ავტორი: ანი კაკურია
თბილისი ყოველდღიურად ახალ იერ-სახეს იძენს. ამბიციური სამშენებლო პროექტები და მსხვილი უცხოური ინვესტიციები მუდმივად ცვლიან ქალაქის ლანდშაფტს, ჩვენი უმრავლესობა დიდი ხანია გახდა ურბანული მაცხოვრებლები და აღიქვამს ბუნებას, როგორც ადგილს დასასვენებლად. თუმცა, ბოლო დროს ახალმა რეალობამ თუ დღის წესრიგმა, რომელიც მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფონზე ჩამოყალიბდა გაზარდა ადამიანთა მოთხოვნილება და მიზანი იცხოვრონ ბუნებასთან ჰარმონიაში. დღეს, თანამედროვე ტექნოლოგიები და სწორი სამშენებლო მენეჯმენტი გვაძლევს ასეთ ცხოვრების წესზე გადასვლის შესაძლებლობას, კომპანია „აი დეველოპმენტი“ კი მსურველებს ამ შესაძლებლობის რეალობად გადაქცევაში ეხმარება და სთავაზობს მომხმარებელს ცხოვრების მაღალ ხარისხს ბუნებასთან ჰარმონიაში.
„აი დეველოპმენტი“- გახლავთ „აი ჰოლდინგის“ შემადგენელი ნაწილი, ჰოლდინგში შემავალი თითოეული კომპანია მომხმარებელს სთავაზობს საერთაშორისოდ აღიარებული საუკეთესო პრაქტიკის საფუძველზე, ლოკალურ ბაზარზე ადაპტირებულ
ტექნოლოგიურად განვითარებულ მომსახურებას. კომპანიის კონცეფციის ამოსავალი არის თანამედროვე, ესთეტიკური, ერგონომიული, ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა გადაწყვეტებით მომხმარებელს შესთავაზოს უნიკალური გამოცდილება. აქ ცდილობენ რომ თითოეული პროექტი იყოს გამორჩეული არა რომელიმე ერთი მახასიათებლით, არამედ, შექმნან ისეთი კონცეფცია, ეკოსისტმა, სადაც გაერთიანებული იქნება რამდენიმე მახასიათებელი და სადაც არამხოლოდ იცხოვრებთ, არამედ გაიხანგრძლივებთ ცხოვრებას, ბუნებასთან ჰარმონიაში. “- დიახ, ჩვენი პროექტებით ჩვენ არ გვინდა ვავნოთ ბუნებას არამედ, პირიქით, გვსურს წვლილი შევიტანოთ მის შენარჩუნებასა და განვითარებაში. სწორედ ამიტომ, ეკოლოგიურად სუფთა სერტიფიცრებულ ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო მასალებთან ერთად, თითოეულ პროექტში ვახდენთ განახლებადი ენერგიის წყაროების ინტეგრაციას და ბუნებრივი რესურსების გამოყენების ოპტიმიზაციას. აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ პროექტის შემადგენელი თითოეული ელემენტი არის ინტეგრირებული საერთო დაგეგმვისა და მართვის სისტემაში, რაც უზრუნველყოფს პროექტის უნიკალურობას და დინამიური პროცესების იმგვარად მართვას, რომ მიიღწევა სინერგიის ეფექტი და რისკების მინიმიზაცია. ეს ყოველივე, ჩვენს ძლიერ რესურსულ ბაზასთან, ცოდნასთან და გამოცდილებასთან ერთად გვაძლევს უფლებას და საშუალებას ავიღოთ და გადაჭარბებით შევასრულოთ ვალდებულებები.” ამბობს “აი დეველოპმენტის“ დამფუძნებელი ირაკლი შონია - სწორედ მისმა 15 წლიანი გამოცდილებამ სამშენებლო და უძრავი ქონების სფეროში და ამ სფეროში არსებულმა პოტენციალმა განაპირობა კომპანიის შექმნა. ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, რადგან ძალიან ბევრი საინტერესო და ექსკლუზიური ნიშაა თავისუფალი რის ათვისებასაც ეტაპობრივად თავის გუნდთან ერთად აპირებს.
„აი დეველოპმენტი“ მომხმარებელს სთავაზობს საერთაშორისოდ აღიარებული საუკეთესო პრაქტიკის საფუძველზე, ლოკალურ ბაზარზე ადაპტირებულ ტექნოლოგიურად განვითარებულ მომსახურებასა და გადაწყვეტებს, რომლის ანალოგი ბაზარზე არ არსებობს. ჰოლდინგის საქმიანობის საწყისია სამი “i” : ინოვაცია (innovation), მთლიანობა (integrity) და ინტელექტი (intelligence). „აი“ ქართულადაც საინტერესოდ ჟღერს და როგორც თავად კომპანიაში ამბობენ, იგი ხაზს უსვამს, რომ აი, ეს არის ნამდვილად დეველოპმენტი, დიზაინი და ა.შ.
როგორც წესი, წარმატებული საქმის უკან კონკრეტული ადამიანები დგანან. თანამშრომელი, რომელსაც ურთიერთობა აქვს მომხმარებელთან, კომპანიის სახეა. ირაკლი შონია ამბობს რომ “აი დეველოპმენტის“ გუნდი მაქსიმალურად ცდილობს რომ მომხმარებელთან თითოეული კონტაქტი იყოს სასიამოვნო გამოცდილება მიუხედავად იმისა, იგი საბოლოოდ შეისყიდის თუ არა პროდუქტს. ისინი ასევე ავითარებენ დისტანციური მომსახურების საინტერესო შესაძლებლობებს და ვირტუალური რეალობის შესაძლებლობებს, რათა ფიზიკური ვიზიტის აუცილებლობა საწყის ეტაპზევე არ გახდეს საჭირო. “- ძლიერი გუნდის გარეშე შესაძლებელია წახვიდე სწრაფად, მაგრამ რთულია წახვიდე შორს - ამ წინადადებით სწორად არის წარმოჩენილი გუნდის მნიშვნელობა. განვითარებაზე ორიენტირებული ახალგაზრდა გუნდი, რომელმაც მოასწრო დაეგროვებინა მნიშვნელოვანი გამოცდილება როგორც საქართველოში ისე მის საზღვრებს გარეთ დგას ჩვენი კომპანიის უკან.” აღნიშნავს ირაკლი შონია.
ყველაზე დიდი გამოცდილება კომპანიამ, ყველაზე დიდი გამოწვევისგან მიიღო, პანდემიისგან, რომელიც როგორც შესაძლებლობა ისე მიიღეს და განავითარეს დეველოპმენტის საინტერესო კონცეფციები. შეძლეს აქტიურად შეესწავლათ და დაენერგათ თანამედროვე ტექნოლოგიური შესაძლებლობები, როგორც შიდა ორგანიზაციულ ისე პროდუქტების და მომსახურების დონეზე. ირაკლის მიაჩნია, რომ მშენებლობის და დეველოპმენტის სფეროში გამოწვევების ოდენობა იმდენად მაღალია, რომ მათი სწორი მართვის პროცესში შესაძლებელია უნიკალური პროდუქტების შემუშავება და საინტერესო გამოცდილების მიღება. ერთერთი ასეთი პროდუქტია ეკო დასახლების უნიკალური კონცეფცია “ ჩვენი უახლესი დიდი მიღწევა ალბათ არის ის, რომ შევძელით განგვევითარებინა ეკო დასახლების უნიკალური კონცეფცია და მოგვეზიდა უცხოური ინვესტიციები. ამ პროცესში შევძელით გვემუშავა საერთაშორისოდ აღიარებულ დიზაინ კომპანიებთან, გავცნობოდით მსგავს დეველოპმენტებს ევროპაში და ახლა, ვცდილობთ ხორცი შევასხათ იმას, რასაც რამდენიმე წელია აქტიურად ვამუშავებთ და ვავითარებთ.” ამბობს ირაკლი შონია და დასძენს რომ მიმდინარე პროექტებიდან ერთერთი გამორჩეული ტაბახმელას ეკო დასახლების პროექტია - პროექტი ხორციელდება ზღვის დონიდან 1100მ-ზე. ადგილობრივი კლიმატური პირობები ხელს უწყობს ორგანიზმის იმუნიტეტის აღდგენას და განსაკუთრებით თავისუფლად სუნთქვის საშუალებას იძლევა. აქ მომხმარებელს დახვდება გამორჩეული არქიტექტურის მქონე სივრცეები ეკოლოგიური მასალებით, საინტერესო ადამიანებით მეზობლად,
უნიკალურ კლიმატურ ზონაში. პროექტი მოიცავს 30 ვილას, სადაც ესთეტიკა და თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტები იძლევა ბუნებასთან ჰარმონიაში ცხოვრების შესაძლებლობას. თითოეულ ვილას აქვს საკუთარი ეზო, ულამაზესი პანორამული ხედებით დედაქალაქზე და მყინვარწვერზე. ასევე, 6000 კვ.მ საერთო სივრცეს, სადაც მაცხოვრებლები შეძლებენ ისარგებლონ სპორტული მოედნებით, აუზით, სასეირნო ბილიკებით, საბავშვო-გასართობი სივრცეებით, საერთო სამუშაო სივრცეებით და ორგანული ფერმით, სადაც თავადაც შეძლებენ ხილის და ბოსტნეულის მოყვანას. გარდა ამისა, ხელმისაწვდომი იქნება სივრცე საქმიანი და გასართობი ღონისძიებებისთვის ვერანდით, აქვე დაგხვდებათ ღია კინოთეატრი.
აღსანიშნავია, ისიც რომ მთლიანი ტერიტორიის (27000 კვ.მ) მხოლოდ 12% იქნება სამშენებლოდ გამოყენებული, რაც პროექტის მწვანე და ეკო კონცეფციის მკაფიო გამოვლინებაა. ანალოგიური პროექტი განხორციელება საგურამოში და სხვა საინტერესო ლოკაციებზე მთელი საქართველოს მასშტაბით.
განსაკუთრებით საინტერესოა, კომპანიის ზოგადი ხედვები მომავლისკენ, მიაჩნიათ რომ მომავალი, ტექნოლოგიების, ეკოლოგიის და ენერგოეფექტური გადაწყვეტების გარეშე, განსაკუთრებით დეველოპმენტის და მშენებლობის სფეროში არ არსებობს. “ჩვენ გავაგრძელებთ ამ სამი შემადგენლის აქტიურად ინტეგრირებას ჩვენს პროდუქტებსა და მომსახურებებში. ამასთანავე, ბაზარს აქტიურად შევთავაზებთ ისეთ პროექტებს, სადაც მათი ფინანსური ნაწილი იქნება სრულად დაჩრდილული მატერიალური და არამატერიალური სარგებლით, რასაც მათში უძრავი ქონების შეძენით მიიღებს მომხმარებელი. გარდა ამისა, ჰოლდინგის მასშტაბით, მოხდება საინტერესო აქტივების განვითარება არამხოლოდ უძრავი ქონების სახით, არამედ მასთან და მშენებლობასთან დაკავშირებული პროდუქციისა და მომსახურების სახით” - ამბობს ირაკლი შონია.
და ბოლოს ისიც უნდა აღნიშნოს, რომ „აი დეველოპმენტის“ პროექტების უნიკალურობა დიდ ინტერესს იწვევს საერთაშორისო უძრავი ქონების პროფესიონალებისა და უცხოური საინვესტიციო კომპანიების მხრიდან. უფრო მეტიც, მათ აქვთ შეთავაზებები გაყიდონ როგორც პროექტი და პროექტის კონცეფცია ან განახორციელონ მსგავსი პროექტი უზბეკეთში, აზერბაიჯანში და აშშ-ში. თუმცა ამ ეტაპზე კომპანიის პრიორიტეტია ლოკალური ბაზრის განვითარება და ახალი უნიკალური გამოცდილების საქართველოში შექმნა.






