თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი “მონოლით გრინ სითი” თბილისის ისტორიულ უბანში, ორთაჭალაში შენდება. ულამაზესი პანორამული ხედებითა და დენდროლოგიური ბაღებით გარშემორტყმული კომპლექსი 10 ჰექტარზეა განთავსებული და 21 საცხოვრებელ ბლოკს მოიცავს. კომპლექსის ტერიტორიაზე მობინადრეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება სარეკრეაციო პარკი, ბავშვთა სათამაშო სივრცეები, სასეირნო, სარბენი და ველო ბილიკები, სპორტული მოედნები და აუზი, კომერციული ობიექტები, საბავშვო ბაღი და სკოლა, რაც მობინადრეებს მშვიდი და კომფორტული ცხოვრების შესაძლებლობას მისცემს.
“მონოლით გრინ სითი”-ს კომპლექსის მშენებლობისას გამოიყენება მხოლოდ მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, რაც კომუნალური გადასახადების 40%-მდე დაზოგვას უზრუნველყოფს. საცხოვრებელი კომპლექსი ბარდება თეთრი კარკასის მდგომარეობით, მშენებლობის დროული ვადებისა და უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით.