#propertymedia დახურული ტიპის 4 საუკეთესო საცხოვრებელი უბანი საქართველოში | Property Georgia

#propertymedia დახურული ტიპის 4 საუკეთესო საცხოვრებელი უბანი საქართველოში

ავტორი: ანი კაკურია

ბოლო პერიოდში, საქართველოში გამოიკვეთა ურბანული სივრცისგან მოშორებით კერძო სახლების გამრავლების ტენდენცია და მნიშვნელოვნად გაიზარდა ინტერესი დახურული ტიპის საცხოვრებელი კომპლექსების მიმართ.

ევროპასა და ამერიკაში მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი დიდი ხანია ამჯობინებს იცხოვროს დახურული ტიპის საცხოვრებელ უბანში. ამერიკაში ასეთ კომპლექსებს Gated Community ეწოდება. დახურული ტიპის უბნებს, აქვთ ფიქსირებული შესასვლელი და გასასვლელი წერტილები, რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ ადგილობრივ მაცხოვრებლებს და წინასწარ შეთანხმებულ სტუმრებს შეუძლიათ შევიდნენ ტერიტორიაზე. ასეთი უბნები გამოირჩევა უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებით და  ცხოვრების განსაკუთრებული სტილით. აქაური მაცხოვრებლები მსგავსი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ადამიანები, ოჯახები არიან. კვლევების მიხედვით,  დახურულ საცხოვრებელ უბნებს უპირატესობა ენიჭება რამდენიმე ძირითადი ფაქტორის გამო: მშვიდი და სტაბილური გარემო, უსაფრთხოება და ცხოვრების სტილი.

გადავწყვიტეთ, დღეს გიამბოთ ჩვენი დეველოპერული ბაზრის 4 ყველაზე მსხვილ და ინოვაციურ დახურული ტიპის პროექტზე.

დავიწყოთ ერთ-ერთი უახლესი პროექტით, რომელიც ბაზარზე 2021 წელს გამოჩნდა და მალევე გახდა გამორჩეული საცხოვრებელი ადგილი თბილისში- „ლისი ტოპოგრაფი“. პროექტის მთავარი იდეაა  ქალაქის ტერიტორიაზე შექმნას დასავლური ტიპის, დაბალი განაშენიანების თანამედროვე ურბანიზაციის მოთხოვნებზე გათვლილი, ეკოლოგიურად სუფთა, მშვიდი და დაცული დასახლება. სხვა დახურული ტიპის პროექტებისგან განსხვავებით, სადაც ძირითადად შერეული ტიპის განაშენიანებაა (კერძო სახლები, ე.წ „თაუნ ჰაუსები“ და 3-4 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსები), აქ მხოლოდ კერძო სახლები იქნება წარმოდგენილი.

„ლისი ტოპოგრაფი“ უნიკალურია თავისი მდებარეობით. ის ლისის ტბიდან მხოლოდ 350 მეტრში, 42 ჰექტარზე განთავსებული ერთადერთი პროექტია, რომელიც მოიცავს  244 მიწის ნაკვეთს კერძო საცხოვრებელი სახლების მშენებლობისთვის, ასევე 5 პარკს, ფეხბურთის, კალათბურთის და ჩოგბურთის მოედნებით, ბავშვთა გასართობ სივრცეებს და უბნის საჭიროებებზე გათვლილ სხვადასხვა სამომხმარებლო ობიექტს (მაგ: სუპერმარკეტი, აფთიაქი, და სხვა). ეს არის ადგილი, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას თავი დააღწიოთ ქალაქის ხმაურს და იცხოვროთ საკუთარ სახლში ტბისპირას, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ქალაქში, ქალაქგარეთ ცხოვრების ყველა უპირატესობით.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ტერიტორიის რეკრეაციული ბუნების შენარჩუნება პროექტის მთავარი გამოწვევაა. უბნის განაშენიანების გეგმა მოერგო რეკრეაციული ფორმატის უბნის სტრატეგიას, სადაც ტერიტორიის უდიდესი ნაწილი უჭირავს გამწვანებულ ეზოებს და პარკებს.

„ლისი ვერანდა“, იგივე „მწვანე ქალაქი ლისზე“, ეს არის ფართომასშტაბიანი პროექტი ლისის ტბის მიმდებარედ , რომელიც 355-მდე ჰექტარი ტერიტორიის განაშენიანებას გულისხმობს . პროექტი ამკვიდრებს მწვანე მიდგომებს უძრავი ქონების ბაზარზე, მაგალითად, როგორიცაა კონცეფცია 80/20 - რომელიც გულისხმობს ტერიტორიის მხოლოდ 20%-ს გამოყენებას სამშენებლოდ, ხოლო დანარჩენი 80%-ის გამწვანებასა და რეკრეაციული ზონების მოწყობას ეთმობა. “ლისი დეველოპმენტი” მომხმარებლებს ვიწრო კვადრატული მეტრების ნაცვლად, შეუზღუდავ  სივრცეებს სთავაზოს, რაც თავისი მიმართულებით, ახალ სტანდარტებსა და მიდგომებს ამკვიდრებს ჩვენ საზოგადოებაში. პროექტი ტერიტორიაზე აერთიანებს 3 საცხოვრებელ უბანს და ვილებს, მოიცავს პარკებს, სკვერებს, აუზს, საბავშო სივრცეებს და დამატებით ინფრასტრუქტურას.

„თბილისი ჰილსი“ თბილისის ზემო ნაწილში, შავნაბადას მონასტერთან 331 ჰექტარ მიწის ფართობზე განთავსებული პრესტიჟული პროექტია. ის მდებარეობს თავისუფლების მოედნიდან 20 წუთის სავალზე და აერთიანებს მიწის ნაკვეთებს, თაუნ ჰაუსებს და აპარტამენტებს. „თბილისი ჰილსის“ ტერიტორია 5000-მდე ოჯახზეა გათვლილი და სივრცე თითოეული მათგანისთვის საკმარისად დიდია. პროექტი, ასევე გამოირჩევა 18 ფოსოიანი პროფესიული გოლფის მოედნით, რომელიც 110 ჰექტარზეა გადაჭიმული, მთლიანად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და მზად არის საერთაშორისო ტურნირებსაც უმასპინძლოს.

„კრწანისი ვილა რეზიდენსის“ კომპლექსი განლაგებულია თბილისის ერთ-ერთ უძველეს უბანში, ყოფილი სამთავრობო რეზიდენციის მიმდებარედ. 20 ჰექტარზე გაშენებული პროექტი რამდენიმე განსხვავებული ტიპის საცხოვრებელს აერთიანებს.  „კრწანისი ვილა რეზიდენსი“ ქართული ინოვაციური პროექტია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2010 წელს და მისი მთავარი ამოცანა ქალაქის ცენტრთან ახლოს განსხვავებული, ეკოლოგიურად სუფთა და მშვიდი  რესორტის ტიპის საცხოვრებელი გარემოს შექმნაა, რომელიც ამავდროულად დააკმაყოფილებს ყველა თანამედროვე მოთხოვნას და გამოწვევას. პროექტი დატვირთულია სარეკრეაციო ზონებითა და გასართობი, ასევე სპორტული, გამაჯანსაღებელი აქტივობებისთვის საჭირო სივრცეებით:  სპორტული მოედნები ,საცურაო აუზები, ფიტნეს დარბაზები,  საჯინიბო, სადეგუსტაციო ღვინის მარანი და ბევრი სხა სიკეთეები, რაც მობინადრეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე დადებითად აისახება. კომპლექსის ტერიტორიაზე არის ასევე საბავშვო ბაღი და სკოლა.

როგორც ხედავთ, დახურული ტიპის უბნებს  რამდენიმე რამ აერთიანებთ: პირველ რიგში, ეს არის მწვანე გარემო, რეკრეაციული ზონების თუ საბავშვო-სპორტული მოედნების სიმრავლე, დაცულობა და უსაფრთხოება-ყველა ის ასპექტი რაც ასე მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებისთვის. ამიტომ, მნიშვნელოვანია გაეცნოთ თითოეულს და  არჩევანი თქვენთვის საუკეთესოზე შეაჩეროთ.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: