Primelist Global აერთიანებს უძრავი ქონების პირველადი ბაზრისთვის შექმნილ ინოვაციურ სერვისებს და ქმნის ერთიან ეკოსისტემას დეველოპერული კომპანიების, ინვესტორებისა და ბროკერებისათვის. გუნდის 30-წლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით, კომპანიას ბაზარზე საერთაშორისო სტანდარტების პროდუქტები და თანამედროვე ტექნოლოგიები შეაქვს.
კომპანიის პორტფელი სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს:
- Primelist Invest – პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ინვესტორებს პირველადი უძრავი ქონების ბაზარზე საინვესტიციო პორტფელების პროფესიონალურ მართვასა და სრულ მხარდაჭერას სთავაზობს — კაპიტალის ზრდის, სტაბილური საიჯარო შემოსავლისა თუ ჰიბრიდული სტრატეგიების მიმართულებით.
- Primelist.ge –(coming soon) ინოვაციური B2B Live პლატფორმა უძრავი ქონების პროფესიონალებისთვის, რომელიც უზრუნველყოფს პირდაპირ წვდომას პირველადი ბაზრის აქტუალურ მონაცემთა ბაზებთან, დეტალური ძებნის ფუნქციონალსა და გაყიდვების ავტომატიზაციის ინსტრუმენტებთან.
- Primelist Consulting – საკონსულტაციო მიმართულება, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო დეველოპერებს პროექტების კონცეფციების ჩამოყალიბებაში, ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციასა და კომერციულ თუ ტექნიკურ მხარდაჭერაში ეხმარება.
Primelist Global-ის მისიაა საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის საინვესტიციო მიმზიდველობის გაზრდა და ადგილობრივი თუ საერთაშორისო პარტნიორებისთვის ექსკლუზიურ, აქტუალურ შეთავაზებებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.




