City Institute Georgia-ს დირექტორი, ბატონი მამუკა სალუქვაძე FIABCI- Georgia Prix d’ Excellence დაჯილდოების შესახებ | Property Georgia

City Institute Georgia-ს დირექტორი, ბატონი მამუკა სალუქვაძე FIABCI- Georgia Prix d’ Excellence დაჯილდოების შესახებ

უძრავი ქონების პროექტების პირველი ეროვნული დაჯილდოება-FIABCI-Georgia Prix d’Excellence Awards 2022 უთუოდ საეტაპო მოვლენაა არამხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანი რეგიონის უძრავი ქონების ბაზრის შემდგომი განვითარებისათვის. ეს არის უძრავი ქონების ოსკარები, რომლის მიღებაც სექტორში ლიდერობას ნიშნავს! 

ამგვარი პრესტიჟული კონკურსების ნაკლებობას ნამდვილად განიცდის საქართველო და მოხარული ვარ, რომ დღეს უკვე გაჩნდა მნიშვნელოვანი მოტივაცია უძრავი ქონების სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისა და კომპანიებისათვის, რათა მათი ნამუშევრები არამხოლოდ ფინანსურად, არამედ ვიზუალურად, ეკოლოგიური მდგრადობის თვალსაზრისით და სხვა უმნიშვნელოვანესი პარამეტრების გათვალისწინებით, კონკურენტუნარიანნი გახდნენ საერთაშორისო ბაზარზე და პრეტენზია ჰქონდეთ საერთაშორისო ჯილდოებზე.

propertygeorgia.ge

ჩემთვის დიდი პატივია, რომ FIABCI-Georgia National Prix d’Excellence პირველივე ეროვნულ დაჯილდოებაზე, ნომინაციაში „გენერალური გეგმა“, ოქროს ჯილდო და გამარჯვება სწორედ City Institute Georgia-ს და ჩვენი ქართველი, გერმანელი და ფრანგი პარტნიორების მიერ შემუშავებულ პროექტს - „ქალაქ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა“ ხვდა წილად. ბედნიერი ვარ, რომ  წარმომადგენლობითი საერთაშორისო ჟიურის გადაწყვეტილებით, ქალაქ თბილისის მოქმედი გენერალური გეგმა შეფასდა როგორც სიცოცხლისუნარიანი, მდგრადი განვითარების, მედეგი, საცხოვრებლად ვარგისი და მწვანე პრინციპების მატარებელი პროექტი. 

დიდი მადლობა FIABCI-Georgia-ს პრეზიდენტს ქალბატონ ლიკა ქარდავას და მთელ გუნდს ამ უნიკალური შესაძლებლობის უმაღლეს დონეზე ორგანიზებისა და ჩატარებისათვის, დიდი მადლობა საერთაშორისო ჟიურის, ობიექტურობისა და მაღალი პროფესიონალიზმისათვის.  ვულოცავ დაჯილდოების ყველა მონაწილესა და გამარჯვებულებს და მომავალ წარმატებებს ვუსურვებ. ვიმედოვნებ, რომ აუცილებლად შევხვდებით მომავალ წელს, რიგით მეორე დაჯილდოვებაზე, ახალი, საინტერესო და ამბიციური პროექტებით.

propertygeorgia.ge

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: