უპრეცედენტო შეთავაზებები “დირსისგან” შეიძინეთ დასრულებული ბინები და ისარგებლეთ ინოვაციური პროდუქტებით! | Property Georgia

უპრეცედენტო შეთავაზებები “დირსისგან” შეიძინეთ დასრულებული ბინები და ისარგებლეთ ინოვაციური პროდუქტებით!

ქეთი ტაბატაძე

თბილისის ყველაზე დიდ საცხოვრებელ კომპლექს “დირსიში” ბინის შეძენის მსურველებს უპრეცედენტო სიახლეები ელით. დედაქალაქის ყველაზე მასშტაბური საცხოვრებელი პროექტის დეველოპერი AS Georgia, რომელიც რეგიონის ერთ-ერთი უძლიერესი დეველოპერული ჰოლდინგის AS Group Investment-ის შვილობილი კომპანიაა, ქართულ ბაზარზე ახალ უნიკალურ პროდუქტებს წარადგენს. პირველად საქართველოში “ქალაქი ქალაქში“ კონცეფციით აშენებულ კომპლექსში მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა ინოვაციური პროდუქტით “იჯარა გამოსყიდვის უფლებით” ისარგებლოს.  

როგორც კომპანიაში Property Georgia-სთან საუბარში აცხადებენ, დამქირავებელთან 11დან 24 თვის ვადით ფორმდება ხელშეკრულება, დაქირავებული საცხოვრებელი ფართის შეძენის სურვილის შემთხვევაში კი გადახდილი იჯარის 60% გამოაკლდება მთლიანი ბინის ღირებულებას.

იჯარასთან დაკავშირებით, “დირსიში” კიდევ ერთი ახალი პროდუქტი აქვთ- “გაქირავებული ბინის გამოსყიდვა”, რომელიც დამქირავებლისგან გადახდილი თანხის მყიდველისთვის ჩათვლას გულისხმობს. “მყიდველს შეუძლია მოელაპარაკოს დამქირავებელს და ის თანხა, რასაც დამქირავებელი იხდის ყოველთვიურად, ჩაეთვალოს მყიდველს,”  განმარტავენ “დირსიში”.

ბინის შეძენა “დირსის” კომპლექსში, კომპანიის მესვეურების თქმით, სრულად არის მორგებული მომხმარებლის ინეტრესზე. ახალი 3-წლიანი უპროცენტო შიდა განვადებაც სწორედ რომ ამ მიმართულებით შემუშავებული მორიგი ახალი პროდუქტია. “დირსიში” ბინის შეძენის მსურველები, რომლებიც აღნიშნული პროდუქტით ისარგებლებენ პირველადი შენატანის სახით სრული თანხის მხოლოდ 10%-ს გადაიხდიან, დარჩენილი 90% კი 36 თვეზე გადანაწილდება. როგორც დეველოპერი აღნიშნავს,  “პროდუქტი უნიკალური იმით არის, რომ უკვე აშენებულ და გარემონტებულ ბინებს ეხება. შესაბამისად, მყიდველს 100%-იანი გარანტია აქვს, რომ ბინა საცხოვრებლად მზად არის.”

“დირსის” სიახლეები აქვს კორპორატიული კლიენტებისთვისაც, რაც გულისხმობს   ფასდაკლებას ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში და შიდა განვადების სპეციალურ პირობებს, რაც ინდივიდუალურია და დამოკიდებულია კონკრეტულ კორპორატიული კლიენტზე.

თბილისის ყველაზე დიდ საცხოვრებელ კომპლექსში უპრეცედენტო სიახლეები ყველასთვისაა, “დირსის” უპრეცედენტო პროდუქტების სიახლეების შემუშავებისას არც ემიგრანტები და  უცხო ქვეყნის მოქალაქეები დავიწყებიათ. სპეციალურად მათთვის კომპანიაში მოქმედებს 2 წლიან შიდა განვადება, ნებისმისმიერი კონდიციის ბინის შერჩევისას პირველადი თანამონაწილეობა კი შეადგენს 30%-ს, რაც შეეხება დარჩენილ თანხას, 70%-ის გადანაწილება ხდება წინასწარი მოლაპარაკების საფუძველზე. ამ შემთხვევაშიც, კომპანიაში აცხადებენ, რომ “დირსის” უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ ყველა კორპუსი აშენებულია და მზად არის საცხოვრებლად: “ემიგრანტი/უცხო ქვეყნის მოქალაქე ბინის შეძენისა და შიდა განვადების გაფორმების დღესვე იღებს გასაღებს და ეძლევა ცხოვრების უფლება.”

ახალი უნიკალური მოქნილი პროდუქტებით სარგებლობის შესაძლებლობა ფართოდ ხელმისაწვდომს ხდის ცხოვრებას თბილისის ყველაზე მყარ და კომფორტულ საცხოვრებელ კომპლექსში, სადაც ჯანსაღი ცხოვრებისთვის საჭირო ინფრატსრუქტურა მორგებულია ყველა ასაკის ადამიანზე. საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე ჯამში 20 ჰექტარზე მეტი გამწვანებული და სარეკრეაციო ზონის მოწყობაა გათვალისწინებული.  “დირსი” ეს არის „მინი ქალაქი, სადაც საცხოვრებელ კორპუსებთან ერთად სოციალურ-საყოფაცხოვრებო და ინჟინერული ინფრასტრუქტურის ობიექტებია განთავსებული: საბავშო ბაღები, სკოლები, სავაჭრო-გასართობი ცენტრი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტები, სამედიცინო ცენტრი, კეთილმოწყობილი ეზო და საბავშვო სათამაშო მოედნები-ყველაფერი რაც საჭიროა ქალაქისთვის. “დირსი” ყველაზე მასშტაბური საცხოვრებელი კომპლექსია საქართველოში, რომელიც ამჟამად აერთიანებს 11 კორპუსს, 22 ბლოკსა და 2691 ბინას დასრულებული რემონტით.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: