“ბელვიუ რეზიდენს ბათუმი“ - როგორია „ჰილტონის“ ქართული ისტორია? | Property Georgia

“ბელვიუ რეზიდენს ბათუმი“ - როგორია „ჰილტონის“ ქართული ისტორია?

ავტორი: ანი კაკურია

ალბათ შეგიმჩნევიათ გამორჩეული დიზაინის ორი მაღალი შენობა, შავი ზღვის სანაპიროს პირველივე ზოლში. ეს ექსკლუზიურად შექმნილი პროექტი „ბელვიუ რეზიდენს ბათუმია“, რომლის ანალოგსაც ვერსად შეხვდებით.

ბათუმის არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობასთან ერთად,  „ბელვიუ რეზიდენს ბათუმი“ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სტანდარტების მაღალი კლასის მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსია. აღსანიშნავია, რომ კომპლექსში ფუნქციონირებს ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ჰილტონი.“

„ბელვიუ რეზიდენს ბათუმის“  პრიორიტეტი, რიგ ტექნიკურ მახასიათებლებთან ერთად, მომხმარებლის კომფორტზე განსაკუთრებული ზრუნვაა. იმისთვის, რომ უკეთ გაგვეგო რა გზა გაიარა და როგორ შეიქმნა ბრენდის კონცეფცია, კომპანიის გენერალურ დირექტორს, გიორგი აბაშიძეს ვესაუბრეთ.

- გვიამბეთ როგორ გაჩნდა ბელვიუს კონცეფციის იდეა?

- ჯერ კიდევ 2008 წელს, როდესაც საქართველო და მით უფრო ბათუმი არ იყო მიმზიდველი საინვესტიციო პროექტებისთვის , სწორედ მაშინ დავიწყეთ მუშაობა იდეაზე. ინვესტორები, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები არიან, რომელთაც გაუჩნდათ სურვილი ბათუმში ისეთი მულტიფუნქციური კომპლექსი შეექმნათ,  რომელიც შეცვლიდა სიანვესტიციო კლიმატს, ხელს შეუწყობდა ახალი ინვესტიციების მოზიდვას.

ქონების შეძენის შემდეგ, დამუშავდა პროექტი და 2009 წელს „ჰილტონთან“ გაფორმდა ხელშეკრულება. ამოცანა იყო შემდეგი, პროექტი უნდა ყოფილიყო მულტიფუნქციური, სადაც განთავსდებოდა ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ბრენდი,  და შესაბამისი დონის აპარტამენტები. ასე დაიწყო აქტიური მუშაობა ბრიტანეთიდან მოწვეული არქიტექტორების ჩართულობით.

- ბელვიუს აპარტამენტების ერთ-ერთი მომხიბლაობა ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ბრენდის ,,ჰილტონის” სახელთან ასოცირებაა. რას ნიშნავს ეს პროექტისთვის?

- ეს რა თქმა უნდა აძლევს ,,ბელვიუს” დამატებით პრივილეგიას იმ კუთხით, რომ სერვისების მიღებასთან დაკავშირებით მაცხოვრებელს თუ დამსვენებელს ,,ბელვიუში” ეძლევა უფრო მეტი თავდაჯერებულობა იმისა, რომ მიიღებს კარგ მომსახურებას, ისეთს როგორსაც მიიღებდა ხუთვარსკვლავიან სასტუმროში. მართალია, „ჰილტონის“ ბრენდიდან გამომდინარე სახელები სხვადასხვაა, რადგან არ გვაქვს უფლება კომერციულ ან საცხოვრებელ ფართს ერქვას  „ჰილტონი“. ამიტომ, მოხდა დიფერენცირება. თუმცა, ჩვენ ერთიანად განვიხილავთ ამ პროექტებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი რაც იგეგმება „ჰილტონში“ სერვისის კუთხით, იგეგმება ,,ბელვიუშიც.”

- მოგვიყევით ,,ჰილტონის”  ქართული ისტორია...

- საინტერესოა ის, რომ როგორც წესი ბრენდები პირველად შემოდის დედაქალაქში, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში პირიქით მოხდა.   ,,ბელვიუ” პირველი „ჰილტონის“ ქსელის სასტუმრო იყო საქართველოში. მათი მხრიდან მთელი გუნდი იყო ჩართული, რომელთაც აღმოაჩინეს საქართველო საუკეთესო კუთხით. პროექტზე მუშაობის პარარელურად ისინი ეცნობოდნენ ქართველ ხალხსა და კულტურას, რამაც მთელი ეს პროცესი სასიამოვნო გახადა.

- სამომავლო გეგმებზეც რომ ვისაუბროთ. რამდენად ამბიციურია კომპანიის გრძელვადიანი ხედვები?

- სამომავლოდ ბევრი გეგმა გვაქვს, როგორიცაა მიმდინარე პროექტების დასრულება, დახვეწა, კიდევ უფრო მაღალი სერვისების შეთავაზება. გვსურს ასევე ახალი პროექტებიც დავიწყოთ,  მათ შორისაა პროექტი „ჰემპტონის".

 

ჩვენ, აჭარის მასშტაბით 100.000 კვ.მ მიწის ნაკვეთს  ვფლობთ, სადაც იგეგმება ახალი მშენებლობები. ასე რომ, ჩვენ ჯგუფს მომავალშიც დიდი და ამბიციური გეგმები აქვს.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: