რამდენიმე ქვეყანაში ისეთი მნიშვნელოვანი ინიციატივების კუთხით, როგორიცაა ქალაქის კეთილდღეობის ინდექსი (City prosperity index).

FIABCI-Georgia-ს შესახებ

FIABCI-Georgia - უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის 50-ე წარმომადგენლობა პირველად რეგიონში  2019 წლის ივნისში დაფუძნდა უძრავი ქონების ჰაბის, Property Georgia-ს ინიციატივით და სექტორის წამყვანი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების მხარდაჭერით. ფედერაცია აერთიანებს 24  წევრ კომპანიას ,მათ შორის ქვეყანაში მოქმედ ყველაზე მსხვილ სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიებს, საერთაშიროსო საბროკერო კომპანიებს, რომლებიც საქართველოს ბაზარზე ოპერირებენ, მემორანდუმის საფუძველზე თანამშრომლობს ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოსთან “აწარმოე საქართველოში”,  ყავს მოწვეული საპატიო უცხოელი და ქართველი ექსპერტები. ფედერაციის საქართველოში დაფუძნების პირველივე წელს თბილისში ჩატარდა ორი მსხვილი საერთაშორისო ღონისძიება: “ენერგოეფექტურობა მშენებლობაში” და “მდგრადი და მედეგი ქალაქების მშენებლობა”.

 

 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: