,,ფიაბცი-საქართველოს” მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, თბილისში FIABCI Prix d’ Excellence-ის პირველი ეროვნული დაჯილდოება გაიმართება | Property Georgia

,,ფიაბცი-საქართველოს” მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, თბილისში FIABCI Prix d’ Excellence-ის პირველი ეროვნული დაჯილდოება გაიმართება

უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის (FIABCI) ეროვნული წარმომადგენლობა, ,,ფიაბცი საქართველო” 2022 წლის აპრილში პირველად ჩაატარებს დეველოპერული პროექტების დაჯილდოებას. ,,ფიაბცი-საქართველოს” Prix d’ Excellence დაჯილოების მონაწილეებს  ადგილობრივთან ერთად საერთაშორისო ჟიური შეაფასებს. აღნიშნული გადაწყვეტილება უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის ადგილობრივმა ოფისმა 30 სექტემბერს სასტუმრო ,,ვინდემ გრანდში” გამართულ დირექტორთა საბჭოს შეხვერაზე მიიღო.

" ორი წელი სრულდება მას შემდეგ რაც ოქტომბრში, ,,ფიაბცი საქართველოს” ინიციატივით, ,,საქართველოს ბანკის” და  სხვა წამყვანი  კომპანიების მხარდაჭერით,  საქართველოში პირველად ჩატარდა უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი "მდგრადი და მედეგი ქალაქების მშენებლობა", რომლის ფარგლებშიც სფეროს პრაქტიკულად ყველა მოთამაშე და სტეიკჰოლდერი  გაერთიანდა. სწორედ ამ ღონისძიების გაგრძელებაა უძრავი ქონების  პროექტების პირველი ეროვნული დაჯილდოება, რომლის მთავარი ამოცანაა ხარისხიანი, ეკო-მეგობრული  სამშენებლო სტანდარტების  წახალისება  და განაშენიანებული გარემოს ეკოსისტემის გაუმჯობესებაზე ზრუნვა. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ეროვნულ  დონეზე გამარჯვებულები წარსდგებიან ,,ფიაბცის” მსოფლიო Prix d’Excellence-ის კონკურსზე, რაც ქვეყნის საერთშორისო პოზიციონირებას გაამყარებს.” განაცხადა ლიკა ქარდავამ, ,,ფიაბცი-საქართველოს პრეზიდენტმა.

როგორც ლიკა ქარდავა აღნიშნავს, ქვეყნის უძრავი ქონების და მშენებლობის  ინდუსტრიის მდგრადი განვითარებისთვის 2019 წელს მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო. ,,ფროფერთი ჯორჯიას” ინიციატივით საქართველოში დაფუძნდა ,,ფიაბცი-საქართველოს” წარმომადგენლობა- ნახავარსაუკუნოვანი ისტორიის მქონე  უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის ის  ფილიალი. ,,ფიაბცი-საქართველო” დღეს უძრავი ქონების სფეროს  30   წამყვანი კომპანიისგან შემდგარი გაერთიანებაა.

,,აღნიშნული ღონისძიება იქნება ეროვნული მნიშვნელობის და საერთაშორისო მასშტაბის, რაც იმას ნიშნავს, რომ სექტორს და ქვეყანას აქვს კარგი შანსი წარმოაჩინოს უნიკალური რეგიონები, ქალაქები და მნიშვნელოვანი კერძო პროექტები. ოსკარის მნიშვნელობის დაჯილდოება უძრავი ქონების სექტორში ნამდვილად იქნება მოტივაცია ქვეყანაში სანიმუშო და კონკურენტუნარიანი პროექტების შექმნის და ახალი ინვესტიციების გაჩენის.” განაცხადა ნუცა აბრამიშვილმა, ,,ფიაბცი-საქართველოს ვიცე-პრეზიდენტმა.

,,ფიაბცი-საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის, ქეთი ტაბატაძის თქმით, უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის ეროვნული წარმომადგენლობის დაარსების პირველი ორი წლის განმავლობაში მნიშველოვანი სამუშაოები განხორციელდა საქართველოს უძრავი ქონების საერთაშორისო რუკაზე დაპოზიციონირების კუთხით: ,,დღეს ჩვენი მთავარი მიზანია ქვეყნის საერთაშორისო პოზიციონირება მეტად გაძლიერდეს. ამ მხრივ გამორჩეული იქნება დეველოპერული პროექტების დაჯილდოება. გვაქვს სხვა მნიშვნელოვანი სიახლეებიც, რომლის შესახებაც მივიღეთ გადაწყვეტილებები და ეტაპობრივად გავაცნობთ სფეროთი დაინტერესებულ აუდიტორიას.”

შეხვედრის ფარგლებში ,,ფიაბცი საქართველოს” მმართველმა გუნდმა იმსჯელა მიმდინარე აქტუალურ თემებზე და გრძელვადიან სტრატეგიულ გეგმაზე. ღინისძიებაზე ონლაინ ფორმატში ჩაერთო და შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ,,ფიაბცის” გენერალურმა მდივანმა, ბატონმა ნარეკ არაკელიანმა, რომელმაც უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის 2021-2025 წლის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გააკეთა. გენერალური მდივნის თქმით, ,,ფიაბცი” განაგრძობს სექტორის განვითარებას, რაც მომდევნო წლებში კონკრეტულ აქტივობებში და პროგრამებში აისახება: ბიზნეს კონტაქტებისთვის მნიშვნელოვანი გლობალური ღონისძიებები, ონლაინ დაკავშირების პლატფორმა სფეროს პროფესიონალებისთვის, უძრავი ქონების სექტორის მდგრადი განვითარების მიზნები გაეროს ჰაბიტატის პროგრამასთან ერთად და საგანმანათლებლო შესაძლებლობები.

როგორც ,,ფიაბცი-საქართველოში” აცხადებენ, ,FIABCI Prix d’ Excellence-ის პირველი ეროვნული დაჯილდოების შესახებ პრეზენტაცია ოქტომბრის თვეში გაიმართება.

 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID:

#propertyleaders: ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების და გაწევრიანების პერსპექტივის გავლენა საქართველოს უძრავი ქონების სექტორზე

ADs