York Holding Group-ის კოლაბორაცია ზურაბ გომელაურთან | Property Georgia

York Holding Group-ის კოლაბორაცია ზურაბ გომელაურთან

კომპანია York Holding Group-სა და ცნობილ ქართველ მხატვარს, ზურაბ გომელაურს შორის თანამშრომლობა შედგა. ეს კოლაბორაცია კომპანიის უნიკალურ ესთეტიკას მხატვრის ნამუშევრების მეშვეობით გადმოსცემს და ასევე, ასახავს კომპანიის მისწრაფებას, ხელი შეუწყოს ქართული ხელოვნების პოპულარიზაციას როგორც ადგილობრივად, ისე იმ საერთაშორისო ბაზრებზე, რომლებზეც მას წვდომა აქვს.

„ჰოლდინგის მამოძრავებელია – შექმნას გამორჩეული, ადამიანზე მორგებული გარემო. ყოველი პერსონა უნიკალურია, შესაბამისად – მისი გარემოც. ჩვენ კი ვცდილობთ, რომ სწორედ განუმეორებლობას გავუსვათ ხაზი. გენიალური მხატვრის, ზურაბ გომელაურის ნამუშევრების გადატანით მარკეტინგულ ატრიბუტიკაში, ვფიქრობთ გავაძლიეროთ განცდა, რომ ხელოვნება არა მხოლოდ მასაზრდოებელი, არამედ ცხოვრების სტილის განმსაზღვრელიც არის.

შემოქმედმა ჩვენი კომპანიისთვის შექმნა ორი ნამუშევარი.„სიცოცხლის სიმბოლოებით“ მან შეგვახსენა, რომ ანტიკური ხანის სიმბოლოები კონსტანტაა, რაც ადამიანს პოზიტიური მომავლისთვის სტიმულსა და სიხარულს ანიჭებს. York Holding Group-ის მიზანიც სწორედ ესაა. მეორე ნამუშევარი – „დაპურება“ – კი მოგვიწოდებს მზრუნველობისკენ, რასაც ჰოლდინგი ყოველდღიურად ცდილობს, როგორც მომხმარებლების, ისე პარტნიორებისა და გუნდის მისამართით“- ოთარ ქირია, York Holding Group-ის მარკეტინგისა და პიარის დირექტორი.

propertygeorgia.ge

propertygeorgia.ge

propertygeorgia.ge

propertygeorgia.ge

“ჰოლდინგის შექმნილ ნამუშევარში გადმოვეცი სიცოცხლის უძველესი ქართული სიმბოლოები – ხარი, ბორჯღალო (მზისა და მარადისობის ნიშანი), ვაზი, ლომი, თხა, თევზი, ასევე მუდმივი მოძრაობის სიმბოლო. მეორე ნაწარმოების შინაარსი ასახავს ჩემს ხედვას ღმერთის შესახებ, რომელიც მრევლს საკვებს სთავაზობს თავისი მოციქულების ხელით, აპურებს მათ და ზრუნავს მათზე“ – ამბობს ზურაბ გომელაური.

ოთარ ქირიას თქმით, კოლაბორაციას ჰოლდინგსა და ზურაბ გომელაურს შორის, კიდევ ერთი ძლიერი მხარე აქვს. გამომდინარე იქიდან, რომ York Towers უკვე 8-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს, შესაბამისად ზურაბ გომელაურის ნამუშევარი ატრიბუტიკა, ანუ ქართული ფერწერა, კიდევ უფრო მოიხვეჭს სახელს უცხოეთში, რაც გააძლიერებს ბრენდის იდენტობას ქართულ ბაზარზე.

propertygeorgia.ge

propertygeorgia.ge

propertygeorgia.ge

propertygeorgia.ge

propertygeorgia.ge

„ჩემი არჩევანი ყოველთვის იხრება იმ ტილოებისკენ, რომლებიც ადამიანს, სულს, სიცოცხლეს, კავშირებსა და ურთიერთობებს ასახავს და ვფიქრობ, ზურაბ გომელაურის შემოქმედება ამის განსახიერებაა. ადამიანისთვის განსაკუთრებული გარემოს შექმნა კი ჩვენი კომპანიის ამოსავალი წერტილია“, – ამბობს York Holding Group-ის აღმასრულებელი დირექტორი ამრ ალაბვაზი.

York Holding Group საერთაშორისო კომპანიაა, სათავო ოფისით თბილისში. ის ოპერირებს ასევე ეგვიპტეში, ყატარში, საუდის არაბეთში, გაერთიანებულ საემიროებში, კუვეიტში. აქტიურად მუშაობს ისრაელის და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზეც. ჰოლდინგის შემადგენლობაში ორი ბრენდი შედის: დეველოპერული კომპანია York Towers და სამშენებლო კომპანია Zaha Construction.

York Towers ამ დროისთვის მუშაობს რამდენიმე პროექტზე. York Town ვილების ტიპის კომპლექსია და ფაქტობრივად, ახალი დასახლებაა ტაბახმელაში, ტყესთან ახლოს. Lisi View შერეული ტიპის პროექტია, რომელიც მოიცავს, როგორც ვილებს, ისე აპარატამენტებს, დედაქალაქის ყველაზე მშვიდ გარემოში. აქტიურია ასევე ბაზალეთისა და მცხეთის საინვესტიციო პროექტები. ჰოლდინგმა ორი თვის წინ, 27 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება გააკეთა ასევე ბათუმში. პროექტი სახელწოდებით Bianca Batumi მოიცავს აპარტოტელს, რომელშიც ასობით აპარტამენტი შედის. კომპლექსი უზრუნველყოფილია დამოუკიდებელი რეკრეაციული ზონებით, მასში განთავსდება ასევე გლობალური ბრენდის Ibis Styles-ის სასტუმრო.

propertygeorgia.ge

ზურაბ გომელაურის ნამუშევრები უკვე გაციფრულებულია და მისი გადატანა კორპორატიული პროფილის მასალებში დასრულებულია. ატრიბუტიკის ვიზუალზე ჰოლდინგის დიზაინერმა, მიხეილ კანკიამ იმუშავა. პროექტის აღსრულებას კი ჩვენი ჰოლდინგის მარკეტერი, ელენე მარკოზაშვილი ხელმძღვანელობს. სტრატეგია ოთარ ქირიას ეკუთვნის.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: