FIABCI-Georgia-მ გენერალური ასამბლეის შეხვედრა გამართა | Property Georgia

FIABCI-Georgia-მ გენერალური ასამბლეის შეხვედრა გამართა

უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის ეროვნულმა წარმომადგენლობამ (FIABCI-Georgia), 14 აპრილს სასტუმრო Clocks Hotel Tbilisi გენერალური ასამბლეის 2022 წლის პირველი კვარტლის პირველი შეხვედრა გამართა.

ღონისძიებას ესწრებოდა ასოციაციის 32 წევრი კომპანია, რომელთა შემადგენლობაშიც საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია და წამყვანი ადგილობრივი თუ საერთაშორისო დეველოპერული, საბროკერო, არქიტექტურული, ურბანული და საკონსულტაციო კომპანიები არიან.

გენერალური ასამბლეა გახსნა FIABCI-Georgia-ს პრეზიდენტმა ლიკა ქარდავამ. შეხვედრას ონლაინ რეჟიმში ჩაერთნენ FIABCI-ს მსოფლიო პრეზიდენტი, ჯორდი რიბო და სამომავლო პრეზიდენტი, სიუზან გრინფილდი, რომლებიც მიესალმნენ დამსწრე კომპანიების წარმომადგენლებს და ისაუბრეს უძრავი ქონების ფედერაციის მნიშვნელობაზე, ღირებულებებზე, წევრობის ბენეფიტებზე და სამომავლო ღონისძიებებზე.

FIABCI-Georgia-ს მმართველმა გუნდმა, ლიკა ქარდავამ, ნუცა ამბრამიშვილმა (ვიცე-პრეზიდენტი) და ქეთი ტაბატაძემ (აღმასრულებელი დირექტორი) ისაუბრეს ორგანიზაციის მიერ სექტორის გაჯანსაღებისთვის გადადგმულ ნაბიჯებზე და მოკლე და გრძელვადიან გეგმებზე, მათ შორის ადგილობრივ და საერთაშორისო ღონისძიებებზე, რომლებიც დაგეგმილია მიმდინარე წლის განმავლობაში და უმნიშვნელოვანესია უძრავი ქონების ბიზნესში ჩართული კომპანიებისთვის. უახლოესი ასეთი ღონისძიებაა FIABCI-ის მსოფლიო კონგრესი, რომელიც 2022 წლის მაისში პარიზში ჩატარდება. ადგილობრივად კი FIABCI-Georgia ოქტომბერში უძრავი ქონების პროექტების პირველ ეროვნულ დაჯილდოებას FIABCI-Georgia Prix d’ Excellence Awards-ს გეგმავს.

შეხვედრისას FIABCI-Georgia-ს 10 ახალი წევრი კომპანიის წარმომადგენლებმა ჩაატარეს საინტერესო პრეზენტაციები მათი საქმიანობის და პროექტების შესახებ.

FIABCI-Georgia-ს გუნდმა ასევე წარადგინა კოლეგები უკრაინიდან, რომლებიც საომარი ვითარების გამო დროებით თბილისში იმყოფებიან და განიხილავენ ადგილობრივად დასაქმების შესაძლებლობებს. FIABCI-Georgia-ს დახმარებით უკრაინის ერთი მოქალაქე უკვე დასაქმდა დეველოპერულ კომპანია იორკ თაუერსი-ში.

უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაცია მუდმივად მხარს უჭერს ეროვნულ წარმომადგენლობას. წლის განმავლობაში FIABCI-Georgia არაერთ მნიშვნელოვან აქტივობას გეგმავს.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: