FIABCI Prix d’Excellence-ის საერთაშორისო დაჯილდოების პირველ ეროვნულ გალა-ღონისძიებაზე, ჩვენმა კომპანიამ „ ვილა რეზიდენსი“, პროექტით „კრწანისი რესორტ რეზიდენსი“ ორ ნომინაციაში მიიღო მონაწილეობა და ორივეში გაიმარჯვა. აღნიშნული ნომინაციები გახლდათ: დაბალსართულიანი შენობები და კურორტული დასახლება.
28 ოქტომბერს FIABCI-Georgia-ს მიერ გამართული დაჯილდოება და კონფერენცია დეველოპერული სექტორისთვის უმნიშვნელოვანესი იყო, როგორც მჭიდრო კავშირების დამყარებისა და ურთიერთობების გაღრმავებისთვის, ასევე ბაზარზე მაღალი ხარისხის მწვანე პროექტების წახალისებისთვის.
კრწანისი რესორტ რეზიდენსი 20 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე ვითარდება, სადაც 3 საცხოვრებელი ფაზის მშენებლობა წარმატებით დავასრულეთ, ადგილზე განთავსებულია ვილები, თაუნჰაუსები, 5-6 სართულიანი საცხოვრებელი ბლოკები და აქტიურად მიმდინარეობს მომდევნო ფაზების განვითარება.
მობინადრეები სარგებლობენ კომპლექსში არსებული აუზებით, ფიტნეს დარბაზით, ჩოგბურთის, ფეხბურთის, კალათბურთის მოედნებით, გამწვანებული სკვერებით, საჯინიბოთი, კაფე ,,ოლივათი“. ასევე, გვაქვს სახურავზე განთავსებული აუზი სხვადასხვა სახის ღონისძიებების მოსაწყობად. კომპლექსის ფარგლებში მობინადრეებს ვთავაზობთ სრულ სერვისს, რაც მოიცავს 24-საათიან დაცვას და ვიდეოკონტროლს, გამწვანებას, აუზების მოვლას, ღია და დახურული სივრცეების დასუფთავებას, კონსიერჟისა და ტექნიკური ჯგუფის მომსახურებას.
ვილა რეზიდენსი, როგორც ეროვნული გალა-დაჯილდოების გამარჯვებული, 2023 წლის ივნისში საერთაშორისო კონკურსზე წარსდგება მაიამიში FIABCI World Prix d’Excellence დაჯილდოებაზე, რომელსაც უძრავი ქონების ოსკარების სახელით ვიცნობთ. ღონისძიების ფარგლებში მოგვეცემა საშუალება საერთაშორისო ასპარეზზე წარვსდგეთ წარმატებული ქართული პროექტით.
აღსანიშნავია, რომ ,,ვილა რეზიდენსის“ მამოძრავებელი ძალა ბედნიერი მობინადრეა, რომლის ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილი კომპლექსში გადმოსვლის დღიდან ხდება მწვანე, ჯანსაღი გარემო და ამავდროულად სპორტულად აქტიური ცხოვრების სტილი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვქმნით საუკეთესო გარემოს და მრავალფეროვან ინფრასტრუქტურას, რომელშიც ერთიანდება:
- 5 ჰექტარი რეკრეაციული ზონები;
- ოქროსფერი ქვიშის აუზი, ზღვის ტალღების იმიტაციით;
- სპა;
- სპორტული აქტივობები (ფიტნეს დარბაზი, საჯინიბო, ბილიარდი, მინი გოლფის, ქვიშის ფრენბურთის, ფეხბურთის, კალათბურთის, ჩოგბურთის ღია და დახურული მოედნები);
- ბავშვთა გასართობი სივრცეები;
- სასტუმრო და ბრენდული აპარტამენტები;
- სკოლა და საბავშვო ბაღი;
- ველობილიკები;
- ამფითეატრი;
- კომერციული შენობები (ჰიპერმარკეტი, კინოთეატრი, კაფე-რესტორნები, სალონი, აფთიაქი, მაღაზიები და ა.შ).
მნიშვნელოვანია აღვნიშნო, რომ მშენებლობის დასრულებამდე უკვე მოწყობილია რეკრეაციული ზონებისა და ინფრასტრუქტურის უდიდესი ნაწილი, რაც ნიშნავს იმას, რომ მობინადრე გადმოსვლის დღიდანვე შეძლებს გარე სივრცეებით სარგებლობას.
მიგვაჩნია, რომ სექტორისთვის თანამედროვეობის მთავარი გამოწვევა მწვანე მშენებლობაა, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან ჰარმონიული შერწყმის საშუალებას მისცემს. შესაბამისად, ჩვენი მისიაა შევქმნათ თანამედროვე სახლები თანამედროვე ადამიანებისთვის და მხარი დავუჭიროთ ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, ცოცხალი უბნების გაჩენას ქალაქში.