დეკა “ლისი” პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსია, სადაც ბუნება, ხარისხი და ყოველდღიური ცხოვრების კომფორტი ერთმანეთს ბუნებრივად ერწყმის. დეკა ლისი ავთო ვარაზის №36-ში, ქალაქის ხმაურისგან მოშორებით, ლისის ტბიდან 4 წუთის სავალზე, ბუნებრივად მწვანე გარემოში შენდება.
პროექტი სრულად პასუხობს თანამედროვე ადამიანის ცხოვრების სტილსა და გამოწვევებს, ეს არის მყუდრო საცხოვრებელი სივრცე ურბანული ქაოსისგან მოშორებით, თუმცა ქალაქის ცენტრთან ახლოს.
მშენებლობის ხარისხი
მშენებლობას ახორციელებს ქვეყანაში წამყვანი სამშენებლო კომპანია “ანაგი”, სამშენებლო პროცესში კი გამოყენებულია:
- ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა მასალები;
- ავსტრიული ბრენდის Doka-ს საყალიბე და უსაფრთხოების სისტემები. სტანდარტი, რომელიც უზრუნველყოფს ბეტონის მაქსიმალურ გეომეტრიულ სიზუსტესა და გამძლეობას;
- კატეგორიის წამყვანი ამერიკული ბრენდის “Otis”-ის ლიფტები;
- ალუმინის უმაღლესი ხარისხის კარ-ფანჯარა.
კომპლექსის მართვა
საცხოვრებელი სივრცის პროფესიონალურ მენეჯმენტს უზრუნველყოფს ბენე კომფორტი, საქართველოში წამყვანი კომპანია სამრეწველო და საცხოვრებელი ობიექტების მართვაში, რომელიც 40 000-ზე მეტ მოქალაქეს ემსახურება და კომპლექსის სტაბილურ ფუნქციონირებასა და მაცხოვრებელთა კომფორტს 24-7-ზე უზრუნველყოფს.







