თბილისში FIABCI Prix d’ Excellence-ის პირველი ეროვნული დაჯილდოება გაიმართება | Property Georgia

თბილისში FIABCI Prix d’ Excellence-ის პირველი ეროვნული დაჯილდოება გაიმართება

2022 წლის აპრილში,  უძრავი ქონების საერთშორისო ფედერაციის ქართული წარმომადგენლობის, FIABCI-Georgia- ორგანიზებით, დაგეგმილია  პროექტების  პირველი ეროვნული გალა-დაჯილდოება Prix d’ Excellence - უძრავი ქონების ოსკარები.  

FIABCI-Georgia Prix d’ Excellence ღონისძიება რეგიონში პირველად საქართველოში გაიმართება. დაჯილდოება ტარდებასაქართველოს ბანკის”, “გალტ ენდ თაგარტის”, “დიჯითალ არეას”  მხარდაჭერით.  ეროვნულ დონეზე რჩეულ პროექტებს ჟიურის ადგილობრივ წევრებთან ერთად გამოავლენენ სფეროს წამყვანი ექსპერტები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, FIABCI-ის მიერ საერთაშორისოდ აღიარებული კრიტერიუმების მიხედვით. გამარჯვებულები მონაწილებას მიიღებენ საერთაშირისო დაჯილდოებაში FIABCI World Prix d'Excellence Awards.

ღონისძიების პარტნიორები ასევე არიან: Colliers International Georgia, PwC Georgia, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG), საგამოფენო ცენტრი Expo Georgia და საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია (GNARE).

FIABCI-Georgia Prix d’ Excellence- დაჯილდოება ერთ სივრცეში შეკრებს უძრავი ქონების სექტორის წამყვან მოთამაშეებს მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნიდან. ეს იქნება საქმიანი შესაძლებლობების მოძიების, სწავლისა და ნეთვორქინგის უნიკალური პლატფორმა. დაჯილდოების ღონისძიების პარალელურად, რეგულაციების გათვალისწინებით და დაცვით, ჩატარდება თემატური აქტივობები, მათ შორის: კონფერენცია ენრეგოეფექტურ მშენებლობაზე, თოქები სექტორის უახლეს ტრენდებზე, საერთაშორისო მარკეტინგის და გაყიდვების ტრეინინგი. ასევე, იგეგმება დეველოპელური პროექტების საიტ ვიზიტები.

დაჯილდოების შესახებ ოფიციალური განცხადებები ორგანიზატორების მხრიდან 15 ოქტომბერს, ,,ექსპო ჯორჯიაში“ გამართულ სამშენებლო გამოფენაზე (Caucasus Build 2021) გაკეთდა.

" ორი წელი სრულდება მას შემდეგ რაც ოქტომბრში, ,,ფიაბცი საქართველოსინიციატივით, ,,საქართველოს ბანკისდა  სხვა წამყვანი  კომპანიების მხარდაჭერითსაქართველოში პირველად ჩატარდა უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი "მდგრადი და მედეგი ქალაქების მშენებლობა", რომლის ფარგლებშიც სფეროს პრაქტიკულად ყველა მოთამაშე და სტეიკჰოლდერი  გაერთიანდა. სწორედ ამ ღონისძიების გაგრძელებაა უძრავი ქონების  პროექტების პირველი ეროვნული დაჯილდოება, რომლის მთავარი ამოცანაა ხარისხიანი, ეკო-მეგობრული  სამშენებლო სტანდარტების  წახალისება  და განაშენიანებული გარემოს ეკოსისტემის გაუმჯობესებაზე ზრუნვა. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ეროვნულ  დონეზე გამარჯვებულები წარსდგებიან ,,ფიაბცისმსოფლიო Prix d’Excellence-ის კონკურსზე, რაც ქვეყნის საერთშორისო პოზიციონირებას გაამყარებს.” განაცხადა ლიკა ქარდავამ, ,,ფიაბცი-საქართველოს პრეზიდენტმა.

როგორც ლიკა ქარდავა აღნიშნავს, ქვეყნის უძრავი ქონების და მშენებლობის  ინდუსტრიის მდგრადი განვითარებისთვის 2019 წელს მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო. ,,ფროფერთი ჯორჯიასინიციატივით საქართველოში დაფუძნდა ,,ფიაბცი-საქართველოსწარმომადგენლობა- ნახავარსაუკუნოვანი ისტორიის მქონე  უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის ის  ფილიალი. ,,ფიაბცი-საქართველოდღეს უძრავი ქონების სფეროს  30   წამყვანი კომპანიისგან შემდგარი გაერთიანებაა.

,,აღნიშნული ღონისძიება იქნება ეროვნული მნიშვნელობის და საერთაშორისო მასშტაბის, რაც იმას ნიშნავს, რომ სექტორს და ქვეყანას აქვს კარგი შანსი წარმოაჩინოს უნიკალური რეგიონები, ქალაქები და მნიშვნელოვანი კერძო პროექტები. ოსკარის მნიშვნელობის დაჯილდოება უძრავი ქონების სექტორში ნამდვილად იქნება მოტივაცია ქვეყანაში სანიმუშო და კონკურენტუნარიანი პროექტების შექმნის და ახალი ინვესტიციების გაჩენის.” განაცხადა ნუცა აბრამიშვილმა, ,,ფიაბცი-საქართველოს ვიცე-პრეზიდენტმა.

,,ფიაბცი-საქართველოსაღმასრულებელი დირექტორის, ქეთი ტაბატაძის თქმით, უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის ეროვნული წარმომადგენლობის დაარსების პირველი ორი წლის განმავლობაში მნიშველოვანი სამუშაოები განხორციელდა საქართველოს უძრავი ქონების საერთაშორისო რუკაზე დაპოზიციონირების კუთხით: ,,დღეს ჩვენი მთავარი მიზანია ქვეყნის საერთაშორისო პოზიციონირება მეტად გაძლიერდეს. ამ მხრივ გამორჩეული იქნება დეველოპერული პროექტების დაჯილდოება. გვაქვს სხვა მნიშვნელოვანი სიახლეებიც, რომლის შესახებაც მივიღეთ გადაწყვეტილებები და ეტაპობრივად გავაცნობთ სფეროთი დაინტერესებულ აუდიტორიას.”

უძრავი ქონების დღეების მისიაა საქართველო საერთაშორისო რუკაზე დაპოზოციონირდეს, როგორც მაღალი დონის, მომავლის პროექტების განმავითარებელი ქვეყანა.

2022 წლის გაზაფხულზე FIABCI Prix d’ Excellence-ის საერთაშორისო  დაჯილდოების 30-წლიანი ისტორიაში ქართული ფურცელი იშლება.

პროექტის რეგისტრაციისთვის და ჟიურის შემადგენლობის გასაცნობად გადადით ბმულზე: www.fiabcigeorgia.ge

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: